სერხიო რამოსის ინტერვიუ

სერხიო რამოსი– დაიბადა 1986 წლის 30 მარტს სევილიაში. მის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. დიახ , ის ბრუნდება მოედანზე იმედებით, რომ შეძლებს და დაიბრუნებს იმ ნდობას, რომელიც მან ამ წლების განმავლობაში საკუთარი თამაშით მოიპოვა.


როგორც ცნობილია, თქვენ ტრავმა მიიღეთ მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეთ კონფედერეციის თასში, რას შვებოდით იმ პერიოდში, როცა ტრავმის მოშუშებას ცდილობდით?

შეგახსნებთ, რომ მე სეზონი მიკროტრავმით დავასრულე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. შემდეგ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მომიწია კონფედერაციის თასზე თამაშმა, ამას შემდეგ არდადეგები მოყვა, რომლის განმავლობაშიც ფორმის შესანარჩუნებლად მე ვარჯიშს განვაგრძობდი. იმ დროს შედარებით ნაკლები დატვირთვით ვვარჯიშობდი, მაგრამ როცა კლუბს შევუერთდი და სრული დატვირთვით ვარჯიში გავაგრძელე, სწორედ მაშინ იჩინა მიკროტრავმამ თავი. გამოკვლევეიც ჩავიტარე და სასტიკად ამიკრძალეს სრულ გამოჯამრთელებამდე ვარჯიში. ტრავმის აღსადგენად თავიდან ცოტა ხნის განმავლობაში წოლითი რეჟიმი მქონდა "მოსჯილი", რომ აღდგენის პროცესი დაჩქარებულიყო, ამის მერე იყო ფიზიოთერაპიის კურსები და ფიზმომზადების დარბაზში დაჩქარებული ტემპებით ვარჯიში. ბოლოს კი ველოსიპედზეც დავჯექი, ოღონდ მას შემდეგ , რაც ფეხი ცოტათი შემიხორცდა.

ამ ხნის განმავლობაში საერთოდ არ ვარჯიშობდით?

დიახ. როცა ავად ხარ , ადვილად ამჩნევ იმ ადამიანებს, ვინც შენ გვერდით არიან. დრო ზალიან ნელა გადის და დღეები საუკუნედ გეჩვენება. როცა ხედავ, რომ შენი მეგობრები ვარჯიშობენ, მაშინ მათი გშურს.

თქვენ მიეჩიეთ მუდმივად თამაშს, როგორია ფებხურთის ყურება ტრიბუნიდან?

ჩემი მთელი კარიერის განმავლობაში "არ მქონია იმის ბედნიერება", რომ დიდი დრო გამეტარებინა ტრიბუნებზე ან კიდევ სათადარიგოთა სკამზე. ეს ჩემთვის ცოტა არ იყოს უცანური იყო. ერთ ადგილზე დაჯდომა არ შემეძლო და მინდოდა, რომ მოედანზე გავსულიყავი, როცა ვხედავდი, თუ როგორ თამაშობდნენ ჩემი თანაგუნდელები.

თუ ხარებთან ბრძოლას ბარიერებს მიღმა უნდა უყურო, რამდენად ეთანხმებით იმ აზრს, რომ უმჯობესია ფეხბურთს ტრიბუნებიდან ადევნო თვალი?

დიახ, რა თქმა უნდა ასეა. როცა მოედანზე ხარ, ეს სრულიად განსხვავდება იმ სიტუაციისგან, როცა თამაშს ტრიბუნიდან უყურებ. როცა გულშემატკივრის რანგში მოდიხარ, მაშინ ამჩნევ შეცდომებს, რომელსაც კლუბი უშვებს და ასევე ადვილად ხედავ ტაქტიკურ სქემებს შორის განსხვავებებს. ტრიბუნებზე ადგილი გაძლევს იმის საშუალებას, რომ უკეთ უყურო ფეხბურთს.

წინა სეზონში რამდენჯერ გითმაშიათ ტრავმირებულს?

რამდენჯერმე, მაგრამ ეს გამოწვეული იყო აუცილებლობითა და კლუბში არსებული მდგომარეობით. არ ვიცი სხვა ფეხბურთელები როგორ იქცევიან, მაგრამ საქმე ჩემ მოვალეობას ეხება. როცა ვინმე ანალოგიურ სიტუაციაში ხდება , უნდა გესმოდეს, თუ რას ვიცავთ ჩვენ და რას წარმოვადგენთ. ფეხბურთელისთვის მთავარი თამაშია, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ყველაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებთ. გასაგებია, რომ არ მეამაყება ის, რაც მომივიდა, მაგრამ არც იმას ვაპირებ, რომ ამაში საკუთარი თავი დავადანაშაულო.

ქონდა თუ არა აზრი ასეთ რისკზე წასვლას?

როცა ასეთი სიტუაციაა, მაშინ ყოველთვის არის იმის რისკი, რომ საბოლოო ჯამში ამით საკუთარ თავს ავნო. მაგრამ როცა შენ კლუბს ჭირდები, ხოლო სხვა ფეხბურთელებს თამაში არ შეუძლიათ, მაშინ მოედანზე გასვლაში, რაც არ უნდა ხდებოდეს,არანაირ პრობლემას არ ვხედავ.

ეხლა რომ კლუბს დასჭირდეთ, გახვალთ თუ არა ტრავმით მოედანზე?

ამ ეტაპზე კლუბში სერიოზული კონკურენციაა, ვინაიდან ერთ ადგილზე ორი ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას. საბედნიეროდ, მადრიდის რეალი არაა იმ სიტუაციაში, რომ ან მე , ან სხვა ფეხბურთელმა ტრავმით ითამაშოს. ეს რომ იყოს ჩემპიონთა ლიგა, ელ კლასიკო, ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი თამაში, მაშინ მე ამას სიამოვნებით გავაკეთებდი ისე, რომ არც კი დავფიქრდებოდი. რა თქმა უნდა, ეს მე კარგად არ შემომიტრიალდებოდა, ვინაიდან ამის გამოცდილება უკვე მაქვს, მაგრამ არა მგონია , ამას ჩემი ჯამრთელობა სერიოზულად დაეზიანებინა.

ვნახავთ თუ არა ამ სეზონში ახალ სერხიო რამოსს?

არა, ახალი რამოსი არაა და არც იქნება. ვიმედოვნოთ, რომ დაბრუნდება ის რამოსი, რომელიც წინა სამი სეზონიდან ახსოვთ. მე ბევრი შეცდომა გამოვასწორე და ეხლა კი ვბრუნდები იმ იმედით, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დავრჩები მადრიდის რეალში და გავამართლებ გულშემატკივრების იმედებს.

წინა სეზონში, როცა კლუბის მთავარი მწვრთნელი ბერნდ შუსტერი იყო, თქვენ ამბობდით, რომ კლუბში ფეხბურთელები არათანაბრად არიან მოედანზე განაწილებულნი და რომ თქვენ მარტო რჩებოდით. მანუელ პელეგრინიც აქცენტს შორ დისტანციებზე და გარბენებზე აკეთებს. ფიქრობთ თუ არა, რომ ისევ ის სიტუაცია განმეორდება?

არა ამ სეზონისათვის მომზადდა ახალი პროექტი. კლუბში ბევრი ახალი სახე მოვიდა, რომლებმაც თან მოიტანეს დიდი იმედები და მოლოდინები კლუბის გულშემატკივრებში. სათამაშო მოედანზე პოზიციები გარკვეული და ამის ნახვა ნათლად შეიძლება დღევანდელ მადრიდის რეალში. რაც შეეხება ტაქტიკას, თოთოეული მწვრთნელი საკუთარ ტაქტიკას ამუშავებს, ხოლო ფებხურთელები კი მას ერგებიან. წინა სეზონში , როცა მე შუსტერთან მიწევდა მუშაობა, მაშინ მარტოს მიხდებოდა მთელი ფლანგის გარბენა შორ მანძილებზე. ეხლა კი პელეგრინისეული სისტემით, დარწმუნებული ვარ , რომ თანაგუნდელები დახმარებას აღმომიჩენე დაცვაში. და არა მარტო მე, არბელოას, ალბიოლსა და ლასს, როცა ისინი ამ პოზიციაზე აღმოჩნდებიან. ეს სისტემა დაფუძნებულია გუნდურობაზე და შეთამაშებულობაზე, სადაც დაცვაში თამაში უწევთ, როგორც ცენტრალურ ფეხბურთელებს, ასევე ნახევარცველებსაც.

როცა ფეხბურთელს მარტო ტოვებენ საკუთარ პოზიციაზე, მაშინ მოედანი ძალიან დიდი ჩანს?

ეს კლუბის შესაძლებლობაზე და იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ უყურებს ამას ფეხბურთელი. როცა შენ მთელი გუნდისგან გრძნობ მხარდაჭერას, მაშინ აუცილებლად მოახერხებ უფრო შორ მანძილზე გადაადგილებას მოედანზე, მაგრამ ამავდროულად მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ეს მხარდაჭერა, შენ მაინც უნდა დაუბრუნდე მცველის პოზიციას, პირველ რიგში ჩემი მთავარი მოვალეობა , რა თქმა უნდა დაცვაში თამაშია, მაგრამ ამავდროულად თუ შევძლებ ცენტრისკენ წაწევას ეს შესანიშნავი იქნებოდა.

თქვენ ხშირად გდებენ ბრალს იმაში, რომ არაფრად აგდებთ ტაქტიკურ მონახაზს და ხშირად ტოვებთ საკუთარ პოზიციას...

მე პატივისცემით ვეპყრობი ასეთ კრიტიკას, მაგრამ ამ დროს სრულ სიმშვიდესაც ვინარჩუნებ. ნებისმიერმა , ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ფეხბურთში იცის, რომ როცა მცველი წინ მიდის, მაშინ მისი პოზიცია უნდა დააზღვიოს ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომელიც შედარებით წინ თამაშობს. მწვრთნელის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მცველებმა შეძლონ წინ წაწევა, მაგრამ ამავდროულად დაცვის ხაზში ყოველთვის უნდა იყოს ოთხი კაცი, რომლებიც უკიდურეს შემთხვევაში შეძლებენ მეტოქესთან გამკლავებას.

ბარსელონასთან მატჩში (2:6) თქვენ შეგცვალათ მთავარმა მწვრთნელმა, ხოლო გულშემატკივრები კი გისტვენდნენ მიუხედავად იმისა, რომ გოლიც გაიტანეთ და საგოლო გადაცემაც გააკეთეთ, რას იტყოდით ამასთან დაკავშირებით?

არ მინდა წარსულში დაბრუნება. იმ დღეს ჩვენ ისე ვთამაშობდით, როგორც შეგვეძლო , მაგრამ ვერ გავამართლეთ მაყურებელთა იმედები. ვიცი, რომ ჩემდამი სტვენით გულიწყრომის გამოხატვა მთელ კლუბს ეხებოდა, მაგრამ ფეხბურთი იმითაა კარგი, რომ რევანშის აღება ყოველთვის შეგიძლია. ვნახოთ , რა იქნება, როცა ბარსელონას პირისპირ შევხვდებით.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თქვენ უფრო მეტი ყვითელი და წითელი ბარათები მიიღეთ, ვიდრე სხვა მადრიდისტებმა. რას ფიქრობთ, ხართ თუ არა ძალიან იმპულსური ფეხბურთელი?

ადამიანს არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც მასში არ ზის. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კანავარომ, მე და დიარამ მივიღეთ სხვებზე მეტი გაფრთხილებები, ვინაიდან თამაში მოითხოვდა ამას. ზოგჯერ ეს აუცილებელიც იყო, ვინაიდან აღგვეკვეთა მეტოქის მიერ ჩვენი კარის აღება. ამასთანავე მე ვისწავლე, როდისაა აუცილებელი მოქმედება და როდის აჯობებს თავის შეკავება. მე არ მაქვს იმის კომპლექსი, რომ როდისმე სხვებზე მეტი გაფრთხილებები მივიღე.

გრძნობთ თუ არა, რომ მსაჯებმა თქვენ "შავ სიაში" შეგიყვანეს და იმაზე ხშირად გაძლევენ გაფრთხილებებს , ვიდრე სხვა ფეხბურთელებს?

დიახ, დიახ. ვიმედოვნებ, რომ წელს ისინი უფრო დამდობნი იქნებიან ჩემ მიმართ, ხოლო მე კიდევ შევეცდები რამე ვისწავლო. იმის გამო, რომ ყოველ წელს ერთი და იგივე მსაჯები არიან, დიდი შანსია დაგიმახსოვრონ. როცა ვხედავ, რომ ყვითელ ბარათს მაძლევენ, მაშინ ამას მშვიდად ვღებულობ, მაგრამ ხშირია სიტუაციები, როცა გაფრთხილებას ისეთი სისულელის გამო მაძლევენ, რომელსაც ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს აპატიებდნენ.

დავუბრუნდეთ წარსულს, რამდენად სიმართლეა თითქოსდა რამონ კალდერონი თქვენ მილანში გადასვლას გთავაზობდათ?

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არა. მე ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია. ამასთანავე ეს წარსულია, ხოლო მე უპირატესობას მომავალში ყურებას ვანიჭებ.


მაგრამ ის არ უარყოფდა, რომ მილანი დაინტერესებული იყო თქვენთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმებით...

კარგით. მაშინ როცა ეს ინფორმაცია გაჩნდა, მე ვამბობდი: "მე მადრიდის რეალში ხუთი წელია, რაც ვთამაშობ, მაქვს იმის საშუალება, რომ კლუბთან კონტრაქტი გავახანგრძლივო და შესაბამისად არასდროს მიფიქრია სადმე სხვა კლუბში გადასვლაზე. თუ კლუბი მზად იქნება ჩემთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმებისთვის, მე მას დაუფიქრებლად მოვაწერ ხელს.."

არასდროს? მძიმე წუთებშიც არ გიფიქრიათ სხვა კლუბში გადასვლაზე?

არასდროს, უფრო მეტიც, როცა ჩემი კლუბთან განშორების დრო დადგება, მე დავტოვებ მადრიდის რეალს მთავარი გასასვლელიდან თავაწეული და არა უკნა გასასვლელიდან ისე, რომ გულში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩეს.


წყარო: Marca
dle 10.1

  • shvela
  • 26 სექტემბერი 2009
  • 1889
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)