გაფიცვა გრძელდება

ყველაფერი იმისკენ მიდის,რომ "ლა ლიგის" მეორე ტურიც გადაიდება...


ესპანეთში გაფიცვა გრძელდება.ფეხბურთელების დიდი ნაწილი თამაშზე უარს აცხადებს. "ლა ლიგის" ფედერაცია და ფეხბურთელთა კავშირი შეთანხმებას ვერ აღწევს და შესაბამისად ძალიან დიდი შანსია იმისა,რომ "პრიმერას" მეორე ტურიც გადაიდოს.

ორი მხარის წარმომადგენლები დღეს შეხვდებიან და სავარაუდოდ ყველა პრობლემურ საკითხს მოაგვარებენ. წინასწარი ინფორმაციით მათ უნდა დაადგინონ "პრიმერასა" და "სეგუნდას" დაწყების თარიღები. ასევე უნდა შეათანხმონ გადადებული ტურების თარიღებიც.

ლუის გილი - ფეხბურთელთა კავშირის პრეზიდენტი:

"პრობლემა უდიდესია. მესმის,რომ ხალხს ფეხბურთის ყურება უნდა, მაგრამ იმ ფეხბურთელებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ,რომლებიც ცუდ მდგომარეობაში არიან? ძალიან მინდა,რომ ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, მაგრამ შექმნილი სიტუაცია ამის საშუალებას არ მაძლევს. გაფიცვა გაგრძელდება, სანამ რამეზე არ შევთანხმდებით. ფედერაციიდან ახალი წინადადება მივიღეთ, ახლა მას განვიხილავთ და ვნახოთ რა იქნება..."

ლუის ასტიზარანი - "ლა ლიგის" ფედერაციის პრეზიდენტი:

"ძალიან ცუდია,რომ გაფიცვა გრძელდება. ახლა მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ და რამდენიმე წინადადება წარვუდგინეთ მათ. ჩვენ ვაჩვენეთ,რომ შეთანხმების მიღწევა გვინდა, ახლა ჯერ იმათზეა..."


შეგახსენებთ,რომ "პრიმერას" პირველი ტური გადაიდო. სავარაუდოდ იგი 28-29 დეკემბერს ჩატარდება. ჯერ მეორე ტურის თარიღი უცნობია..
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (250)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)