Goal.Com 50! - კრიშტიანო რონალდო - 2

პოპულარული სპორტული გამოცემა goal.com რამდენიმე კვირის განმავლობაში ავლენდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ორმოცდაათეულს გასული სეზონის მიხედვით. უკვე ცნობილი გახდა პირველი ადგილის მფლობელი. როგორც მოსალოდნელი იყო ლიონელ მესიმ გაიმარჯვა,ხოლო მეორე ადგილი კრიშტიანო რონალდომ დაიკავა. მე გთავაზობდით იმ მადრიდისტებს პროფილებს,რომლებიც ამ სიაში შევიდნენ: ხაბი ალონსო(49), რაული(44), იკერ კასილასი(40), მარსელო(39), ანხელ დი მარია(36), ნური შაჰინი(14) და მესუთ ოზილი(8). დღეს ბოლო პროფილს გთავაზობთ და როგორც მიხვდით სტატიაში კრიშტიანო რონალდოზე ვისაუბრებთ...


კარგი პასი, სისწრაფე, სიზუსტე, სიძლიერე - ამ კომპონენტებიდან თანამედროვე ფეხბურთელს რომელიმე მაინც უნდა ქონდეს. კრიშტიანო რონალდოს კი ყველა მათგანი გააჩნია. იგი მადრიდის "რეალში" დღითიდღე უმატებს. პორტუგალიელმა თავისი კარგი თამაშითა და გატანილი გოლებით იმდენი შეძლო,რომ "ლა ლიგის" თითქმის ყველა რეკორდი დაამხო და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამ გათამაშებისა.

Goal.Com 50! - კრიშტიანო რონალდო - 2


რა შეიძლება ითქვას რონალდოს შესახებ გასული სეზონის მიხედვით? "რეალი" ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა, "მერენგებმა" ორი მნიშნელოვანი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა და "ლა ლიგა" მოსისხლე მტერთან დათმო.მაგრამ...

რონალდო მთელი სეზონის განმავლობაში გამოირჩეოდა შესანიშნავი თამაშით. იგი გოლს გოლზე იტანდა. კრიშტიანოსა და ლიონელს სექტემბრიდან ივნისამდე ბრძოლა ქონდათ გამართული "პიჩიჩისთვის", საბოლოო გამარჯვება პორტუგალიელს დარჩა. მან 41 გოლის გატან მოახერხა "ლა ლიგის" 38 ტურში. ამით მან დაამხო ტელმო ზარასა და ლეგენდარული მადრიდისტა უგო სანჩესის რეკორდი. ბევრი თვლიდა,რომ რონიმ 40 გოლი გაიტანა, რატომღაც არ უთვლიდნენ მას გასულ სექტემბერს "სოსიადადის" კარში გატანილ გოლს, მაგრამ "მარკამ", რომელიც ბომბარდირს ავლენს, პორტუგალიელს ის გოლი ჩაუთვალა.

Goal.Com 50! - კრიშტიანო რონალდო - 2

კრიშტიანო რონალდომ აღნიშნულ სეზონში მოიგო ევროპის ოქროს ბუცი მეორედ და ის ერთადერთი ფეხბურთელია,რომელსაც ეს ჯილდო ორ სხვადასხვა კლუბში აქვს მიღებული. "ლა ლიგის" ბოლო ტურებში მესისა და რონალდოს შორის დიდი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა. ხან ერთი ფეხბურთელი უსწრებდა, ხან მეორე. საბოლოოდ რონალდომ სასწაული მოახდინა და "ლა ლიგის" ბოლო 4 მატჩში 11 გოლი გაიტანა და "პიჩიჩიც" მოიგო. სეზონის განმავლობაში რონალდომ ორი პოკერი შემოგვთავაზა - "სევილიასთან" და "რასინგთან", ხოლო "ხეტაფესთან", "ატლეტიკთან" და "მალაგასთან" ჰეტ-ტრიკი შეასრულა. საბოლოო ჯამში ყველა ტურნირის მასშტაბით 54 მატჩში 53 გოლი დაუგროვდა - ეს გასაოცარი შედეგია იმ ფეხბურთელისთვის,რომელიც არა ცენტრალურ თავდამსხმელად, არამედ მარცხენა ფლანგის შემტევად გვევლინება....

მართალია რონალდო შესანიშნავად ატარებდა ყველა მატჩს, მაგრამ მას მაინც განუწყვეტლივ აკრიტიკებდნენ "ბარსელონასთან" არც თუ ისე კარგი თამაშის გამო. "კოპა დელ რეის" ფინალში კიდევ ერთი "კლასიკო" შედგა და მატჩის დამატებით დროში სწორედ პორტუგალიელის შესანიშნავმა გოლმა გაამარჯვებინა "ბლანკოსს". გოლის შემდეგ მან ყველასთვის ცნობილი ჟესტით "გააჩუმა" ყველა მისი მომჩივანი და აუგის მთქმელი. ბოლო სამ წელიწადში "ბარსას" შანსი ჰქონდა მეორე ტრიპლეტის მოგებისა,მაგრამ სწორედ რონიმ შეუშალა ხელი მათ ამის განხორციელებაში.

მაგრამ ეს არ იყო ის მედალი, რომელიც რონალდოს აკმაყოფილებს. წინ 2011-2012 წლების სეზონია. "რეალმა" აშკარად მოუმატა და წინა წელთან შედარებით გაცილებით უკეთ გამოიყურება. მადრიდელებს დიდი გეგმები აქვთ.ახლა ალბათ რონალდო ყველაზე ახლოსაა "რეალში" პირველი სერიოზული ტიტულის მოგებასთან.

"საბოლოოდ რონალდომ 54 გოლის გატანა მოახერხა ერთ სეზონში. ეს მართლაც რომ გასაოცარი შედეგია. პორტუგალიელი კვლავაც წარმატებულად განაგრძობს მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ელვისებურად შეჭრას."


მისთვის მიზანი არ იცვლება: გაიტანოს რაც შეიძლება მეტი გოლი მომავალ სეზონშიც და "რეალს" წარმატება მოუპოვოს. პორტუგალიელი თავადაც აღნიშნავს,რომ "რეალი" სწორედ ახლაა ყველაზე ახლოს ტიტულების მოგებასთან....


Goal.com 50!


50)ვინსენტ კომპანი(მანჩესტერ სიტი)
49)ხაბი ალონსო(რეალი)
48)მარიო გიოთზე(დორტმუნდი)
47)ლუკას ბარიოში(დორტმუნდი)
46)ვიქტორ ვალდესი(ბარსელონა)
45)ცესკ ფაბრეგასი(არსენალი-ბარსელონა)
44)რაული(შალკე)
43)ჟერვინიო(ლილი-არსენალი)
42)მატს ჰუმელსი(დორტმუნდი)
41)იაია ტურე(მანჩესტერ სიტი)
40)იკერ კასილასი(რეალი)
39)მარსელო(რეალი)
38)სამირ ნასრი(არსენალი)
37)კარლეს პუიოლი(ბარსელონა)
36)ანხელ დი მარია(რეალი)
35)ხავიერ პასტორე(პალერმო-პსჟ)
34)რაიან გიგზი(მანჩესტერი)
33)ედენ ჰაზარდი(ლილი)
32)ჯეკ უილშირი(არსენალი)
31)მარიო გომესი(ბაიერნი)
30)ნეიმარი(სანტოსი)
29)სერხიო ბუსკეცი(ბარსელონა)
28)ვესლი სნეიდერი(ინტერი)
27)ლუკა მოდრიჩი(ტოტენჰემი)
26)კუნ აგუერო(ატლეტიკო-მანჩესტერ სიტი)
25)ანტონიო დი ნატალე(უდინეზე)
24)ჯუზეპე როსი(ვილეარეალი)
23)ჰალკი(პორტუ)
22)დავიდ ვილა(ბარსელონა)
21)ზლატან იბრაგიმოვიჩი(მილანი)
20)დანი ალვეში(ბარსელონა)
19)გარეთ ბეილი(ტოტენემი)
18)ტიაგო სილვა(მილანი)
17)უეინ რუნი(მანჩესტერი)
16)მანუელ ნოიერი(შალკე-ბაიერნი)
15)სამუელ ეტო'ო(ინტერი)
14)ნური შაჰინი(დორტმუნდი-რეალი)
13)ხერარდ პიკე(ბარსელონა)
12)ლუის სუარესი(აიაქსი-ლივერპული)
11)კარლოს ტევესი(მანჩესტერ სიტი)
10)ხავიერ ერნანდესი(ჩიჩარიტო)(მანჩესტერი)
9)ედისონ კავანი(ნაპოლი)
8)მესუთ ოზილი(რეალი)
7)ალექსის სანჩესი(უდინეზე-ბარსელონა)
6)ნემანია ვიდიჩი(მანჩესტერი)
5)რადამელ ფალკაო(პორტუ-ატლეტიკო)
4)ანდრეს ინიესტა(ბარსელონა)
3)ხავი(ბარსელონა)
2)კრიშტიანო რონალდო(რეალი)
1)ლიონელ მესი(ბარსელონა)




სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (153)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)