რაული:"მე "შალკეში" ვრჩები"

"ელ კაპიტანომ" დღეს "მაინცთან" მატჩის შემდგომ განაცხადა,რომ ის კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს "შალკეში" დარჩენას...


როგორც იცით, რაულს "შალკესთან" კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. ამ ზაფხულზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, თითქოსდა "ელ კაპიტანო" "04"-ს დატოვებდა. მისი შეძენით "ბლექბერნი" და "მალაგა" იყვნენ დაინტერესებულნი. მაგრამ დღეს რაულმა ყოველგვარ ეჭვს მოუღო ბოლო. მან მტკიცედ განაცხადა,რომ არსად არ აპირებს წასვლას.

"მე ნამდვილად ვრჩები "შალკეში" კონტრაქტის ამოწურვამდე. უკვე მეასეჯერ ვიმეორებ,რომ აქ თავს ისე ვგრძნობ,როგორც საკუთარ სახლში. ჩემი ურთიერთობა გულშემატკივრებთან არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია."

"ჩემი მომავალი გარკვეული და სულაც არ ვდარდობ. მე თავს ბედნიერად ვგრძნოდ. მყავს მეუღლე, შვილები, რომლებიც უკვე შეეგუენ გელზენკიხენში ცხოვრებას. ვამაყობ,რომ "ბუნდესლიგაში" ვთამაშობ."

რაულის სიტყვები "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმაც დაადასტურა..

დღეს "შალკე" "ბუნდესლიგის" მესამე ტურში "მაინცს" ესტუმრა. რაულის გუნდი პირველ ტაიმში 2-0 დამარცხდა ისე,რომ გელზენკიხენელებს კარის მიმართულებითაც კი არ დაურტყამთ. მეორე ტაიმში კი ყველაფერი შეიცვალა. "04"-მა 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა, აქტივში 3 ქულა ჩაიწერა და ლიდერებს შეურთდა. რაულმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)