რელანო: "რეალი რონალდუზეა დამოკიდებული"

პორტუგალიელი ვინგერის გოლები მართლაც რომ გადამწყვეტია მადრიდის რეალისთვის, მან ვილიარეალთან მატჩში გაიტანა თავისი მეხუთე გოლი ლა ლიგაში და მეშვიდე ოფიციალური მადრიდის რეალის რიგებში.


"ჩვენს წინაშე ექსტრაორდინალური პიროვნებაა, მისი სწრაფი გოლები გვახსენებს დი სტეფანოს სიტყვებს: "პირველ წუთებზე გატანილი 1 გოლი, მთელი მატჩის განმავლობაში სამ გატანილს უდრის." მართლაც პირველ გოლზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, და თუ მას სწრაფადვე გაიტანს გუნდი, მთელ თამაშს თავისი ნებით წარმართავს."

"მოდით ვნახოთ რეალი? მიუხედავად იმისა, რომ მადრიდული გრანდი ხშირად დიდი ანგარიშით იგებს მას მე მოედანზე ვერ ვხედავ. შარშანდელისგან ბლანკოსი დიდად არ განსხავდება. მაშინ რა ყოფილა რეალი? ეს არის გუნდი, რომელშიც პერესმა თავი მოუყარა უამრავ ვარსკვლავს, მათ ცენტრში კი დგანან რონალდო - თავისი შესანიშნავი გოლებით და ბრწყინვალე კაკა. მაგრამ რასაც ქვია გუნდი ის მოედანზე არ არის. ჯერ მხოლოდ სექტემბერია და პელეგრინიმ უკვე ათამაშა ყველა ფეხბურთელი, რომელიც მადრიდის რეალის შემადგენლობაშიც ირიცხება, დუდეკის გარდა."

"მადრიდის რეალი კვირაში ორჯერ მართავს შეხვედრას და გამარჯვებული ტოვებს სტადიონის ფარგლებს. იგივეს აკეთებს ბარსელონაც, თუმცა მათ ყველაფერი უკეთესად გამოსდით. განსხვავებაა თამაშის ხარისხს შორისაც: კატალონიელები მთელ მატჩს ერთ რიტმში ატარებენ და თამაშის "წესებსაც" ისინი ადგენენ. რეალს კი არ შესწევს იმის უნარი, რომ აკონტროლოს მატჩი. ის გამრჯვებები, რომელიც რეალმა სეზონის სტარტზე მოიპოვა, მის ვარსკვლავურ შემადგენლობას უნდა დავაბრალოთ. წარმოიშვა კიდევ ერთი კითხვა: როდის დადგება გუნდი ამ ფეხბურთელებისგან?"

ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

  • SunSay
  • 26 სექტემბერი 2009
  • 8106
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)