ბენზემა - მოურინიოს რჩეული

ჟოზე მოურინიომ წინასასეზონო მატჩებში ყველაზე მეტ ხანს ქარიმ ბენზემა ათამაშა...


ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ქარიმ ბენზემა წუთობრივად ყველაზე დიდხანს ითამაშებდა წინასასეზონო მომზადებისას. ფრანგმა 619 წუთის განმავლობაში ითამაშა,რომელიც საუკეთესო შედეგია. ეს კი მან 9 შეხვედრაში მოასწრო. მას საგრძნობლად ჩამორჩებიან რონალდო, ოზილი და კოენტრაო.

მადრიდის "რეალის" ცხრიანმა წინასასეზონო მომზადება ბრწყინვალედ დაიწყო. იგი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 9 გატანილი გოლითა და 6 საგოლე გადაცემით. მას შემდეგ,რაც ქარიმმა ბერლინის "ჰერტასთან" დუბლი გაიფრომა, ჟოზე მოურინიომ მასზე შემდეგი განცხადება გააკეთა:"ბენზემა ძალიან კარგად თამაშობს. მე ამას არ მოველოდი. მეორე სეზონი მას ბევრად უკეთესი აქვს, ვიდრე პირველი."

საშუალოდ ბენზემა თითო მატჩში 77 წუთს ატარებს მოედანზე. საბოლოოდ მას 619 წუთი დაუგროვდა. წინა წლის მომზადებისას კი მხოლოდ 209 წუთი ჰქონდა.

ბენზემა - მოურინიოს რჩეული


ახალწვეულებიდან ჟოზე მოურინიო ყველაზე ხშირად ფაბიო კოენტრაოს ათამაშებს. პორტუგალიელმა 549 წუთი დაჰყო მოედანზე. რაც შეეხება კალეხონსა და ვარანეს, მათ შესაბამისად 436 და 419 წუთი ითამაშეს.

კანტერანოებიდან კი ჟოზე მოურინიო ყველაზე დიდ ნდობას ნაჩოს უცხადებს. ახლაგაზრდა "კასტილიელმა" მოედანზე 213 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია,რომ მისი თანატოლები მას საგრძნობლად ჩამორჩებიან.

ბენზემა - მოურინიოს რჩეული
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)