კაკას აკრიტიკებენ

ესპანეთში დიდი აურზაურია ატეხილი კაკას თამაშთან დაკავშირებით, იგი ვერ გამოიყურება ისე როგორც საჭიროა, შესაძლოა ეს იმის ბრალია, რომ სეზონი ახალი დაწყებულია , ესპანელ კრიტიკოსებს მიზეზები ნამდვილად არ აინტერესებთ და ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი წნეხის ქვეშ ჰყავთ მოქცეული.


მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ რეალმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში უკვე 4 მატჩის ჩატარება მოასწრო, რიკარდომ უკლებლივ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის მიმართ მიდის დიდი აგრესია, როდესაც კაკა მიიღებს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ, ხანდახან ზედმეტად მეტ ყურადღებასაც კი.

ლა ლიგის გათამაშებაში მონაწილე გუნდებიდან არცერთი არ არის განსაკუთრებით უხეშად ცნობილი მაგრამ აშკარაა, რომ ,,ბლანკოსის" ყველა მეტოქე ძალიან ხშირად არღვევს თამაშის წესებს, ამას სტატისტიკაც მოწმობს. რაც პრიმერა დაიწყო, მას შემდეგ ყველაზე მეტჯერ თამაშის წესი სწორედ რიკარდოსთან უხეშობისას დაარღვიეს მოწინააღმდეგეებმა, ეს იმიტომ ხდება, რომ სხვაგვარად ბრაზილიელის გაჩერება ძალიან რთული საქმეა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ნახევარმცველს მაინც ძალიან აკრიტიკებენ, კრიტიკოსთა აზრით კაკას მეტი სარგებელის მოტანა შეუძლია სამეფო კლუბისთვის, ის უფრო ეფექტური უნდა იყოს.

თავად ფეხბურთელი ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და აქტიურად ემზადება მომავალი მატჩებისთვის.
dle 10.1

  • Hala
  • 25 სექტემბერი 2009
  • 3580
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)