Real VS Barcelona, რატომ სძულთ მათ ერთმანეთი, ყველაფრის დასაწყისი...

პლანეტის ერთ–ერთ სანახაობრივ და საინტერესო მატჩად არის მიჩნეული ელ კლასიკო. იშვიათად, თუ 2 – ზე მეტჯერ შეხვდნენ ''რეალი'' და ''ბარსა'' ერთმანეთს სეზონში.(წინა და წლევანდელი სეზონების გამოკლებით). ამ შეხვედრას კი მთელი მსოფლიო ერთნაირი ინტერესით ელოდება.

საიდან დაიწყო მათ შორის ურთიერთობის გაუარესება და მტრობა?
ყველაფრის დასაწყისი...

Real Madrid
VS Barcelona


გადავინაცვლოდ წარსულში (1902–1916) წლებში. ამ პერიოდში ამ ორ კლუბს შორის საკმაოდ თბილი და მეგობრული ურთიერთობა სუფევდა. მაშინ არ არსებოდა ლა ლიგა , ამიტომაც ისინი ერთმანეთს სათასო შეხვედრებზე ხვდებოდნენ, ან ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ. მაშინდელი ''რეალის'' მოსიხლე მტერი იყო მადრიდის ''ატლეტიკო'', ხოლო ''ბარსასი'' – ''ესპანიოლი''

ისმის კითხვა, რა გახდა ასეთი დაპირისპირების მიზეზი ?
ყველაფერი დაიწყო 1916 წელს, როცა ისინი ესპანეთის თასის ნახევარფინალში ხვდებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ დროს იწყება სამარადისო მტრობა...

ყველაფერი 1916 წელს დაიწყო


დიახ, ყველაფერი 1916 წელს დაიწყო. ესპანეთის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ესპანეთის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდა ერთმანეთს. მატჩი ორ ეტაპად იმართებოდა, იგივე პრინციპით, რაც დღეს. შინ და სტუმრად. განსხვავება ის იყო, რომ სტუმრად გატანილ გოლს არ ენიჭებოდა უპირატესობა. დღევანდელობასთან რომ შევადაროთ არსებობდა tiebreak – ის პრინციპი, რაც გულისხმობდა შემდეგს : თუ ერთი გუნდი სახლში მოიგებდა თამაშს და შემდეგ სტუმრად წააგებდა, ინიშნებოდა გადათამაშება. მატჩი კი გაიმართებოდა იმის მოედანზე, ვისაც უკეთესი ბურთების შეფარდება ჰქონდა.


Real VS Barcelona, რატომ სძულთ მათ ერთმანეთი, ყველაფრის დასაწყისი...



სწორედ ეს მოხდა ჩვენს შემთხვევაში. პირველი მატჩი გაიმართა კატალონიაში სადაც მასპინძლებმა 2–1 იმარჯვეს. საპირისპიროში კი 1–4 დათმეს. გადათამაშება გაიმართა სანტიაგო ბერნაბეუზე. სტადიონზე არნახული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. გულშემატკივარი გაბადრული ადევნებდა თვალს მატჩის მსვლელობას. თამაში საოცრად წარიმართა და 4–4 მორჩა. რეფერიმ დანიშნა პენალტების სერია, სადაც სამეფო კლუბმა იმარჯვა. ''სანტიაგო ბერნაბეუ'' ზეიმობდა, სრულიად კატალონია კი შოკში იყო. მათი განცხადებით, ''რეალმა'' არასამართლიანად მოიგო, მსაჯის დახმარებით.

სწორედ ამით დაიწყო ყველაფერი. ფეხბურთელებმა და ხელძღვანელობამ შეიზიზღეს ერთმანეთი. მეგობრული ურთიერთობა მტრობამ შეცვალა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ჩაქოლილი ავტობუსი


ფინალში ''რეალი'' ''ატლეტიკოს'' დაუპირისპირდა და 0–4 წააგო. ფეხბურთელები ავტობუსისკენ გაემართნენ,რათა შინ გამგზავრებულიყვნენ და რა სურათი დახვდათ. გამწარებული კატალონიელი გულშემატკივრები ქვებს ესროდნენ ავტობუსს. ისინი ამით აპროტესტებდნენ უსამართლობას. დაცვის დახმარებით, ფეხბურთელებმა ძლივს გააღწიეს შემთხვევის ადგილიდან.
Real VS Barcelona, რატომ სძულთ მათ ერთმანეთი, ყველაფრის დასაწყისი...




სწორედ 1916 წლიდან იღებს ასეთი მტრობა სათავეს. კლუბებს შორის დაპირისპირება ხალხის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც დღემდე გრძელდება. შარშანდელ სეზონში ვითარების დაძაბვამ პიკს მიაღწია. ერთი ქვეყნის ფეხბურთელები მზად იყვნენ ერთმანეთის დასახოცად.

იმედია ოდესმე შეიცვლება ''რეალსა'' და ''ბარსას'' შორის ურთიერთობა და ისევ დათბება. კლუბებს შორის დაძაბულობა გულშემატკივარზეც აისახება და არამარტო ესპანეთში, არამედ საქართველოშიც, რაც ძალზედ ცუდია... dle 10.1

  • Stifler
  • 13 აგვისტო 2011
  • 4582
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)