ვარანე:"პირველ დღეს აეროპორტში 70 ჟურნალისტი დამხვდა..."

მადრიდის "რეალის" ახალბედა ცენტრალური მცველი, რაფაელ ვარანე საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებიდან დაბრუნდა. სამშობლოდან დაბრუნებული მადრიდისტა ესპანელ ჟურნალისტებს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ იგი მადრიდში ყოფნით უზომოდ ბედნიერია. მისივე თქმით, საკუთარი თავის რეალიზებაში და ახალ გუნდთან ადაპტირებაში დიდ როლს ასრულებს ზინედინ ზიდანი, რომლის თაოსნობითაც შედგა ვარანეს ტრანსფერი მადრიდში.


- რომელი უფრო გაგიჭირდათ: მადრიდში გადმობარგება, თუ ბაკალავრის სტატუსის მოპოვება ეკონომიკაში?

- (იცინის) ალბათ უფრო რთული გახლდათ მადრიდში გადმოსვლა, რადგან ამ გუნდში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს, შესაბამისად კონკურენცია გაცილებით დიდია. ასე არ არის?

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც შეიტყვეთ, რომ თქვენით მადრიდის "რეალი" ინტერესდებოდა?

- ასეთი რეაქცია მქონდა: WoW! სერიოზულად? რაშია საქმე? ეს რომელი პროექტის ნაწილია?

- თქვენდამი ინტერესს "პსჟ" და "იუნაიტედიც" გამოხატავდნენ...


- დიახ, მართლაც იყო დაინტერესება მანჩესტერიდან, მაგრამ მადრიდის "რეალმა" ყველაფერი ძალიან სწრაფად მოაგვარა. პარიზსა და მადრიდის შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი.

- და თქვენ მადრიდი აირჩიეთ...

- არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია, რადგან "პსჟ"-ს მწვრთნელი იყო ახალი აქციონერი, რომელსაც ჩემი გადაბირება სურდა. ჩემთვის გაუგებარი იყო მომავალში რა მელოდა, ეს ყველაფერი ბურუსით იყო მოცული და შესაბამისად მათ წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია.

- თქვენს ტრანსფერში მთავარი როლი ჟოზე მოურინიომ ითამაშა?

- მანამ ხელშეკრულებას გავაფორმებდი, მე მოურინიოს შევხვდი. მან უბრალოდ მითხრა, რომ მე მადრიდში ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ვიბრძოლებდი და არენდით სხვა გუნდში არ გამიშვებდნენ. ის საკმაოდ დამაჯერებლად მესაუბრებოდა. სიმართლე კი ის არის, რომ, როდესაც ჟოზე ასეთ წინადადებას გთავაზობს, შენ დარწმუნებული ხარ, რომ სწორ ნაბიჯს დგამ.

- ხომ არ გიფიქრიათ, რომ საფრანგეთის პირველ ლიგაში ჩატარებული 23 მატჩი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ შენ მადრიდის "რეალში" კონკურენციას გაუძლო?

- დიახ, მაგრამ მე ეს სიტუაცია ძალიან მომწონს. მე მსიამოვნებს აქ ყოფნა, სწავლა, წარმატება და წინსვლა. ვფიქრობ ეს ჯადოსნური თავგადასავალი იქნება.

- ამდენი ვარსკვლავის გარემოცვაში თქვენს ყოფნას, მედიის წარმომადგენლები ეჭვის თვალით უყურებენ...


- ვიცოდი, რომ მადრიდში გადმოსვლით მე ახალი ცხოვრება დავიწყე, მაგრამ მე ამ ყველაფრის არ შემშინებია. ეს ახალი გამოწვევაა, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე ჩვეულებრივი ადამიანისთვის.

- იმ დროს აცნობიერებდით, რა მასშტაბის გადაწყვეტილება მიიღეთ?

- ალბათ მთლიანად ვერ გავაცნობიერე. როდესაც აეროპორტში მივედი, მითხრეს, რომ მადრიდში რამოდენიმე ჟურნალისტი დამხვდებოდა და არ მენერვიულა. ჩამოვფრინდი და 60-70 რეპორტიორი დამხვდა... მაშინ ვუთხარი ჩემს თავს:"კარგი, ახლა კი ვიცი, სად მოვხვდი" - მე მადრიდის "რეალში" ვარ.

- როგორი იყო თქვენი პირველი ვარჯიში კრიშტიანო რონალდოსთან, კასილასთან, ან ბენზემასთან ერთად?

- როდესაც მოედანზე გავდივარ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგას ჩემს პირისპირ, თუნდაც ეს ოქროს ბურთის მფლობელი იყოს. მიუხედავად ამისა, მე აღფრთოვანებული ვარ მათი მომზადების ტექნოლოგიით.

- თქვენ ესპანეთში უკვე იეროთი მოგიხსენიებენ...

- ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ნაადრევია ასეთი დასკვნების გაკეთება. წარმოიდგინეთ, მე მხოლოდ 18 წლის ვარ, ვთამაშობ მადრიდის "რეალში" და უკვე იეროდ მომნათლეს... ის ლეგენდაა, მე კი ჯერ-ჯერობით რიგითი მადრიდისტა ვარ. ისინი საუბრობენ ჩემზე, როგორც დიდ ფეხბურთელზე... ძალიან ბედნიერი ვარ. (იცინის)

- რა მიზანს ისახავთ ამ სეზონში?

- მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დავყო მოედანზე, ვპროგრესირებდე გამუდმებით, მაგრამ მე არ ვჩქარობ. კარგად მესმის, რომ რთულია ადაპტაციის გავლა.

- თქვენ საკმაოდ ბევრი დრო დაჰყავით მოედანზე ამხანაგურ შეხვედრებში, რომლებიც ჩინეთში ჩატარდა...

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდში ჩემი ადაპტირებისთვის. ამ მატჩებში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ადაპტაციის გავლა მადრიდში, არ არის იგივე, რაც "ლენსში". (იცინის)

- მოურინიოსთან ურთიერთობთ?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ენობრივი ბარიერი, მე მასთან გარკვეული კონტაქტი მაქვს.

- როგორ იქცევა იგი თქვენთან?

- ფაქტობრივად ყველაფერი ისეა, როგორც მითხრეს. ჟოზე ჩემთან ისე იქცევა, როგორც რამოსთან, ან კარვალიოსთან, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ზიდანს ესაუბრეთ?

- დიახ, მე მასთან საკმაოდ ხშირად ვსაუბრობ, ის ძალიან ბევრ რჩევას მაძლევს და მეხმარება გუნდთან ინტეგრირებაში. მან მითხრა:"ის, რომ შენ ლენსიდან - მადრიდის რეალში მოხვდი, არ ნიშნავს იმას, რომ უკანა პლანზე მოგიწევს ყოფნა".


სტატია მომზადებულია As.Com-ზე დაყრდნობით.
dle 10.1

  • kevlisha
  • 12 აგვისტო 2011
  • 1761

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)