სამი ტენორი, ბენზემა, ოზილი და CR7

ოზილი, ბენზემა და კრიშტიანო რონალდო არიან ფეხბურთელები, რომლებიც ''რეალის'' შემტევ პოტენციალს განაპირობებენ. ეს სამი ფეხბურთელი იყო ყველაზე გამორჩეული წინასასეზონო მოზადებისას და ამ სამ ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ 14–ში ''ბარსას'' წინააღმდეგ.


მადრიდის ''რეალში'' ამდროისათვის სერიოზული შემტევი არტილერია ირიცხება, ეს იმის მიუხედავად, რომ გუნდმა აგუერო, ნეიმარი და ადებაიორი არ შეიძინა.
როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ გუშინდელი პრესკონფერენციის შემდეგ, რეალის პორტუგალიელმა მენეჯერმა განაცხადა, რომ მას აღარავინ სჭირდება და არსებული შემადგენლობით ეცდება ფონს გასვლას.

როგორც ჩანს, ჟოზე კმაყოფილია საკუთარი შემადგენლობით. ბენზემამ ტურნეზე 8 გოლის გატანა შეძლო, რონალდომ 7, ოზილმა კი 2 , ამას გარდა, თანაგუნდელებს არაერთი გოლი გაატანინა. გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ თითოუელ მათგანს მოედანზე დაახლოებით, ერთი ტაიმი უწევდა ყოფნა.

დღევანდელი სამეფო კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ ამ სამი ფეხბურთელით განისაზღვრება. ბენზემა ძალიან შეთამაშდა ოზილთან და რონალდოსთან და ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელიც კი არის. ''ის ჩემი მეგობარია, მოედანზეც და მის ფარგლეფს გარეთაც, მე მასთან შესანიშნავად ვგრძნობ თავს.''– განაცხადა ფრანგმა პორტუგალიელზე.

ჟოზე მოურინიოს ''სამკაპი'' მთავარი განმაპირობებელი უნდა გახდეს წარმატებისა ახალ სეზონში. მისი პირველი ტესტი კი 14 აგვისტოს შედგება. რასაკვირველია, ჟოზე ყველა კოზირს არ გამოიყენებს და პეპს თავს არ გააშიფრინებს.
მესამე სეზონს ატარებენ გუნდში ბენზემა და რონალდო, ფრანგი კი ასეთ კარგ ფორმაში ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება, ოზილს იგი არნახული სტაბილურობით გამოირჩევა და წელს უკეთ შეეცდება საკუთარი ძალების დამტკიცებას. ამხანაგურ მატჩებში გამოჩნდა, რომ ოზილს სისწრაფე და ტექნიკა მომატებული აქვს.




ბენზემა, ოზილი და CR7 გახდება მთავარი დამრტყმელი ძალა ამ სეზონში






მომზადდა as.com –ზე არსებული სტატიის მიხედვით
dle 10.1

  • Neymmar
  • 8 აგვისტო 2011
  • 3379

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)