News, News, News...

ახალი ამბები "ბლანკოსების" შესახებ.


გთავაზობთ ერთ სტატიაში თავმოყრილ ახალ ამბებს, რომელიც "მადრიდის რეალსა" და მის ფეხბურთელებს უკავშირდება.

1. ვან დერ საარი: "რონალდუს სულ პირველობა სურდა"


ლეგენდარული ჰოლანდიელი გოლკიპერი, რომელმაც ბუცები ლურსმანზე რამოდენიმე კვირის წინ დაკიდა, სიამოვნებით იხსენებს იმ პერიოდს, რომელიც მან "წითელ ეშმაკებში" კრიშტიანო რონალდუსთან ერთად გაატარა:

ოთხი წლის მანძილზე ვან დერ საარი და რონალდუ ერთად იცავდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას, შესაბამისად არცაა გასაკვირი , რომ გოლკიპერი ამ პერიოდს სიამოვნებით იხსენებს: "კრიშტიანო მუდამ ამბობდა, რომ მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სურდა."

ვან დერ საარი თვლის, რომ ახალ ათასწლეულში "მანჩესტერის" წარმატების განმაპირობებელი ფიგურა სწორედ კრიშტიანო რონალდუ იყო: "კრიშტიანო ძალზედ მნჲშვნელოვან როლს თამაშობდა ჩვენს წარმატებებში. ის მირბოდა და მირბოდა ბურთთან ერთად, ძალიან ამბიციური იყო"-აცხადებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი.


2. რაულ ალბიოლი: "მე არსად წასვლას არ ვაპირებ"


"მადრიდის რეალის" მცველ რაულ ალბიოლს არ სურს კლუბის დატოვება და მითუმეტეს არ სურს, რომ რომელიმე ფეხბურთელის შეძენისას ის გამოიყენონ (საუბარია ემანუელ ადებაიორის "მანჩესტერ სიტიდან" გადმოყვანაზე)

"არაფერი ამ ტრანსფერის შესახებ არ მსმენია.კლუბში ამასთან დაკავშირებით არავინ არ დამლაპარაკებია. რაც არ უნდა იყოს, არ მინდა "მადრიდის რეალის" დატოვება. მინდა, რომ ახალ სეზონში საკუთარ კლუბს დავეხმარო."-განაცხადა ალბიოლმა Cadena Ser-ის რადიოეთერში.


3. "რეალი" სუპერთასისთვის მომზადებას ოთხშაბათს დაიწყებს.


დღეს "მადრიდის რეალი" მადრიდში დაბრუნდა. ფეხბურთელების ნაწილი საკუთარ ეროვნულ ნაკრებებს შეუერთდებიან, ხოლო მათ, ვინც არ იქნენ გამოძახებულნი ეძლევათ საშუალება ოთხშაბათ შუადღემდე დაისვენონ.

10 აგვისტოს ჟოზე მოურინიოს დაგეგმილი აქვს საწვრთნელი ვარჯიში, რომელიც მოემსახურება 14 აგვისტოს სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებას. შეგახსენებთ, რომ ამ დღეს "მადრიდის რეალი" ესპანეთის სუპერ თასის ფარგლებში დაუპირისპირდება "კატალონიის ბარსელონას". განმეორებითი შეხვედრა კი 18 აგვისტოს გაიმართება.


4. ნეიმარი "მადრიდის რეალში" ზამთარში გადმოვა.


გამომცემლობა Marca ირწმუნება, რომ "სანტოსისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი "მადრიდის რეალს" ზამთრის სატრანსფერი ბაზრისას შეუერთდება.

როგორც ესპანური გამომცემლობა იტყობინება, შეთანხმება, რომლის მიხედვითად 19 წლის ფორვარდი "სამეფო კლუბს" მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეუერთდება, მომდევნო კვირას დაიდება. თავად ეს ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ნეიმარის ამჟამინდელი კლუბი "სანტოსი" გა გაიმართენა 8-დან 18 დეკემბრის ჩათვლით. 20 დეკემბერს კი ფეხბურთელი უკვე მადრიდში იქნება.


5. ბეილი "რეალში" - დიარა "ტოტენჰემში"


ესპანური გამომცემლები იუწყებიან, რომ ლასანა დიარა "ტოტენჰემში" გადავა. როგორც AS-ი იტყობინება, "ტოტენჰემი" მზადაა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მლნ. ევრო გადაიხადოს. ამავდროულად Marca ავრცელებს კიდევ დამატებით ინფორმაციას ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. მისი ცნობით, "ბლანკოსები" ცდილობენ საკუთარ რიგებში გადმოიყვანონ "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი , მის სანაცვლოს ისინი ლასანა დიარას და 15 მლნ. ევროს ჩამოსვლაზე თანახმანი არიან.


6. კანალესი: "იმედგაცრუებული სულაც არ ვარ"


სერხიო კანალესმა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ოფიციალურად გახდა "ვალენსიას" ფეხბურთელი, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

დღეიდან შენ უკვე "ვალენსიას" ფეხბურთელი ხარ-თავს როგორ გრძნობ?

ძალიან ბევრის იმედი მაქვს. მინდა, რომ თითოეული მათგანი ამიხდეს. ამჟამად მინდა, რომ ვალენსიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დავბრუნდე.

მომავალი თანაგუნდელებიდან რომელიმეს თუ ესაუბრე?

მატას ველაპარაკე. ასევე ვიცნობ პარეხოს.

ეს ტრანსფერი შენთვის განმანთავისუფლებელი იყო?

ამ ვარიანტზე მას შემდეგ ვფიქრობდი, როცა მათ დმაირეკეს. ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული და როცა აქ მოვრჩები, მერე უკვე "ვალენსიაზე" ვიფიქრებ.

როგორი დამოკიდებულება გქონდა მოურინიოსთან?

ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება იყო ისეთი, როგორიც უნდა ქონდეს მწვრთნელსა და ფეხბურთელს.

იმედგაცრუებული ხარ იმით, რაც დაგემართა "მადრიდის რეალში"?

საერთოდაც არა. ამჟამად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც ეხლა ხდება. მინდა, რომ ჩემ მიზნებს მივაღწიო.

იცნობ თუ არა შენ ახალ მწვრთნელ უნაი ემერს?

მე მასზე მხოლოდ კარგი რაღაცეები მსმენია. ყოველთვის კარგია, როცა მწვრთნელი შენ გენდობა. dle 10.1

  • shvela
  • 7 აგვისტო 2011
  • 4051

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (88)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)