დი სტეფანოს ნაკვალევზე, ისტორიის განმეორების პერსპექტივა

2011–2012 წლების წინასასეზონო 7 ამხანაგური მატჩიდან ''რეალმა'' შვიდივე მოიგო, რაც უდავოდ დიდი წარმატების საწინდარია...
უკანასკნელად სამეფო კლუბმა ყველა წინასასეზონო შეხვედრა 1955 წელს მოიგო, დი სტეფანოს ხელმძღვანელობით, ისინი ამავე წელს პირველ ევროპულ თასსაც დაეუფლენ, პირველ ჩემპიონთა ლიგის თასს...

საინტერესოა, განმეორდება ისტორია ? 7 – მატჩიანი მოგებათა სერია აისახება სეზონის წარმატებაზე ?


2002 წლის შემდეგ, მადრიდის ''რეალს'' ოცნებად აქვს ქცეული მეათე ტიტული, ლაპარაკია, მეათე ჩემპიონთა ლიგის თასზე.
''ტაინჯინთან'' 6–0 – ის ძლევის შემდეგ, გუნდმა შვიდივე წინასასეზონო ამხანაგური მატჩი მოიგო.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და დიდი წარმატების მოლოდინში.

მე მინდა, პარალელი გავავლოთ 1955–1956 წლებთან,ისტორია განმეორდება თუ ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგის მეათე თასს მოიგებს.

1955–56 სეზონში ''რეალმა'' დი სტეფანოს დირიჟორობით წინასასეზონო მომზადებისას ყველა მატჩი მოიგო, ხოლო შემდეგ, ეს მოგებათა სერია პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაგვირგვინდა.

56 წლის წინანდელი სამეფო გუნდი dream team– ად არის მოხსენიებული. მაშინდელმა ''რეალმა'' ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, გუნდის ლიდერი კი დღევანდელი საპატიო პრეზიდენტი დი სტეფანო იყო.
დი სტეფანოს ნაკვლალევზე, ისტორიის განმეორების პერსპექტივა
56 წელს ''რეალმა'' 11 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო.

''კორდობასთან'' 6–12
''სან ლორენცოსთან''1–7
''მურსიასთან'' 0–5
''ტარასასთან'' 1–4
''კასერენოსთან'' 1–4
''ტოლედოსთან'' 0–8
''ექსტრემადურასთან'' 1–2
''ტარასასთან'' 0–2
''სანტ რაფაელთან'' 0–6
''ბეტისთან'' 1–6
''ბასკე და გამასთან'' 2–4


დი სტეფანოს ნაკვალევზე


2011 წელია და გუნდს ჟოზე მოურინიო დირიჟორობს. ''რეალმა'' 7 ამხანაგური მატჩიდან ყველა მოიგო და ყველა დამაჯერებლად.
14–17 აგვისტოს გუნდი ''ბარსელონას'' დაუპირისპირდება სუპერ კოპაზე და შეეცდება საკუთარი ძალების დამტკიცებას, ხოლო 24 აგვისტოს ''გალათასარაის'' მიიღებს ''ბერნაბეუზე''.
ჟოზე მოურინიო დი სტეფანოს ნაკვალევს მიუყვება და შეეცდება ისტორიის განმეორებას.
გულშემატკვივარი იმედოვნებს, რომ ''რეალი'' ითამაშებს ''ალიანს არენაზე'' და დაეუფლება ჩემპიონთა ლიგის მე–10 თასს 2011–2012 წლებში.
dle 10.1

  • Neymmar
  • 7 აგვისტო 2011
  • 2005

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)