რაული და მორიენტესი, მორიენტესი და რაული

ერთი სული და ერთი მიზანი ორ სხეულში. განუყრელი მეგობრები მოედანზე და მის გარეთ. დუეტი, რომელიც ყველას უყვარდა – რაული და მორიენტესი, მორიენტესი და რაული...


''მადრიდული ზღაპარი'' დაიწყო 1997 წელს, როდესაც ''სარაგოსადან'' 6,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდში გადმობარგდა ფერნანდო მორიენტეს სანჩესი. პრედრაგ მიატოვიჩისა და დავორ შუკერის შემცვლელად მადრიდულ კლუბს უკვე ორი ესპანელი ახალგაზრდა ჰყავდა. რაულ გონსალეს ბლანკო, ოქროს ბიჭუნა კანტერიდან და ფერნანდო მორიენტესი, ასევე ოქროს ბიჭუნა – კასერესიდან...

შედეგმა არ დააყოვნა, ელ მორომ პირველივე სეზონში მოახერხა თავის გამოჩენა და 33 მატჩში 12–ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. ''რეალს'' იმ წელს მაინცდამაინც არ გაუმართლა, დაასრულა რა სეზონი მეოთხე ადგილზე, მაგრამ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მოიპოვა ტიტული, რომელმაც ბოლომდე გადაჰფარა ''ლა ლიგაში'' წარუმატებელი გამოსვლით გამოწვეული უკმაყოფილება.

რაული და მორიენტესი, მორიენტესი და რაული


შემდეგი წელი მადრიდული დუეტისთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა, მათი საერთო მონაგარი 54(!) გოლი გახლდათ, რაც ფანტასტიური შედეგი იყო. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ელ მორო 23 წლის გახლდათ, რაული კი – 22–ის.

2000/01 წლების სეზონმა რაულის კისერზე გადაიარა. მორიენტესმა ტრამვის გამო ნახევარი სეზონი გამოტოვა, შეცვლაზე შემოსულს კი მეტად უჭირდა თამაშში ჩართვა. მეწყვილის გარეშე დარჩენილმა რაულიტომ საკუთარ თავზე აიღო, წარუძღვა გუნდს ესპანეთის ჩემპიონობისკენ და ''ლა ლიგაში'' 24 გოლის გატანაც მოახერხა, რასაც სხვა ტურნირებში გატანილი გოლებიც დაემატა და 32–ზე ავიდა.

ახალი სეზონი ახალი შემართებით დაიწყეს მადრიდელებმა, ფერნანდოს დაბრუნებამ გუნდის ძალა გააორმაგა. შეუცვლელმა წყვილმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, დალაშქრეს რა მეტოქის კარი 50(!)–ჯერ და დაეპატრონნენ ''ჩემპიონთა ლიგას''. რაული ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ხოლო მორიენტესმა ჩემპიონთა ლიგაზე დაუვიწყარი სანახაობა აჩვენა მაყურებელს ეს იყო დაუვიწყარი სეზონი ორი უნიჭიერესი ფეხბურთელისთვის. ბრწყინვალე თამაში და საჯარო აღიარება, ეს იყო მომენტი, როდესაც ორმა ახალგაზრდამ დაუბრუნა რეალს ოცნება, ძველი დიდება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 21–ე საუკუნეში გუნდის ფინანსურ თუ საფეხბურთო წარმატებას.

რაული და მორიენტესი, მორიენტესი და რაული


''მადრიდული ზღაპარი'' დასასრულს მიუახლოვდა. ტრამვებისგან გატანჯულმა მორიენტესმა გოლების გატანას მოუკლო, , ვერც მისი მეწყვილე თამაშობდა ძველებურად ხეირიანად, მიუხედავად ყველაფრისა მათი მონაგარი 31 გოლი გახლდათ.

2003/04 წლებში ''რეალმა'' ელ მორო ''მონაკოში'' გაანათხოვრა, სადაც მან გუნდი ლიგის ფინალამდე მიიყვანა და თავისი გუნდის წინააღმდგებაც გაიბრწყინა, რითაც დაუმტკიცა ბოსებს, რომ ის ღირსი იყო ეთამაშა კლუბში, რომელიც დიდების მწვერვალზე თვითონვე აიყვანა.

თუმცა... ფლორენტინო პერესის ბინძურმა პოლიტიკამ კიდევ ერთი ლეგენდა შეიწირა, 2005 წელს ელ მორო ''ლივერპულში'' გადაბარგდა, მადრიდული დუეტი აღარ არსებობდა.

წყვილის დაშლა გუნდზე მნიშვნელოვნად აისახა, რაულმა 12 გოლს ძლივს მოუყარა თავი შემდეგი ორი სეზონის ჯამში, გუნდი კი ყოველგვარი ტიტულის გარეშე დარჩა. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი პერესის უთავბოლო პოლიტიკამ გამოიწვია, რომელსაც გუნდი და ორი ლეგენდა შეეწირა.

ელ მოროს გზას 2010 წელს გაუდგა მეორე ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო, 28 წლიანი სამსახურის შემდეგ ის ''შალკეში'' გაამწესე, მიუხედავად ყველაფრისა ის მადრიდის მადლიერი ბოლომდე დარჩა და დღემდე მადრიდისტად ითვლება.

ფერნანდიტომ კარიერა 2010 წელს, ''მარსელში'' დაასრულა.

''მადრიდულ ზღაპარს'' ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა...

რაული და მორიენტესი, მორიენტესი და რაული...

რაული და მორიენტესი, მორიენტესი და რაული
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)