Supercopa De España

ახლოვდება ესპანეთის სუპერთასის ფინალი. "რეალიც" და "ბარსელონაც" ამ მატჩისთვის ემზადება. ორივე გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს მართავს მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. პირველი მათგანი საოცრად წარმატებულად, ხოლო მეორე საშინლად...


მაშ ასე, სუპერთასის ფინალამდე ათიოდე დღე დარჩა. ერთმანეთს ესპანური გიგანტები დაუპირისპირდებიან. "რეალიც" და "ბარსელონაც" ამ მატჩისთის განსაკუთრებულად ემზადება. პირველი მატჩი "ბერნაბეუზე" შედგება 14 აგვისტოს თბილისის დროით 24:00 საათზე, ხოლო განმეორებითი შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება 17 აგვისტოს თბილისის დროით 01:00 საათზე(18 აგვისტო). ექსპერტები, გულშემატკივრები და ალბათ "კლასიკოს" მომლოდინეთა უმრავლესობა ფავორიტად ასახელებს "ბარსელონას", მაგრამ....

"რეალიც" და "ბარსელონაც" აქტიურად ემზადება სუპერთასის ფინალისთვის. ისინი ამხანაგურ მატჩებს მართავენ მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში. "ბლაუგრანა" საშინლად გამოიყურება წინასასეზონო მომზადებისას. ჩატარებული 5 შეხვედრიდან მათ მხოლოდ ერთი მოიგეს, ორი წააგეს და ორიც ფრედ დაასრულეს. შოკისმომგვრელი იყო მათი მარცხი "ჩივასთან" - 1-4.

თავის მხრივ მადრიდის "რეალი" ბრწყინვალედ ასპარეზობს. "მერენგებმა" ჩატარებული 6 შეხვედრიდან ექვსივეში მოიპოვეს გამარჯვება. მათ 21 გოლი შეაგდეს და მხოლოდ 5 მიიღეს საკუთარ კარში. ეს შესანიშნავი შედეგია. როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო სრული სერიოზულობით ეკიდება წინასასეზონო მომზადებას. იგი ცდილობს ესპანეთში "ბარსელონას" ჰეგემონია დაასრულოს, რომელიც უკვე სამი წელია მიმდინარეობს.

Supercopa De España


ბევრი "ბარსელონას" წარუმატებლობას მისი ლიდერების არყოფნას მიაწერს. ნაწილობრივ ეს ასეც არის. ლიონელ მესი და დანი ალვეში კოპა ამერიკის გამო ვერ შეუერთდნენ "აუდის" თასს, ხოლო შემდეგ მათ გვარდიოლამ შვებულება მისცა და ვერც სხვა თამაშებში მიიღეს მონაწილეობა. ამას ისიც დავუმატოთ,რომ პეპმა არც ხავის მისცა თამაშის საშუალება. სამაგიეროდ მოედანს მოევლინა ტიაგო ალკანტარა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა, მაგრამ ვერც მან უშველა "ბლაუგრანას". ასევე ტრავმირებულია კარლეს პუიოლი, რომლიც გამოტოვებს ორივე შეხვედრას. ამის გამო გვარდიოლას ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოყენება მოუწია და თითქმის ყველა შეხვედრაში განსხვავებულ ტაქტიკას თავაზობდა გულშემატკივარს.

თავის მხრივ ჟოზე მოურინიომაც მიმართა როტაციას. მას ყველა მატჩში განსხვავებული შემადგენლობა გაჰყავდა მოედანზე და სხვადასხვა ტაქტიკითაც ათამაშებდა გუნდს. კლუბმა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე კარგი შენაძენი განახორციელა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თეთრი მაისური ნური შაჰინმა, ჰამიტ ალტინტოპმა, რაფაელ ვარანემ, ხოსე მარია კალეხონმა და ფაბიო კოენტრაომ მოირგეს. უკანასკნელი სამი პრაქტიკულად ძირითადის ფეხბურთელებად იქცნენ, ყოველშემთხვევაში წინასასეზონო მომზადებისას.

"ბარსელონას" ასეთი ფუფუნება არ აქვს. გვარდიოლამ ჯერ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შემატა გუნდს - ჩილელი ალექსის სანჩესი. მიუხედავად კოპა ამერიკაზე მისი გამოსვლისა, იგი უკვე შეურთდა გუნდს და მისი დებიუტიც შედგა. "ბლაუგრანა" დატოვეს კრკიჩმა, ჯეფრენმა და რომეუმ.

პეპი გაოცებული დარჩა "ჩივასთან" მატჩის შემდეგ. "ბარსელონამ" მისი მწვრთნელობის პერიოდში მხოლოდ მეორეჯერ გაუშვა 4 გოლი ერთ მატჩში. პირველად ეს "ლა ლიგაში" მოხდა 2009 წელს.მაშინ მადრიდის "ატლეტიკომ" "ბლაუგრანა" 4-3 დაამარცხა. პეპ გვარდიოლა:"არ ვარ უკმაყოფილო შედეგით. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით კარგად მომზადებულნი სუპერთასის ფინალისთვის."

მადრიდის "რეალი" კი შესანიშნავ მომზადებას აგრძელებს. მოურინიოს შეგირდები ხვალ "ტიანჯინს" დაუპირრისპირდებიან და კიდევ ერთხელ კარგად გაივარჯიშებენ "კლასიკოს" წინ.


სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (366)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)