ფეხბურთელები,რომლებმაც შეიძლება დატოვონ თავიანთი გუნდები "ლა ლიგაში"

goal.com-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომელბმაც შესაძლოა თავიანთი გუნდები დატოვონ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, საუბარი "ლა ლიგის" კლუბებზე. ამ სიაში 5 მადრიდისტაც შევიდა...


ფეხბურთელები,რომლებმაც შეიძლება დატოვონ თავიანთი გუნდები "ლა ლიგაში"


როისტონ დრენტე "რეალში" აღარ ჭირდებათ. მისი ფასი 10 მილიონი ევროა. ჰოლანდიელ განაპირა მცველს "იუვენტუსი", "ბენფიკა" და "მილანი" ეპატიჟება...

ფეხბურთელები,რომლებმაც შეიძლება დატოვონ თავიანთი გუნდები "ლა ლიგაში"


იგივე ითქმის ფერნანდო გაგოზეც. იგი აუცილებლად დატოვებს "რეალს". მსურველთა სიას ძალიან გრძელია, მათ შორის აღსანიშნავია "ლივერპული", "რომა", "ინტერი" და "ბოკა ხუნიორსი". არგენტინელის ფასი 12 მილიონი ევროა.

ფეხბურთელები,რომლებმაც შეიძლება დატოვონ თავიანთი გუნდები "ლა ლიგაში"


კაკას წასვლის შანსები მიზერულია, მაგრამ რატომღაც ბენ ჰაივარდმა თავის სტატიაში რიკარდოც შეიყვანა. იგი 40 მილინად ფასობს და მასზე "ჩელსი", "ინტერი" და "მილანი" ნადირობს.

ფეხბურთელები,რომლებმაც შეიძლება დატოვონ თავიანთი გუნდები "ლა ლიგაში"


რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ლასანა დიარას ერთი ნაბიჯიღა რჩება "ბლანოსის" დატოვებამდე. მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემია" დაინტერესებული. ინგლისური გრანდები მზად არიან ფრანგში 18 მილიონი გადაიხადონ.

ფეხბურთელები,რომლებმაც შეიძლება დატოვონ თავიანთი გუნდები "ლა ლიგაში"


პედრო ლეონის მოსვლა არც არავის გაუგია და მგონი წასვლასაც ვერ გავიგებთ. მისი ფასი 7 მილიონია და დიდი ალბათობაა იმისა,რომ "ხეტაფეში" დაბრუნდეს. მას "ვალენსიაც" ეპატიჟება.


გარდა მადრიდისტებისა სიაში შევიდნენ:

დიეგო ფორლანი(ატლეტიკო) - ტოტენჰემი, ბეშიქთაში, გალათასარაი
ანდრეს გუარდადო(დეპორტივო) - ვილეარეალი, ვალენსია, ბენფიკა, დორტმუნდი
ჯეფრენ სუარესი(ბარსელონა) - ბოლტონი, სპორტინგი
ხუან მატა(ვალენსია) - არსენალი, ტოტენჰემი, ინტერი
მაქსველი(ბარსელონა) - რომა, არსენალი, ზენიტი
გაბრიელ მილიტო(ბარსელონა) - ლაციო, ლიონი, მალაგა
დანი ოსვალდო(ესპანიოლი) - ატლეტიკო, ტოტენჰემი
ჯუზეპე როსი(ვილეარეალი) - იუვენტუსი, ინტერი, ტოტენჰემი
დავიდ ტრეზეგე(ერკულესი) - ლაციო, ნაპოლი, სოსიედადი
ნელსონ ვალდესი(ერკულესი) - უიგანი, ბლექბერნი, ბეტისი dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)