მოუ:"ჩვენ კარგად ვმუშაობთ"

ჟოზე მოურინიომ მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა გუანჯოუს სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში. პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილია...


"ყველა მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. "რეალის" რეპუტაცია უნდა დავიცვათ. მართალია ჩინური კლუბი შედარებით სუსტი მეტოქე იყო ,მაგრამ მათ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ეს არის გუნდი,რომელიც ვითარდება და გამოცდილებას სწორედ ასეთ თამაშებში ღებულობენ. ფეხბურთით სიამოვნება უნდა მიიღო , ჩინეთშიც ასე არის."

"რაც შეეხება შაჰინს. მე ვერ გავრისკავდი. მას მძიმე ტრავმა ჰქონდა და ჯერ სრულად არ არის მზად სათამაშოდ, ამიტომ თავი დავიზღვიე, იგი სარეაბილიტაციო სამუშაოებს გადის. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვერ დავუშვებ,რომელიმე მათგანი დაგვაკლდეს სეზონის დაწყებამდე."

"ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. წინასასეზონო მომზადებისას ჩატარებული ექვსივე შეხვედრიდან ყველაში მივაღწიეთ სასურველ მიზანსა და შედეგს. ეს გუნდის კარგ მომზადებაზე მოწმობს. მადრიდის "რეალი" ყოველთვის დაიცავს თავის რეპუტაციას."

"ცხადია ჩვენ ისეთი ძლიერები არ ვართ ჯერ, როგორც მსურს, მაგრამ ფეხბურთელები ძალიან კარგად არიან მომზადებულნი და შესაბამისად ექვსივე მატჩიც მოიგეს. ყველაფერი კარგად მიდის. სანერვიულო არაფერია."

"შესანიშნავ განწყობაზე ვხვდებით ცხელ სეზონს. უკვე ჩვენთვის რთული გრაფიკი იწყება, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წარმატებას შინ და გარეთ ლიგასა და "პრიმერაში"." dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)