დი მარია გუნდს შეუერთდა

ანხელ დი მარია დღეს გუანჯაოში ჩავიდა და გუნდს შეუერთდა. იგი ჩინეთში პარიზიდან ჩაფრინდა. როგორც იცით, კოპა ამერიკის გამო მას გაუცდა რამდენიმე მატჩი, ხოლო მის შემდეგ შვებულება ჰქონდა. ახლა ის გუნდთან ერთადაა და დღეს ვარჯიშსაც დაესწრება.სანამ იგი "შერატონში" დაბინავდებოდა, Realmadrid.com-თან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...


დი მარია დიდი ენთუზაიზმით ელის პირველ ვარჯიშს: " ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდთან ერთად ვიმყოფები და წინასასეზონო მომზადებას მათთან ერთად გავივლი. თავდაუზოგავად ვიმუშავებ,რომ სეზონს კარგად მომზადებული შევხვდე. მინდა ვთქვა,რომ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ჩამოგვიყალიბდა. არის ახალგზარდებით დაკომპლექტებული, რაც მთავარია ახალმა ფეხბურთელებმა სწრაფად გაიარეს ადაპტაცია და სერიოზული ძალა ვიქნებით."

ანხელმა სუპერთასის ფინალზეც თქვა ორიოდე სიტყვა:" ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ ფინალისთვის. უპირველესი ამოცანა სუპერთასის მოგებაა, რომ სეზონს ამაღლებულ განწყობაზე შევხვდეთ. ამის შემდეგ კი "ლა ლიგასა" და ჩემპიონთა ლიგაზე ვგეგმავთ წარმატების მიღწევას."

"ელ ანგელიტომ" საკუთარ თავზეც ისაუბრა: "აქ უკვე მეორე წელია ვარ. პირველი სეზონი საკმაოდ კარგად ჩავატარე, მაგრამ იყო ხარვეზები. ვეცდები ყოველივე ცუდი წინაში დავტოვო და მომავალში მწვრთნელის დავალებები პირნათლად შევასრულო." ბოლოს კი ჩინეთის ქებით დაასრულა:" ჩინეთი ჩემთვის ფეხბედნიერი ქვეყანაა. აქ კარგი მოგონებები მაკავშირებს. 3 წლის წინ აქ არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი." dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)