"ძალიან კარგად ვმუშაობთ"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა და ვიცე-კაპიტანმა გუანჯოუში ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს...


იკერ კასილასი:

"ალბათ ჯერ ადრეა ვისაუბროთ გასული სეზონისა და დღევანდელი მდგომარეობის შედარებაზე. ჩენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, სადაც უდიდესი კონკურენციაა. მწვრთნელი საუკეთესოს აირჩევს."

იკერს ჟურნალისტებმა სთხოვეს,რომ შეედარებინა წლევანდელი და "გალაქტიკოსის" მიერ ჩატარებული ტურნე: "მაშინ "რეალი" მთელს მსოფლიოში ვრწყინავდა და დომინირებდა, ახლა კი ახალაგზრდული გუნდი გვყავს, რომელიც წარმატებისკენ მიისწრაფვის."

კასილასმა დასძინა,რომ ისინი ჩინეთში ფინანსური თვალსაზრისით არ იმყოფებიან:"ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. აქ იმისთის ვართ,რომ ყველა მატჩში მივაღწიოთ გამარჯვებას და მაყურებელს კარგი სანახაობა შევთავაზოთ, ამავდროულად კი მოვემზადოთ სეზონისთვის."



სერხიო რამოსი:

""ბარსასთან" მატჩზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ჩენთვის ახლა მთავარია,რომ კარგად მოვემზადოთ და მომავალ სეზონში მათ კონკურენცია გავუწიოთ."

სერხიომ ასევე ისაუბრა ჩინურ ტურნეზეც: " მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები. ძლიერ მადლიერები ვართ ჩინელების ასეთი გულთბილი დახვედრით."

ვიცე-კაპიტანმა ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზეც გაამახვილა: "ეს არის ყველაზე დიდი ტურნირია და ძალიან მინდა,რომ გამარჯვება მოვიპოვო. მაგრამ უნდა აღვნიშნო,რომ "რეალი" ჯერ კიდევ შორს არის ლიგის ჩემპიონობამდე. აქ არის ბევრი ისეთი გუნდი, რომელბიც ფავორიტებად ითვლებიან, რა თქმა უნდა, "ბლანკოსიც" მათ შორისაა. მაგრამ ამაზე ფიქრი ადრეა."

realmadrid.com
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)