Goal.Com 50! ანხელ დი მარია - 36

როგორც იცით, Goal.com გთავაზობთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა ორმოცდაათეულს. მე გთავზობთ იმ მადრიდისტების პროფილებს,რომლებიც ამ სიაში შევლენ. 36-ზე ანხელ ფაბიან დი მარია გავიდა და დღეს სწორედ მასზე ვისაუბრებთ...


როდესაც ანხელ დი მარია გახდა მადრიდის "რეალის" ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი 2010 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ყველა გაოცებული დარჩა. მართალია იგი შესანიშნავად გამოდიოდა "ბენფიკაში", იყო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, უდიდეს წვლილი ჰქონდა შეტანილი პორტუგალიური გრანდის ჩემპიონობაში ეროვნულ ჩემპიონატში, იყო არგენტინის ნაკრების წევრი, თან საკმაოდ წარმატებულიც, მაგრამ ყველას სისულელედ მიაჩნდა 25 მილიონის გადახდა ვინმე 22 წლის ფეხბურთელში.

ეს ეჭვები საგრძნობლად გაამყარა ანხელ დი მარიას ჩაგდებულმა სამხრეთ აფრიკის მუდიალმა. მისი ასეთი თამაში იმედებს არ იძლეოდა. არავის ეგონა,რომ ანხელი "რეალის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდებოდა. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი პირიქით ხდება...

Goal.Com 50! ანხელ დი მარია - 36


დი მარიამ მოსვლისთანავე მოიგო მადრიდული კლუბის გულშემატკივართა გულები. ტიპიური მოთამაშე როსარიოდან მორინიომ მარცხენა ფლანგზე განამწესა. მას ორივე ფლანგზე შეუძია თამაში უმაღლეს დონეზე. შესანიშნავად ეხმარება კრიშტიანო რონალდოს. მაშინ, როცა "კლასიკოაში" მთელი ყურადღება მესი-რონალდოს დაპირისპირებაზე იყო გადატანილი, ანხელი თავის სამუშაოს უმაღლეს დონეზე ასრულებდა - ეფექტურად და ჭკვიანურად.

Goal.Com 50! ანხელ დი მარია - 36

23 წლის ნახევარმცველმა "ლა ლიგაში" 29 მატჩი ჩაატრა. გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 11 საგოლე პასი - ამით მეორეზეა "რეალში" ოზილის შემდეგ. იგი ძალიან პროდუქტიულად ეხმარება თავდასხმელებს, უკეთებს შესანიშნავ გადაცემებს, კარგად ათამაშებს ბურთს ოზილსა და რონალდოსთან, ეხმარება საყრდენ ნახევარმცველებს, აქვს შესაშური სისწრაფე, კარგი დრიბლინგი... მართალია სუსტი აღნაგობისაა, მაგრამ ბურთს შესანინავად ფლობს.

ის მზადაა, მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შეასრულოს, განსხვავებით პედრო ლეონისა, რომელმაც "ლევანტესთან" მოუს დარიგეგები ქარს გაატნა. "რასინგთან" მატჩში,რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, ანხელმა მარცხენა მცველად ითამაშა და ძალიან წარმატებულადაც. მეტოქე გუნდის თავდამსხმელები მან "არ გაახარა". ამ მატჩში 6 გატანილი გოლიდან 2 სწორედ ანხელის დამსახურება იყო. მან შესანიშნავი საგოლე გადაცემები გააკეთა.

"პრიმერაში" კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე უფრო უკეთესმა თამაშმა გადაფარა. 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ მადრიდის "რეალმა" საუკეთესო შედეგი აჩვენა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. ლიგაზე ჩატარებულ 10 მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და ადენივე გოლიც გაიტანა. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ანხელმა "ლიონს" ულამაზესი გოლი გაუატანა.



"მაშინ როცა, ყველა კრიშტიანო რონალდოს შესანიშნავ თამაშს, მის გოლებს და დაპირისპირებას მესისთან ადევნებდა თვალს, ანხელ დი მარია მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ჩუმად, ეფექტურად და ჭკვიანურად ანხორციელებდა."


ყოველივე ზემოთ დაწერილი მოწმობს,რომ დი მარიამ საუკეთესო სეზონი ჩაატარა, მაგრამ იყო ჩაგდებული მატჩებიც და ძალიან ცუდი თამაშებიც. (ავადსახხსენებელ "კლასიკოში"). აუციელბლად უნდა აღვნიშნო დი მარიას ძალიან კარგი თამაში "კოპა დელ რეის" ფინალში. არგენტინელმა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მან არცერთი ფუნქციის შესრულება არ ითაკილა. იგი ყველგან იყო... დი მარიამ დაამტკიცა,რომ ესპანეთის დედაქალაქში შეიძლება წარმატების მიღწევა მაშინაც,როცა ზურგზე რონალდო არ გაწერია....


Goal.com 50!


50)ვინსენტ კომპანი
49)ხაბი ალონსო
48)მარიო გიოთზე
47)ლუკას ბარიოში
46)ვიქტორ ვალდესი
45)ცესკ ფაბრეგასი
44)რაული
43)ჟერვინიო
42)მატს ჰუმელსი
41)იაია ტურე
40)იკერ კასილასი
39)მარსელო
38)სამირ ნასრი
37)კარლეს პუიოლი
36)ანხელ დი მარია
35)ხავიერ პასტორე


სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)