"ყველანი ბედნიერები ვართ"

რიკარდო კაკამ და ხაბი ალონსომ ვარჯიშამდე რამდენიმე წუთით ადრე პრესკონფერენცია ჩაატრეს...


კაკამ თავდაპირველად "ადიდასის" აქცია შეაქო: "ეს კარგი წამოწყება იყო. ძალიან კარგად ვიმხიარულეთ ბავშვებთან ერთად. მათ ეს მუდამ ემახსოვრებათ." ამის შემდეგ კი რიკიმ ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი: "ეს კლუბისა და მწვრთნელის გადასაწყვეტია. მინდა ვთქვა,რომ ნეიმარი დიდებული ფეხბურთელია,მაგრამ ამ საქმეში ვერ ჩავერევი."

ხაბი ალონსომ კი პრესკონფერენცია მოურინიოზე საუბრით დაიწყო: "უკვე მეორე წელი იწყება,რაც მოუსთან ერთად ვმუშაობთ. ამ წელს ჩვენ ერთ მუშტად შეკრულები ვიქნებით და ვიბრძოლებთ ტიტულების მოსაგებად." ხაბიმ სუპერთასის ფინალზე დასმულ კითხვას თავი აარიდა: "ახლა ჩვენ ჩინეთში ვართ, გავდივართ მოსამზადებელ ეტაპს. ახლა სულ სხვა საზრუნავი გვაქვს და "ბარსელონაზე" ჯერ სულაც არ ვფიქრობთ." ბოლოს კი ალონსომ კლუბის მიზნებზე გაამახვილა ყურადღება: "ჩვენ მიზანი გვაქვს დასახული - უნდა მოვიგოთ ტიტულები. უკვე სწორ გზაზე ვდგავართ და დიდებისკენ მივისწრაფვით." dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)