Goal.com 50! მარსელო - 39

როგორც იცით Goal.Com გთავაზობთ სეზონის საუკეთესო 50 ფეხბურთელის პროფილს. ხაბი ალონსოს,რაულისა და კასილასის შემდეგ გთავაზობთ სტატიას "რეალის" მარცხენა მცველზე მარსელოზე, რომელმაც აღნიშნულ სიაში 39-ე ადგილი დაიკავა...


უფსკრული მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 2010-2011 წლების სეზონშიც თვალში საცემი იყო, მაგრამ არა ისეთი,როგორიც წინა წლებში. მაგრამ მოვიდა ჟოზე მოურინიო, მან ერთ მუშტად შეკრა გუნდი,რომელშიც ერთ-ერთი ლიდერის ფუქნცია მარსელოს აქვს შეთისებული. ბრაზილიელ შესანიშნავად ერთვება შეტევებში და ასევე შესანიშნავადვე ბრუნდება დაცვაში და თავდაუზოგავად თამაშობს.

ძალიან ბევრს გაუკვირდა კიდეც, როცა ჟოზე მოურინიომ მარსელო დაცვის მარცხენა ფლანგზე განამწესა. პელეგრინის დროს ბრაზილიელე მარცხენა ვინგერად თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ დღეს აღარავინ დაობს ჟუნიორის პოზიციაზე. მოუმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

Goal.com 50! მარსელო - 39


"ბარსელონაში" დაცვის მარჯვენა ფლაგზე ასევე ბრაზილიელი თამაშობს - დანი ალვეში. ყოველ "კლასიკოში" მომსწრენი ვხვდებით საკმაოდ საინტერესო ბრაზილიული დაპირისპირებისა. ერთმანეთს "ეტაკება" ორი ბრაზილიელი ერთნაირი ფუნქციების შემსრულებელი მცველი, ოღონდ სხვადსხვა ფლანგზე.

მარსელოს აქვს შესანიშნავი სისწრაფე, ძალიან კარგი ტექნიკა, შესაშური დრიბლინგი, მეტოქეს ლამაზად ატყუებს და ხშირად გამთამაშებლის ფუნქციებსაც ითავსებს. იგი მაიკონთან ერთად ძალიან გავს თავის თანამემამულე, უკვე ლეგენდად ქცეულ მცველებს - კაფუსა და კარლოს ალბერტოს.

Goal.com 50! მარსელო - 39

მარსელო გუნდში რამონ კალდერონის პრეზიდენტობის დროს მოვიდა. ის პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევებში მის მიერ დაშვებული შეცდომები მის გამოუცდელობაზე მეტყველებდნენ. ავადსახსენებლ "კლასიკოში", მარსელოს ცუდმა თამაშმა ცხადჰყო,რომ იგი ჯერ სრულყოფილად არ არის ჩამოყალიბებული,როგორც იდეალური ფეხბურთელი.

2010-2011 წლების სეზონში საბოლოო ჯამში მარსელომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხშირ შემთხვევებში კი მისი აქტიურობითა და მის მიერ წამოწყებული შეტევებითა თუ კონტრშეტევებით გადიოდა გოლები. მარსელო შესანიშნავ ტანდემს ჰქმნიდა კრიშტიანო რონალდოსთან. ყველას ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,რომ ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებდნენ. ჟუნიორის უდიდესი წვლილია იმაში,რომ "ბლანკოსმა" სეზონში 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

მარსელო შესანიშნავად გამოიყურებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით "ლიონსა" და "ტოტენჰემთან". ფრანგებს მან ულამაზესი გოლი გაუტანა და მათ განადგურებას და რაც მთვარია უსიამოვნო ტრადიცისს რღვევას დაუდო საფუძველი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მარსელო ლიგის 2010-2011 წლის გათამაშების საუკეთესო მარცხენა მცველი იყო.

მარსელოსა და დანი ალვეშს ერთმანეთთან კიდევ ერთი საერთო აქვთ - ისინი მატჩში ბოლომდე იბრძვიან და არასდროს არ ნებდებიან. მსგავსად პეპესა და რონალდოსი, ჟუნიორსაც აქვს ლიდერის თვისებები. მოედანზე ის ერთ-ერთი პირველთაგანია,რომელიც თავის თანაგუნდელებს რაიმე წარუმატებლობის შემთხვევაში ამხნევებს.იგი არანაირ ორთაბრძლოას არ უშინდება. მაგალითად, მარსელომ პიტერ კრაუჩს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია, მიუხედავად ინგლისელის არანორმალური ფიზიკური მონაცემებისა და ბრაზილეილმა იმდენი მოახერხა,რომ მსაჯს იგი მოედნიდან გააძევებინა.

"მსგავსად პეპესა და რონალდოსი , მარსელოს ლიდერის თვისებები აქვს. იგი არასდროს არ ნებდება მოედანზე."


მიუხედავად მისი ასეთი წარმატებული თამაშისა, მარსელოს გუნდში კონკურენტი გამოუჩნდა ფაბიო კოენტრაოს სახით. გულშემატკივარი მარსელოს სრულ ნდობას უცხადებს, როგორც ზემოთ ვახსენე გამოკითხულთა 70%-მა ჟუნიორი ამჯობინა კოენტრაოს. დაველოდოთ მომავალ სეზონს, ჟოზე მოურინიოს ძალიან გაუჭირდება არჩევანის გაკეთება...

Goal.com 50!


50)ვინსენტ კომპანი
49)ხაბი ალონსო
48)მარიო გიოთზე
47)ლუკას ბარიოში
46)ვიქტორ ვალდესი
45)ცესკ ფაბრეგასი
44)რაული
43)ჟერვინიო
42)მატს ჰუმელსი
41)იაია ტურე
40)იკერ კასილასი
39)მარსელო
38)სამირ ნასრი


სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)