Goal.com 50! იკერ კასილასი - 40

როგორც იცით Goal.Com გთავაზობთ სეზონის საუკეთესო 50 ფეხბურთელის პროფილს. ხაბი ალონსოსა და რაულის შემდეგ გთავაზობთ სტატიას "რეალის" მეკარესა და კაპიტანზე, იკერ კასილასზე, რომელმაც აღნიშნულ სიაში 40-ე ადგილი დაიკავა...


ძნელია იკერ კასილასის მედლები და მიღწევები შევადაროთ იმას, რომელიც მან 2010 წლის მუნდიალზე მოიპოვა. ესპანეთის ნაკრებმა იკერ კასილასის მეთაურობით მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. მის მრავალრიცხოვან ტიტულებს - "ლა ლიგის", ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის და სხვათა და სხვათა შეემეტა ოქროს მედალი,რომელმაც შეავსო მისი სანაკრებო და საკლუბო ტიტულების სია...

Goal.com 50! იკერ კასილასი - 40


ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ იკერ კასილასს პრაქტიკულად ის ოცნება აუხდა,რომელიც მას 12 წლის განმავლობაში ჰქონდა - სტაბილური და გაუვალი დაცვა. პეპესა და კარვალიოს შესანიშნავმა ტანდემმა ერთმანეთს კარგად გაუგეს და დაცვის ბურჯებად იქცნენ. "სან იკერს" წინა სეზონებთან შედარებით საქმე შეუმსუბუქდა, მას ისე თავგანწირვით თამაში აღარ უწევდა, როგორც ადრე.

"რეალის" დაცვისა და იკერის მაღალი დონე "ლა ლიგის" პირელივე ტურებში დამტკიცდა. "პრიმერას" პირველ 12 ტურში იკერმა მხოლოდ 6 გოლი გაუშვა და სერიოზული განაცხადი გააკეთა "ზამორასთვის" ბრძოლაში.

Goal.com 50! იკერ კასილასი - 40

მაგრამ ამას მოჰყვა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა. ჯერ იყო შოკისმომგვრელი წაგება "ბარსელონასთან" - 0-5...უკომენტაროდ... ამის შემდეგ კი სენსაციური დამარცხება "სარაგოსასთან" "ბერნაბეუზე" და კასილასის უხეში შეცდომები. მიუხედავად ყოველივესა, იკერ კასილასი თითოეულ მატჩში ამტკიცებდა მის საუკეთესოობას.

იკერმა ალბათ სეზონის საუკეთესო მატჩი "ბარსელონასთან" ჩაატარა "კოპა დელ რეის" ფინალში. კაპიტანმა ამ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა,რომ მას ბადალი არა ჰყავს მსოფლიოში. განსაკუთრებით მან მისი ოსტატობა მატჩის ბოლო 15 წუთში გამოავლინა. რამდენიმე წუთიან მონაკვეთში იკერმა წარმოუდგენელი სეივები განახორციელა. მისმა ოსტატობამ გადაფარა მესის, ხავისა და ინიესტას მცდელობა გოლოს გატანისა. საბოლოოდ კრიშტიანო რონალდომ გამარჯვების გოლი შეაგდო და კასილასმა "კოპა დელ რეის" თასი აღმართა.

ეს სეზონი კასილასისთვის სიახლეებით იყო აღსავსე. მან პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და "კოპა დელ რეი". და რაც მთავარია, მაგრამ ყველასთვის გულდასაწყვეტი, მან შეცვალა რაულ გონსალეს ბლანკო. "სიბელესზე" სწორედ მან აღმართა თასი და არა "ელ კაპიტანომ". მაგრამ უნდა აღვნიშნო,რომ იკერ კასილასი ღირსეული კაპიტანია. ის ნამდვილი მადრიდისტაა!!!

"ის შეიძლება არ იყოს გამორჩეული მატჩში, მაგრამ ის შესანიშნავ სეივებს სწორედ მაშინ ანხორციელებს,როცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს უკვე გოლი ჰგონიათ. ამიტომაა ის საუკეთესო მსოფლიოში, ამიტომ არის ის "სან იკერი"."


იკერ კასილასი აგრძელებს თავის მოღვაწეობას. იგი ჯერ-ჯერობით საუკეთესოა მსოფლიოში და თუ ასე გააგრძელა ალბათ კიდევ დიდი ხანი ასე იქნება. მან მოიგო ყველაფერი თუ რამის მოგება შეიძლებოდა. იგი ძალიან წარმატებულია...



Goal.com 50!


50)ვინსენტ კომპანი
49)ხაბი ალონსო
48)მარიო გიოთზე
47)ლუკას ბარიოში
46)ვიქტორ ვალდესი
45)ცესკ ფაბრეგასი
44)რაული
43)ჟერვინიო
42)მატს ჰუმელსი
41)იაია ტურე
40)იკერ კასილასი


სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)