"ფერარიმ" მორიგი რეკორდი დაამხო

"ელ მადრიგალზე" მოპოვებულ 3 ქულას, "ელ კაპიტანოს" მორიგი რეკორდი მოჰყვა."რეალის" ლეგენდად ქცეულმა, რაულმა, კვლავ დაამხო სანჩისის რეკორდი, ამჯერად ლა ლიგაზე ჩატარებული თამაშების რაოდენობით.


როგორც ჩანს, მანუელ სანჩისის 523 მატჩიანი რეკორდი ლა ლიგაზე, ჩვენი კაპიტანისთვის დაუძლეველი არ აღმოჩნდა.ფეხბურთელმა "ვილიარეალთან" შეხვედრის მეორე ტაიმში შემოვიდა მოედანზე და თავისი 524-ე თამაში დააფიქსირა პრიმერა დივიზიონში.

აღსანიშნავია, რომ "ფერარის" 3 მატჩი აკლია იმისათვის, რომ კიდევ ერთი სანჩისეული რეკორდი დაამხოს.საქმე ეხება, გუნდის ისტორიაში, ყველაზე მეტი ოფიციალური შეხვედრის ჩატარებას.მანუელს ამ კომპონენტში 710 დაპირისპირება აქვს დაგროვებული, ხოლო რაულს კი ჯერჯერობით 707.როგორც ხედავთ, აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესება დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს "7" ნომრისათვის.

შეგახსენებთ, რომ გონსალეს ბლანკო, ასევე გახლავთ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო და სამეფო გუნდის ნომერ პირველი ბომბარდირი ("რეალში" 318 გოლი, ლიგაზე 65).ეროვნულ ნაკრებშიც რაულს გოლების მაქსიმუმი აქვს გატანილი (44) და ის პირველ ადგილზეა "ფურია როხას" ყველა დორის "მეგოლეებს" შორის, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რომ "ვალენსიელი" ვილია ამ რეკორდს მალე გააუმჯობესებს.

რაულს აქვს შანსი გახდეს ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი.ამ წოდებამდე მას მხოლოდდამხოლოდ 27 გოლი აშორებს.ჯერჯერობით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიას, ტელმო სარი უდგას სათავეში, მაგრამ იმედია, რომ დროებით.

მადრიდის "ატლეტიკოს" აღზრდილი, სხვადასხვა ჯილდოს "დღითიდღე" ღებულობს.იმედია, წლევალდელ სეზონში, მის ტიტულებს არაერთი თასი შეემატება.მე კი შეგახსენებთ, რომ კაპიტნის აქტივში 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტულია, 6 ლა ლიგის, ორი კონტინენტთაშორისა თასის, ერთი სუპერ თასისა და 4 ესპანეთის თასის.

1994 წლის 29 სექტემბერი არის დღე, როდესაც ახალგაზრდა რაულის დებიუტი შედგა სამეფო გუნდში.იმის შემდეგ 14 წელი გავიდა და "კაპიტანოს" ანგარიშზე უკვე 318 გოლია... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)