Goal.Com 50! რაული - 44

როგორც იცით Goal.com ავლენს სეზონის 50 საუკეთესო ფეხბურთელს. მე გთავაზობთ იმ "რეალის" ფეხბურთელთა პროფილებს,რომლებიც ამ სიაში შევლენ. მართალია რაული "შალკეს" ღირსებას იცავს, მაგრამ ის თითოეული ჩვენგანისთვის მადრიდის "რეალის" ფეხბურთელად რჩება. მაშ ასე, რაულ გონსალეს ბლანკო 44-ე ადგილზე გავიდა და დღეს მასზე ვისაუბრებთ...


რაული, ფეხბურთელი, რომელმაც ჩაატარა 550 მატჩი მადრიდის "რეალის" მაისურით და გაიტანა 228 გოლი, ფეხბურთელი,რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რომელიც არის უბრალოდ ლეგენდა - დღეს გამოდის გელზენკიხენის "შალკეში". მაშინ,როცა გუნდში იყვენენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები,როგორნიც არიან ჰუნტელაარი, ნოიერი, ფარფანი, ხურადო, რაულმა შეძლო მათი გადაფარვა. გერმანელმა გულშემატკივარმა იგი პირველი დღიდანვე შეიყვარა. პირველივე სეზონში რაულმა 19 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა.


Goal.Com 50! რაული - 44



რაულისთვის სეზონი საშინლად დაიწყო. "შალკემ" "ბუნდესლიგაში" პირველი ოთხი ტურის მატჩი წააგო. ამის შემდეგ კი ფელიქს მაგატის გუნდმა ცოტა გამოფხიზლება დაიწყო. რაულმა მისი პირველი გოლი "შალკეს" მაისურით "ბუნდესლიგის" მეექსვე ტურის მატჩში გაიტანა
"მიუნხენგლადბახთან". მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. ეს ძალიან ცუდი შედეგი იყო, მაგრამ... ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა..


Goal.Com 50! რაული - 44


რაულმა დაიწყო, მან საკუთარი ადგილი იპოვა "შალკეში" და ჩვენებურად რომ ვთქვათ, ახალგაზრდობა გაიხსენა. ზამთრის შესვენებამდე მან იმდენი შეძლო,რომ გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა და 16-ე ადგილზე დაამკვიდრა. ნოემბერ-დეკემბრის მონაკვეთში რაულმა ორი ჰეტ-ტრიკი შეასრულა - "ვერდერთან" და "კიოლნთან". მან 7 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

რაულმა ჯერ ფელიქს მაგატის, ხოლო შემდეგ რალფ რაანგნიკის გული მოიგო. იგი ძირითადის უცვლელ ფეხბურთელად იქცა. გარდა გოლების გატანისა, მან უამრავი საგოლე გადაცემა გააკეთა. თავდაუზოგავად მუშაობდა. თითოეულ მატჩში თავის ბრძოლისუნარიანობას ავლენდა. საბოლოოდ იმდენი მოახერხა,რომ გელზენკიხენური კლუბი კრიზისიდან გამოიყვანა და იგი 14-ე ადგილზე გაიყვანა.

ჩემპიონთა ლიგა "შალკესთვის" მოულოდნელად წარმატებული გამოდგა. აქაც რაულის წვლილი უდიდესია. მისმა გამოცდილებამ გუნდს დიდი დახმარება გაუწია. ჯერ არავის ეგონდა,რომ ასე სუსტად მოასპარეზე გუნდი "ბუნდესლიგაში" ჯგუფურ ეტაპს დააღწევდა თავს მაშინ როცა, მისი მეტოქეები იყვნენ "ჰაპოელი", "ბენფიკა" და "ლიონი", მაგრამ "04" პირველ ადგილზე გავიდა. მერვედფინალში "ვალენსია" გამოთიშა და დადგა მეოთხედფინალი.... "ინტერი".... მოქმედი ჩემპიონი....

4 აპრილი... მილანი... ჯუზეპე მიაცას სახელობის სტადიონი.... ათასობით შეკრებილი გულშემატკივარი... პირველი წუთი და სტანკოვიჩის შოკისმომგვრელი გოლი ცენტრიდან... ყველას ეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ "შალკემ" რაულის მეთაურობით იმდენი მოახერხა,რომ გელზენკიხენელბმა 5-2 მოიგეს "სან სიროზე". განმეორებითი მატჩი რაულის ბენეფისად იქცა. ჯერ მან ანგარიში გახსნა,ხოლო შემდეგ ულამაზესი პასით თანაგუნდელს გაატანინა.

ამის შემდეგ რაულმა გერმანიის თასი მოიპოვა. ჯერ ნახევარფინალში მისმა ერთადერთა გოლმა "ალიანს არენაზე" "შალკეს" გამარჯვება მოუპოვა "ბაიერნთან". ფინალში კი "04"-მა "დუსიბურგი დაამრცხა - 5-0. მის მრავალრიცხოვან ტიტულთა სიას კიდევ ერთი დაემატა. ამის შემდეგ იყო ნახევარფინალი "მანჩესტერთან". ნათქვამია "ძალა აღმართს ხნავსო" და ეს ასეც მოხდა. "ეშმაკებმა" გელზენკიხენელები ორი მატჩის ჯამში 5-1 დაარცხეს.

"რაულს არამარტო დიდი როლი აქვს მოედანზე ყოფნისას, არამედ ის უდიდესი შთაგონების წყაროა ახალგაზრდა ფეხბურთელებისა"


რაულს "შალკესთან" კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია,რომ რალფ რაანგნიკთან მას უთანხმოება აქვს და შესაძლოა მან დატოვოს გელზენკიხენური კლუბი. არაა გამორიცხული იგი ესპანეთში დაბრუნდეს, კერძოდ "მალაგაში".

ერთი სიტყვით ის არის "რეალისა და ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ბრწყინვალე ადამიანი და მეგობარი...


Goal.com 50!


50)ვინსენტ კომპანი
49)ხაბი ალონსო
48)მარიო გიოთზე
47)ლუკას ბარიოში
46)ვიქტორ ვალდესი
45)ცესკ ფაბრეგასი
44)რაული
43)ჟერვინიო
42)მატს ჰუმელსი



სტატიის ავტორი:wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)