პერესი 2013 წელს აგუეროს შეძენას გვპირდება

პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფლორენტინო პერესმა პირობა დადო, რომ 2013 წელს სერხიო აგუეროს მადრიდის "რეალში" გადმოიყვანს. შეგახსენებთ, ამ წელს ტრანსფერი ხილ მარინის გამო არ შედგა.


საქმე იმაშია, რომ აგუეროს "სიტიში" გაშვებისას, "ატლეტიკომ" შეიტანა კონტრაქტში პუნქტი, რომლის თანახმადაც არგენტინელი "რეალში" ორი წლის განმავლობაში ვერ გადმოვა. მაგრამ 2013 წლიდან მოყოლებული "რეალს" შეეძლება განახორციელოს ეს ტრანსფერი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ზუსტად 2013 წელს შედგება "რეალის" საპრეზიდენტო არჩევნები და პერესის დანაპირები ზუსტად აგუერო იქნება.

ასევე გახდა ცნობილი, რომ "რეალი" და "სიტი" შეთანხმდნენ იმაზე, რომ 2013 წელს კუნი "რეალში" გადმოვა. ფლორენტინო პერესი დაპირდა დირექტორთა საბჭოს აგუეროს შეძენას და თუ ეს მოხდება, მაშინ ის დარჩება "რეალის" პრეზიდენტის თანამდებობაზე.

2013 წელს აგუერო უკვე 26 წლის იქნება, ეს კი ის ასაკია როდესაც ფეხბურთელები თავის საუკეთესო მხარეებს ავლენენ.

პერესმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება-თუ კუნი ამ ორ წელს ინგლისის პრემიერ ლიგაში სათანადო დონეზე ჩაატარებს, მაშინ მოლაპარაკების თანახმად, "რეალი" მას შეიძენს.

ინფორმაციის წყარო: Defensacentral dle 10.1

  • n1ka
  • 29 ივლისი 2011
  • 2666

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)