Goal.Com 50! ხაბი ალონსო - 49

პოპულარული საფეხბურთო ვებგვერდი Goal.Com ავლენს გასული სეზონის სუაკეთესო ფეხბურთელთა ორმოცდაათეულს. ჯერ მხოლოდ 50-ე, 49-ე, 48-ე და 49-ე ადგილია გამოვლენილი. 50-ზე ვინსენტ კომპანი გავიდა, 49-ზე ხაბი ალონსო, 48-ზე მარიო გიოთზე და 47-ზე ლუკას ბარიოში. მე ეტაპობრივად შემოგთავაზებთ სტატიებს იმ მადრიდისტებზე, რომლებიც ამ ორმოცდაათეულში შევლენ. მაშ ასე 49-ზე ხაბი ალონსოა და სწორედ მასზე ვისაუბრებთ...


ხაბი ალონსო მადრიდის "რეალში" ორიოდე წლის წინ გადმოვიდა. მაშინ "ბლანკოსს" მანუელ პელეგრინი წვრთნიდა. ესპანელმა ჩილელი სპეციალისტის გუნდში ლიდერის სტატუსი მიიკუთვნა, ძირითადის უცვლელ ფეხბურთელად იქცა და ფაქტიურად გუნდის ხერხემალი გახდა. იგი ცენტრის სრული ბატონ-პატრონი გახლდათ. საყრდენის გარდა ის გამთამაშებლის ფუნქციებსაც ინაწილებდა ხოლმე. ბევრს ეგონა,რომ ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ასე არ გაგრძელდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ხაბი პორტუგალიელის გუნდშიც ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია.


Goal.Com 50! ხაბი ალონსო - 49



2009-2010 წლების სეზონი რეალისთვის" წარუმატებელი გამოდგა. კლუბმა ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო, მაგრამ ვერ ვიტყვით,რომ ეს სეზონი ხაბისთვის წარუმატებელი იყო. 2010 წელს მან ესპანეთის ნაკრებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ალონსო იქაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ზოგადად ტურნირზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


Goal.Com 50! ხაბი ალონსო - 49



მადრიდში ხაბის თვალდახუჭული ენდობიან, როგორც გუნდის წევრები, ისე გულშემატკივრებიც. ამაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს. სულ ცოტა ხნის წინ მადრიდში აჟიოტაჟი იყო ატხეილი იმის შესახებ,რომ იკერ კასილასი არ უნდა ყოფილიყო გუნდის პირველი კაპიტანი, რადგან მეკარეობის გამო ის ვერ ახერხებდა თანაგუნდელების დახმარებას თამაშის მიმდინარეობისას. მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი მოიაზრებოდა. "მარკაზე" ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ სურდათ "რეალის" კაპიტნად კასილასის ნაცვლად. გამოკითხულთა 75%-მა ხაბი ალონსოს მისცა ხმა. ეს უკვე იმაზე მეტყველებს,რომ მადრიდში ის უყვართ და აფასებენ.


Goal.Com 50! ხაბი ალონსო - 49



ახლა დავუბრუნდეთ განვლილ სეზონს. თითქმის ყველა თამაშში მისი მეწყვილე სამი ხედირა იყო. გერმანელთან ერთად ხაბი შესანიშნავ ტანდემს ჰქმნიდა. უმრავლეს მატჩებში მათ მიერ კარგად შეკრული ცენტრალური ნახევარდაცვა გაუვალი იყო. "რეალი" ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში იყო სუსტი დაცვისა და ნახევარდაცვის გამო, მაგრამ ხედირასა და ალონსოს ტანდემმა ეს პრობლემა სრულად აღმოფხვრა. მას აქვს შესანიშნავი მოედნის ხედვა, აკეთებს ზუსტ შორეულ თუ ახლო პასებს, თამაშობს ელეგანტურად, შესანიშნავად ურტყამს ჯარიმას. საერთო ჯამში მან 6 გოლის გატანა მოახერხა თეთრი მაისურით...


Goal.Com 50! ხაბი ალონსო - 49



ამ სეზონში მასსა და სერხიო რამოსს ერთი საინტერესო ფაქტი გადახდათ თავს. ესპანელებმა "აიაქსთან" შეხვედრისას თავი ძალით გაიგდეს მოედნიდან, რათა ყვითელი ბარათები არ გადაჰყოლოდათ მერვედფინალში. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ჟოზე მოურინიოს ოინები ყოფილა. პორტუგალიელმა დუდეკისა და კასილასის მეშვეობით მიაწვდინა მათ ხმა. ხაბიმაც და სერხიომაც რიგ-რიგობით მიიღეს წითელი ბარათები. ამას მიუხვდნენ და მატჩის შემდგომ ამ "ოპერაციის" მონაწილეები ფულადი ჯარიმებით დასაჯეს, ხოლო მოურინიოს დისკვალიპიკაცია მისცეს...


Goal.Com 50! ხაბი ალონსო - 49



ხაბი ალონსოს პირველი ტიტული მადრიდის "რეალში" "კოპა დელ რეი" იყო. აღნიშნული თასის ფინალში "ბლანკოსი" "ბარსელონას" შეხვდა და დამატებით დროში მეტოქე რონალდოს გოლის წყალობით დაამარცხა. ხაბი მთლიანად ამ ტურნირის განმავლობაში სტაბილურად გამოიყურებოდა. "ბარსასთან" მატჩში მან კატალონიელთა ფანტასტიკურ ნახევარდაცვას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. "კოპა დელ რეიზე" მან ერთი გოლის გატანაც მოახერხა - "მურსიას" კარში საჯარიმო დარტყმით. ის მატჩი "ბლანკოსმა" 5-1 მოიგო...


Goal.Com 50! ხაბი ალონსო - 49



Goal.Com 50!

50)ვინსენტ კომპანი
49)ხაბი ალონსო
48)მარიო გიოთზე
47)ლუკას ბარიოში




სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)