მოურინიო : "კარგი შეხვედრა იყო"

ბერლინის ჰერტასთან გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა...


"ძალიან კარგი მოსამზადებელი შეხვედრა გამოგვივიდა, რომელშიც გავიმარჯვეთ, ეს იყო პირველი ევროპული მატჩი, ამერიკელების შემდეგ ახლა გერმანელებზე გადავერთეთ."

"სასიამოვნო გამარჯვებას მივაღწიეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე ბრწყინვალე ფორმაში ვართ. გუნდს კიდევ ბევრი აკლია პიკამდე და ყველაფერს ვაკეთებთ. ჩემი კლუბები ყოველთვის აღწევენ წარმატებას მეორე სეზონში, მაგრამ არავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერს მოვიგებთ, წინ ია-ვარდით მოფენილი გზა არ გველის, თითოეულ შეხვედრას უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ და გავათვიცნობიეროთ, რომ ტიტულებისთვის მუდმივი გამარჯვებებია საჭირო."

"შარშანდელმა შეთამაშებამ გუნდი გაცილებით უფრო წინ წაწია, მთელი წლის მანძილზე ფეხბურთელებს ერთად ყოფნა შეეძლოთ და ამან დიდი შედეგი გამოიღო, რაც სამომავლოდ გამოგვადგება. ამ გუნდში არის შესანიშნავი სტრუქტურა, ახალგაზრდული კოლექტივი, ახალი იდეები და ასე შემდეგ, დარწმუნებული ვარ წარმატებას სულ მალე დავინახავთ, რადგან ბრწყინვალე შემადგენლობა შეიკრა."

"ბენზემას შარშან უმძიმესი პერიოდი ედგა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ფრანგი ფორმაში ჩამეყენებინა, ვფიქრობ, კარიმი წელს გაცილებით უკეთ ითამაშებს და ამის საფუძველს ალბათ ყველა ხედავთ, იგი ამერიკაშიც ბრწყინვალედ ვარჯიშობდა და თამაშობდა, მან ჩემში მხოლოდ აღფრთოვანება დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ გასულ წელთან შედარებით, გაცილებით უკეთეს ბენზემას ვნახავთ."

"არგენტინელმა მოთამაშეებმა დიდი ფიზიკური დატვირთვა მიიღეს და მე მათ დასვენების საშუალებას მივცემ, მათ გარეშეც ვახერხებთ ფონს გასვლას, მაგრამ როდესაც ისინი გუნდს შემოუერთდებიან 100 %-ით დაიხარჯებიან." dle 10.1

  • Hala
  • 28 ივლისი 2011
  • 2586

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)