მადრიდის "რეალის" სავარაუდო შემადგენლობა 2011-12 წლის სეზონისთვის

მადრიდის "რეალისთვის" ახალი სეზონის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ბევრი მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით იასპარეზებს "სამეფო გუნდი" მომავალ წელს. რით იქნება განსხვავებული წლევანდელი შემადგენლობა შარშანდელისგან? მოდით ვისაუბროთ ამაზე.


დავიწყოთ..

მეკარე: იკერ კასილასი

აქ უკომენტარო ვიქნები, რადგან ალბათ ყველასათვის ცხადია, რომ იკერი ძირითადი მეკარე იქნება.

მარჯვენა მცველი: სერხიო რამოსი

წინა სეზონი სერხიოსთვის ნამდვილ გამოცდად იქცა, მან ჩემპიონთა ლიგაზე პირველად იასპარეზე 1/4, 1/2 ფინალებში, ასევე პირველად ითამაშა სამეფო თასის ფინალში. მან ეს გამოცდები წარმატებით ჩაატარა და კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ ამ სეზონს იგი ძირითადში დაიწყებს.

მარჯვენა ცენტრალური მცველი: პეპე

პეპემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისი ძირითადში ყოფნა არ განიხილება. გადამწყვეტ დროს მისი შესანიშნავი თამაში ძალიან ეხმარებოდა და დაეხმარება "რეალს"

მარცხენა ცენტრალური მცველი: რიკარდუ კარვალიო.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რიკარდოს უკანასკნელი სეზონი "რეალის" ძირითადში. იგი უკვე 33-საა, სეზონის ბოლოსკენ კი 34-ს იქნება, მაგრამ ამ სეზონს სავარაუდოდ იგი ძირითადში ითამაშებს. ასევე მან შესანიშნავად ჩაატარა წინა სეზონი, მოურინიო კი მას ენდობა.

მარცხენა მცველი: ასევე ყველაფერი ცხადია, ვფიქრობ რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი იდგება ამ პოზიციაზე. მარსელო ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი და ახალი რობერტო კარლოსია "რეალისთვის". მისი თამაში წინა სეზონში ძალზედ თვალშისაცემია.

საყრდენები: სამი ფეხბურთელი: სამი ხედირა-ხაბი ალონს-ფაბიო კოენტრაო.

თქვენ იკითხავს: და სადაა შაჰინი? მე კი გიპასუხებთ: შაჰინს ყიდულობდნენ ალონსოს შესაცვლელად, რომელსაც სულ მალე 30 წელი უსრულდება. რაც ასევე არც თუ ისე ახალგაზრდული ასაკია. შაჯინი ხშირად ითამაშებს, მაგრამ ძირითადის ფეხბურთელი ჯერ არ იქნება. ხედირა რამოსთან სიახლოვეში იასპარეზებს, ალონსო კი ამოხურავს ცენტრს. კოენტრაო კი მარცხენა ჩამშლელი იქნება. ეგ როგორ? დიახ, ვფიქრობ ზუსტად ამიტომ ათამაშა იგი ჟოზემ ყველა მეგობრულ შეხვედრაში მაგ პოზიციაზე.

კოენტრაო უნივერსალურია, დარწმუნებული ვარ იგი მაგ პოზიციაზე ითამაშებს, ხედირასა და ალონსოზე ცოტათი წინ. წარმოიდგინეთ: მარსელო-კოენტრაო-რონალდუ. ეს სამეული ერთ ფლანგზე იასპარეზებს.

მარცხენა ნახევარმცველი: კრიშტიანუ რონალდუ.

აქ ასევე ყველაფერი ცხადია, რონალდუ გუნდის უპირობო ლიდერია.

მარჯვენა ნახევარმცველი: მესუთ ოზილი.

აქ ყველაფერი გაურკვევლადაა. ოზილი და დი მარია. წინა სეზონით თუ ვიმსჯელეთ ოზილი უფრო სასარგებლოა, ვფიქრობ მოურინიო მას აირჩევს.

თავდასხმელი: კარიმ ბენზემა/გონსალო იგუაინი.

ყველაზე საკამათო პოზიცია. არ ვიცი ვინ იქნება ახალი შენაძენი, მაგრამ სავარაუდოდ იგუაინი ან ბენზემა დარჩებიან მთავარ ფორვარდებათ. მე მათი სახელები იმის გათვალისწინებით დავწერე, რომ "რეალს" არავინ უყიდია ჯერ, თუმცა დარწმუნებული ვარ ვინმეს იყიდის. არ ვიცი ვინ იქნება ეს, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით-წინა ზაფხულის ისტორია არ განმეორდება.

შედეგი:

კასილასი
რამოსი-პეპე-კარვალიო-მარსელო
ხედირა-ალონსო-კოენტრაუ
ოზილი და რონალდუ
ბენზემა/ იგუაინი

ცვლილებები:

მოურინიოს ყველა პოზიციაზე ეყოლება მეორე ფეხბურთელი: კასილასი-ადანი, რამოსი-ალტინტოპი, პეპე-ვარანე, კარვალიო-ალბიოლი, მარსელო-არბელოა, ხედირა- შაჰინი, ალონსო-პეპე, კოენტრაო-დი მარია, რონალდუ-კალეხონი, ოზილი-კაკა, ბენზემა- იგუაინი.

ალტინტოპი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მარჯვენა მცველს თამაშობდა და საკმაოდ შედეგიანადაც, ამიტომ ვფიქრობ მას ამ პოზიციაზე გამოიყენებენ. საყრდენ ზონაში შეუძლიათ თამაში პეპეს და ვარანეს თუ საჭიროება იქნება. რატო ვარანე? თავად მოურინიომ თქვა, რომ მას შეუძლია მანდ თამაში. თუ ტრავმებს მიიღებს ორი ძირითადის ფეხბურთელი, მაშინ მოურინიო გადავა 4-2-3-1-ზე. და შემდეგ, როდესაც ისინი დაბრუნდებიან, კვლავ დაუბრუნდება 4-3-3.ს

იმედი მაქვს მოგეწონათ. dle 10.1

  • n1ka
  • 26 ივლისი 2011
  • 4626

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)