ჟოზე ლეონს და დრენტეს შეხვდება?

პედრო ლეონის და როისტონ დრენტეს მადრიდში დარჩენის შანსი ძალიან პატარაა, ამიტომ ჟოზე მოურინიოს რაც შეიძლება სწრაფად სურს "ზედმეტი" ფეხბურთელების გუნდიდან გაშვება და სეზონისთვის წყნარად მომზადება...


ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პორტუგალიელი სპეციალისტი საკუთარ შეგირდებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და ამას არც ჟოზე მალავს, რომ პედრო და როისტონი "ბლანკოსის" გეგმებში არ ჯდებიან.

გუნდმა იყიდა კოენტრაო, რომელიც პირველ რიგში მარსელოს კონკურენტი იქნება. როისტონ დრენტე კი მარცხენა მცველია, ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი კი არცერთ მწვრთნელს არ სჭირდება, იგივე სიტუაციაა ლეონის შემთხვევაშიც, თანაც ახალგაზრდა გარემარბმა შარშან ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები, სიმართლე რომ ვთქვათ, მას დროც ძალიან ცოტა ჰქონდა, რადგან ფაქტიურად სულ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ჟურნალისტთა ვარაუდით შეხვედრის და საუბრის შემდეგ ორივე ფეხბურთელი ახალი კლუბის ძებნას დაიწყებს და სწორედ ამის ამის შემდეგ მოხდება ტრანსფერი.

დრენტეს შეძენით გალათასარაი, ნაპოლი და ევერტონი ინტერესდებიან. ხოლო პედრო ლეონი ადრე მილანს სურდა, მაგრამ იტალიელები აღარ აქტიურობენ, მისით ჯერ-ჯერობით მხოლოდ ყოფილი კლუბი, ხეტაფე ინტერესდება. dle 10.1

  • Hala
  • 26 ივლისი 2011
  • 2006

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)