Copa América 2011

სტატიას,რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ ნაკლებად ეხება მადრიდის "რეალს" ,მაგრამ ეს თემა აქტუალური იყო განვლილი თვის მანძილზე. არგენტინაში მიმდინარეობდა კოპა ამერიკის 2011 წლის გათამაშება. გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს, სტატისტიკას და სხვადასხვა ნიუანსებს ამ ჩემპიონატიდან...


მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ტურნირის დაწყებამდე უმთავრეს ფავორიტად, რა თქმა უნდა, არგენტინა და ბრაზილია მიიჩნეოდა. განსაკუთრებით მასპინძლებს ჰქონდათ მეტი შანსი მოგებისა. ამისთვის ორი მიზეზი არსებობდა - პირველი - საშინაო არენის ფაქტორი და მეორე - საუკეთესო შემადგენლობა ჩემპიონატზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს საკმარისი არ ყოფილა...

ჯგუფური ეტაპი სკანდალურად დაიწყო. სამხრეთ ამერიკულმა "შესანიშნავმა სამეულმა" (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი) თავიანთ პირველ ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს. წარმოჩინდნენ ისეთი გუნდები, რომელთაგანაც გაბრწყინებას არავინ ელოდა.მაგალითად, კოლუმბიამ ვადაზე ადრე გაინაღდა მეოთხედფინალისტობა. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდა. აქ უკვე ყოვეილვე ლოგიკურად დასრულდა. სამხრეთ ამერიკულმა ტიტანებმა მეოთხედფინალში გააღწიეს. წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა: არგენტინა - ურუგვაი, ჩილე - ვენესუელა, პერუ - კოლუმბია, პარაგვაი - ბრაზილია. ოთხივე მატჩში სენსაცია დაფიქსირდა....


1/4 ფინალი - არგენტინა 1-1 ურუგვაი (4-5 პ.)


მასპინძლის ფაქტორი, შესანიშნავი შემადგენლობა - ამ ორ მიზეზს უდიდესი წვლილი უნდა შეეტანა ამ მატჩში, მაგრამ არა! პირველივე წუთებში, კერძოდ მეხუთე წუთზე დიეგო პერესმა ურუგვაი დააწინაურა.12 წუთში იგუაინმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ყველას ეგონა,რომ არგენტინას გაუიოლდებოდა გამარჯვება, მითუმეტეს მაშინ,როცა დიეგო პერესი მსაჯმა გააძევა. მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობა აღდგა - მასკერანომ წითელი ბარათი მიიღო. მასპინძლები დიდი ძალებით უტევდნენ, მაგრამ ურუგვაელთა კარი გაუვალი იყო. მუსლერამ შესანიშნავად ითამაშა. დამატებით დროში მოხლოდ ერთადერთი ფეხბურთელის გამოყოფა შეიძლება - ისევ და ისევ ფერნანდო მუსლერა. საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა და ტევესის გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა ურუგვაის სენსაციური გამარჯვება მოაპოვებინა. აქვე უნდა აღვნიშნოთ მადრიდისტების გამოსვლა არგენტინის ნაკრებში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფერნანდო გაგომ ბევრად უკეთ ითამაშა, ვიდრე დი მარიამ და იგუაინმა...


1/4 ფინალი - ჩილე 1-2 ვენესუელა


ჩილე ერთადერთი გუნდი იყო კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე,რომელმაც დამაჯერებლი და ლამაზი თამაში აჩვენა. ბევრი მათ ფავორიტად მიიჩნევდა ტურნირისა, მაგრამ მათი წინსვლა მოულოდნელად ვენესუელამ შეაჩერა. 34-ე წუთზე ვისკარონდომ ვენესუელელები დააწინაურა. პირველი ტაიმის დასასრულს ჩილემ რიცხვობრივი უპირატესობა მოიპოვა - მოედნიდან ტომას რინკონი იქნა გაძევებული. 69-ზე სუაზომ გაათანაბრა, თუმცა 10 კაციანმა ვენესუელამ 80-ე წუთზე სიჩეროს გოლის წყალობით მაინც მოახერხა წინ გასვლა. 2 წუთში ჩილეც 10 კაცით დარჩა - ამჯერად წითელი ბარათი გარი მედელმა მიიღო...


1/4 ფინალი - პერუ 2-0 კოლუმბია


ჯგუფური ეტაპიდან გასულთაგან ყველაზე სუსტ გუნდად პერუ მიიჩნეოდა. კოლუმბიამ კი ფანტასტიკური თამაში აჩვენა მანამდე ჩატარებულ 3 შეხვედრაში. მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, მაგრამ კოლუმბიელთა წამება სწორედ დამატებით დროში დაიწყო. 101-ზე ლობატონმა, ხოლო 111-ზე ვარგასმა გაიტანა და პერუს ნახევარფინალის საგზური მოუპოვა...


1/4 ფინალი - პარაგვაი 0-0 ბრაზილია (2-0 პ.)


პარაგვაიმ ჯგუფურ ეტაპზე ყველა მატჩი ფრედ დაასრულა. ბრაზილიამაც ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო თამაში. მენეზეშის გუნდს აშკარად აკლდა შეთამაშება. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 მორჩა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს,რომ პარაგვაის ბრაზილიისთის სერიოზულად ერთხელაც კი არ შეუტევია. რომ არა ხუსტო ვილარი, ალბათ "პენტაკამპეონები" მინიმუმ 3-0-ს მოიგებდნენ. დამატებით დროში ისევ ვილარის საუკეთესო თამაში და საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერია. აქ კი ისეთი რამ მოხდა, რომ მენეზეში მის ყველაზე უარეს კოშმარშიც ვერ წარმოიდგენდა. ბრაზილიელთაგან პენალტი ვერცერთმა ვერ გაიტანა. პარაგვაის მხრიდან ორი ზუსტი დარტყმა და კიდევ ერთი სენსაცია...


1/2 ფინალი - პერუ 0-2 ურუგვაი


ამ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ლიდერი აშკარად გამოკვეთილი იყო, და ეს ურუგვაიმ დაამტკიცა. ლუის სუარესმა მეორე ტაიმის დასაწყისში 5 წუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს ფინალისტობა გაუფორმა. პერუს ისღა დარჩენოდა მესამე ადგილისთვის ებრძოლა...


1/2 ფინალი - პარაგვაი 0-0 ვენესუელა (5-4 პ.)


აქ კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა გამომდინარე მატჩიდან. 90 წუთის განმავლობაში ვენესუელა მწვავედ უტევდა, მაგრამ ხუსტო ვილარი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ასევე გამოირჩეოდა ის დამატებით დროში. 102-ე წუთზე პარაგვაი 10 კაცით დარჩა - წითელი ბარათი ჯონათან სანტანამ მიიღო. მაგრამ მათ ყველაფერი მაინც პენალტების სერიამდე მიიყვანეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც - 5-4. აღსანიშნავია,რომ პარაგვაიმ ფინალამდე ისე მიაღწია,რომ ერთი მატჩიც კი არ მოუგია ძირითად დროში - ყველა ფრედ ითამაშა - ეს ჯერ კოპა ამერიკაზე არ მომხდარა...


მატჩი მესამე ადგილისთვის - პერუ 4-1 ვენესუელა


ეს მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. პირველ ტაიმში ჩიროკემ პერუ დააწინაურა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 13 წუთში მსაჯმა ვენესუელა 10 კაცის ამარა დატოვა - მან ტომას რინკონი გააძევა. ამის შემდეგ კი მატჩი პაოლო გერეროს ბენეფისად იქცა. პერუელმა ჰეტ-ტრიკი გაიფორმა და საბოლოოდ ტურნირის ბომბარდირიც გახდა. მისი გოლების შუალედში კი - არანგომ 1 გოლის გატანა მოახერხა...


ფინალი - ურუგვაი 3-0 პარაგვაი


ურუგვაის თამაშის საქებარი სიტყვები არ დაგველევა. გუნდმა უბრწყინვალესი მატჩი ჩაატრა - ეს შედეგზეც აისახა. 11-ე წუთზე სუარესმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დააწინაურა. პირველი ტაიმის დასასრულს ფორლანმა შესანიშნავი დარტყმით ანგარიში 2-0 გახადა. მეორე ტაიმში პარაგვაი ცოტა გამოფხიზლდა, ვალდესმა ძელსაც კი მოარტყა ბურთი, მაგრამ დიეგო ფორლანმა მათ წვალებას წერტილი 90-ე წუთზე დაუსვა - 3-0. ურუგვაი მეთხუტმეტედ გახდა კოპა ამერიკის ჩემპიონი - გახდა ყველა დროის საუკეთესო სამხრეთ ამერიკული გუნდი...


Copa América 2011


Copa América 2011




საუკეთესო მეკარე - 1)ხუსტო ვილარი(პარაგვაი), 2)ფერნანდო მუსლერა(ურუგვაი), 3) რაულ ფერნანდესი(პერუ)

საუკეთესო მცველი - 1)დიეგო ლუგანო(ურუგვაი), 2)ოსვალდო ვისკარონდო(ვენესუელა), 3)ხუან სუნიგა(კოლუმბია)

საუკეთესო ნახევარმცველი - 1)ეგიდიო არევალო(ურუგვაი), 2)ალვარო პერეირა(ურუგვაი), 3)ხუან არანგო(ვენესუელა)

საუკეთესო თავდამსხმელი - 1)ლუის სუარესი(ურუგვაი), 2)პაოლო გერერო(პერუ), 3)დიეგო ფორლანი(ურუგვაი)

საუკეთესო ფეხბურთელი - 1)ლუის სუარესი(ურუგვაი), 2)ხუსტო ვილარი(პარაგვაი) 3)დიეგო ფორლანი(ურუგვაი)

საუკეთესო მწვრთნელი - 1)ოსკარ ტაბარესი(ურუგვაი), 2)სერჯიო მარკარიანი(პერუ), 3)სეზარ ფარიასი(ვენსეუელა)

ტურნირის იმედგაცრუება - 1)დანი ალვეში(ბრაზილია), 2)კარლოს ტევესი(არგენტინა), 3)ნეიმარი(ბრაზილია)

ბომბარდირი - პაოლო გერერო(პერუ) - 5 გოლი




კოპა ამერიკის სიმბოლური ნაკრები


მეკარე - ხუსტო ვილარი(პარაგვაი)

მცველები - ხუან სუნიგა(კოლუმბია), დიეგო ლუგანო(ურუგვაი), ოსვალდო ვისკარონდო(ვენესუელა), ალვარო პერეირა(ურუგვაი)

ნახევარმცველები - კრისტიან რივეროსი(პარაგვაი), ეგიდიო არევალო(ურუგვაი), ხუან არანგო(ვენესუელა)

თავდამსხმელები - დიეგო ფორლანი(ურუგვაი), პაოლო გერერო(პერუ), ლუის სუარესი(ურუგვაი)




* როგორც იცით, კოპა ამერიკას ჰყავს 10 მუდმივი წევრი და 2 სტუმარი. წელს იაპონია და მექსიკა უნდა ყოფილიყო ეს ორი გუნდი, თუმცა აზიელებმა უარი განაცხადეს გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ მათ მაგივრად კოსტა-რიკა გამოვიდა საასპარეზოდ.

* წელს პირველად ამოქმედდა კოპა ამერიკაზე დამატებით დრო. აქამდე მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში პირდაპირ პენალტების სერია ინიშნებოდა.

* დიეგო ფორლანი ამ ტურნირზე გახდა ურუგვაის ნაკრების ყველა დროის რეკორდსმენი.

* პირველად კოპა ამერიკა 1916 წელს ჩატარდა არგენტინაში და ჩემპიონობა ურუგვაიმ მოიპოვა.

* ყველაზე მეტჯერ კოპა ამერიკა არგენტინაში ჩატარდა - 9-ჯერ.

* გარკვეული მიზეზების გამო კოპა ამერიკა არ ჩატარდა 1975, 1979 და 1983 წლებში.


სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)