კაკა : '' მოურინიომ დამარწმუნა, რომ ამ სეზონში ვჭირდები''

რიკარდო კაკამ ინტერვიუ ჩაწერა, ესპანელ ჟურნალისტებთან.მან ისაუბრა მის მდგომარეობაზე ''რეალში'' და მცირე კომენტარი გააკეთა მის ნაკრებში არ გამოძახებასთან დაკავშირებით


თქვენ პირველი სრული სეზონი გელით წინ, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ...

ეს დღეები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს სეზონი ნამდვილად განსხვავებულად დაიწყო, ტრამვა არ მაქვს და დღითიდღე თავს უკეთ ვგრძნობ.

რამდენად თავდაჯერებული ხართ ?


თანდათანობით, მემატება თავდაჯერებულობა, თუმცა ეს საკმარისი არაა, მე თავი უნდა ვიგრძნო საჭირო ადამიანად, რაც მეტ ძალისხმევას შემძენს.

''რეალიდან'' აბარგებაზე თუ გიფიქრიათ?

მე კმაყოფილი ვარ ჩემი კლუბით. მწვრთნელებს და ფეხბურთელებს ჯერაც სჯერათ ჩემი. კლუბის მწვრთნელს და ხელმძღვანელობას უკვე ველაპარაკე. მე ვრჩები გუნდში, ეს ნათელია.

ფიზიკურად როგორ გრძნობთ თავს ?

ორი ურთულესი სეზონის შემდეგ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა მომავლის და იმედი მაქვს, რომ ''რეალში'' ასპარეზობით, ფეხბურთის თამაშის ხალისს დავიბრუნებ.

რა რჩევები მოგცათ მოურინიომ ?

მან მითხრა : ''გამხნევდი და საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნე''

კოპა ამერიკაზე თამაში თქვენ იუარეთ ?

არა. მე ვესაუბრე მენეჟეშს და ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ამჟამად არ არის შესაბამისი დრო ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. არგენტინაში ის ფეხბურთელები გაემგზავრენ, ვინც უკეთ იყო მომზადებული ფიზიკურად.

სხვა კლუბში გადასვლაზე თუ გიფიქრიათ ?

არა. მე ველაპარაკე ჟოზეს და მან დამარწმუნა,რომ უნდა დავრჩენილიყავი. მე არ მინდოდა წასვლა. არც მწვრთნელს. ხელმძღვანელობას კი არაფერში აწყობდათ ჩემი გაყიდვა, ასე რომ ყველაფერი ნათელია, მე ვრჩები მადრიდში.





As.Com dle 10.1

  • Neymmar
  • 25 ივლისი 2011
  • 2887

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)