ზიდანი : "ეს წელი აუცილებლად ჩვენი იქნება"

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა, ფრანგმა ლეგენდამ კლუბში მიმდინარე პროცესებსა და მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა, რომელსაც ხოტბა შეასხა...


თქვენ ახალ თანამდებობაზე დაინიშნეთ, რას ნიშნავს თქვენთვის დირექტორობა?

ეს ძალიან განსხვავებული საქმეა, ადრე ფეხბურთელი ვიყავი, ახლა კი კლუბში სერიოზული და საპასუხისმგებლო პოსტი მიჭირავს, ყველაფერს თანდათანობით ვეუფლები და კლუბის დახმარებას ვცდილობ.

რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ "ბლანკოსისთვის" ?

სამეფო კლუბის სპეციპიკას უკვე დიდი ხანია გავეცანი და ვიცი რა სჭირდება ამ დიდებულ გუნდს. "რეალში" ბევრი ახალგაზრდა მოვიდა, რომლებსაც დიდ დახმარებას ვუწევ და ადაპტირებაში ვეხმარები.

ფეხბურთელებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

შესანიშნავი, მე მათთან ჰარმონიულ ურთიერთობაში შევედი, გამოცდილი და გამოუცდელი მოთამაშეებისთვისაც ავტორიტეტს წარმოვადგენ და დიდ სიამოვნებას ვიღებ, ჩვენ გუნდის ნაწილები ვართ და ერთმანეთს პატივს ვცემთ.

რას იტყვით მთავარ მწვრთნელზე?

ჟოზე საკუთარი საქმის გენიოსია, პორტუგალიელი სპეციალისტი სწორედ ის ადამიანია, ვინც მადრიდის "რეალს" და მის ამბიციებს დააკმაყოფილებს, მოურინიო ყოველთვის იყო გამარჯვებებზე და ტიტულებზე ორიენტირებული მწვრთნელი, ისევე როგორც "ბლანკოსი". ეს ხომ დიდი ისტორიის მქონე კლუბია.

საერთოდ მოურინიოს გუნდები მეორე სეზონში ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურებიან...

ჟოზესთვის პირველი სეზონიც წარმატებული აღმოჩნდა, მან ბევრი რამე მოახერხა და დარწმუნებული ვარ მომდევნო წელი გაცილებით უფრო უკეთესი და შედეგიანი იქნება, მთავარია გუნდი თითოეული შეხვედრის მოგებაზე იყოს ორიენტირებული.

მთავარი მწვრთნელის განცხადებით გუნდს ფორვარდი ესაჭიროება...

მწვრთნელმა თავისი საქმე ძალიან კარგად იცის, ასევე ისიც კარგად იცის, რომ გუნდი ამჟამადაც ძლიერია, მაგრამ თუ პორტუგალიელი ჩათვლის საჭიროდ წინახაზელის დამატებას, მაშინ გუნდი ინტენსიურად იმუშავებს ტრანსფერზე, მაგრამ ამჟამად ვერაფერს გეტყვით, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა დარჩენილი.

რას იტყვით კოენტრაოს ფასის შესახებ?

30 მილიონზე ბევრი საუბრობდა, სკეპტიკოსთა განცხადებით ჩვენ პორტუგალიელის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხა გავიღეთ, მაგრამ ფეხბურთელი აშკარად ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა და მსოფლიოს კიდევ ერთი ვარსკვლავი ეზრდება, ფაბიოს მონაცემები რა თქმა უნდა აღმაფრთოვანებელია.

გუნდზე რას ფიქრობთ?

"რეალს" წინ უმძიმესი და ძალიან გრძელი სეზონი ელის, რომელიც მომქანცველი იქნება, მაგრამ გვყავს ბრწყინვალე შემადგენლობა, ასევე გვაქვს როტაციების გაკეთების საშუალება, რადგან სათადარიგოთა სკამი გრძელია. ყველაფრისთვის მზად ვართ და ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ თითოეული ტიტულის მოგება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდება.

რა ცვლილებები და პროგრესია თითოეულ ხაზში?

თავდასხმა და ნახევარდაცვა მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული, მაგრამ ვფიქრობ ნახევარმცველთა კიდევ უფრო გაძლიერება უპრიანი იქნებოდა.

შარშან ოზილმა , ხედირამ და დი მარიამ გაცემული ავანსები გაამართლეს, ისინი სწორედ ნახევარმცველები არიან...

დამერწმუნეთ მათთვის მხოლოდ პირველ სეზონში ყველაფრის მოთხოვნა წარმოუდგენელი იყო, ამ ფეხბურთელებმა გვაჩვენებს, რომ მაღალი კლასის მატარებლები არიან ახლა კი უკვე დროა თამაში კიდევ უფრო დახვეწონ.

შარშანდელ სეზონში "ბლანკოსმა" სამეფო თასი მოიგო, რომელიც დიდი ხანი არ ჰქონდა მოგებული, თანაც პრინციპული მეტოქე დაამარცხა.

დიახ, ეს დიდი წარმატებაა, ამასთანავე პრიმერა დივიზიონში 92 ქულას მოვუყარეთ თავი, რაც ნამდვილად არ იყო პატარა საქმე, მაგრამ ყველაფერი ზემოთხსენებული წარსულს ჩაბარდა, ახლა მხოლოდ მომავალ გეგმებზე ვფიქრობთ.

2012 წელი მოდის და ამასთანავე 10 წელი ხდება მას შემდეგ, რაც "რეალს" ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, გახსოვთ მაშინდელი ბრწყინვალე გოლი?

რაღა თქმა უნდა მახსოვს, ის დღე ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, იმედი მაქვს "ბლანკოსი" მეათედ მოიგებს ჩემპიონთა თასს და ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ ტიტულს.

რას ელოდებით მომავალი სეზონისგან?

მხოლოდ წარმატებას და წინსვლას, ამის ყველა წინაპირობა არსებობს. მოურინიო ინტენსიურ და საჭირო ვარჯიშებს ატარებს, რომელიც შედეგებს აუცილებლად გამოიღებს. dle 10.1

  • Hala
  • 24 ივლისი 2011
  • 3023

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)