მადრიდის "რეალის" მმართველი გუნდი

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, მადრიდის "რეალის" სპორტული დირექტორის თანამდებობა ზინედინ ზიდანმა დაიკავა. ისევე, როგორც მოედანზე, ასევე სამეფო კლუბის მმართველ გუნდშიც სოლიდური კონკურენციაა. HalaMadrid.Ge გიამბობთ, თუ რა მიზანს ისახავს მადრიდელთა უახლესი რეფორმები.


მადრიდის "რეალის" მმართველი გუნდი
რა საიდუმლოებებს ინახავს მადრიდის "რეალის" სამმართველო? გსმენიათ რაიმე სკანდალი ზინედინ ზიდანის შესახებ?! - ალბათ არა. ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი, ზინედინს ცოცხალ "სამუზეუმო ექსპონატად" მიიჩნევს. ზიდანი აქტიურ სპორტს რამდენიმე წლის წინ ჩამოშორდა, მან მწვანე მოედნიდან - რეკლამების გადასაღებ მოედანზე გადანაიცვლა, მაგრამ ამავე დროს იაზიდს სამეფო კლუბის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეკავა. როდესაც მოურინიოს სურვილი ასრულდა და ხორხე ვალდანო გუნდის სამმართველო ორგანოდან მოკვეთეს, პორტუგალიელმა ყველაფერი სრულფასოვნად აწონ-დაწონა და მივიდა დასკვნამდე, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე ზინედინ ზიდანი უნდა დანიშნულიყო. ეს მას დაეხმარება, რომ ჰქონდეს უფრო მჭიდრო კავშირები კლუბის მმართველ გუნდთან.
მადრიდის "რეალის" მმართველი გუნდი
ჰიპოთეზა, რომ ზიდანს სურს ისარგებლოს დაკავებული თანამდებობით, უბრალოდ აბსურდული და სასაცილოა. მისი უმთავრესი მიზანი არის ის, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, მადრიდის "რეალმა" დაიბრუნოს ძველი დიდება და გაიზარდოს კლუბის ეკონომიკური პოტენციალი. ამ გენიალურ პიროვნებას, შეუძლია სწრაფი და რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ბევრი ამბობს, რომ ზიდანი კარგი მწვრთნელია. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრების ნამდვილი მწვრთნელი ზინედინი იყო და სწორედ ის იღებდა უმთავრეს გადაწყვეტილებებს ნაკრებში, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ზიდანი ცუდი მწვრთნელი ყოფილა... რატომ? - იმიტომ, რომ არც ერთი კარგი მწვრთნელი არ დათმობს მსოფლიო თასს პიროვნული ინტერესების გამო. მაგრამ საქმე ამაში არ არის, მოურინიოს სჭირდება ვარსკვლავი, ლეგენდა, რომელსაც ჟოზე საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებს. მან კი ასეთი კაცი უკვე იპოვა.
მადრიდის "რეალის" მმართველი გუნდი
"ვფიქრობ, ზიდანი არაფერ კავშირში არ არის მადრიდის "რეალის" უკანასკნელი ტრანსფერების უმრავლესობასთან" - ეჭვი მეპარება, რომ ზიდანი კარგად იცნობდეს ალტინტოპის აგენტს. არც იმის მჯერა, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა ფაბიო კოენტრაოსთან... ზინედინმა კლუბს მხოლოდ რაფაელ ვარანეს გადმობირება ურჩია. გამორიცხული არ არის, რომ ზიდანსა და მოურინიოს შორის ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, რაც კლუბს კარგის მეტს არაფერს მოუტანს. გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ იაზიდის ბრწყინვალე ასპარეზობა სამეფო კლუბში და ჩემპიონთა ლიგის მე-9 თასი, რომელიც "რეალმა" ამ ფრანგი ფეხბურთელის დახმარებით მოიპოვა. ფანები მას ენდობიან!
მადრიდის "რეალის" მმართველი გუნდი
ზიდანმა ახლა ძალიან ბევრი უნდა ისწავლოს. მას ბწყინვალე შანსი აქვს, რომ ჟოზე მოურინიოსთან შექმნას შესანიშნავი ტანდემი, რომელიც ძლევამოსილ გუნდს უთავკაცებს. ზინედინს შეუძლია გახდეს ღირსეული ხელმძღვანელი. ამჟამად, ფრანგი იმავე პოსტზე მუშაობს, რომელიც მილანის "ინტერში" მატერაცის ეკავა.

ზიდანი პირველი გუნდის უფროსი იქნება, სანჩესი კი - კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ჟოზე მოურინიოსვე თაოსნობით დაინიშნა თანამდებობაზე. ხოსე ანხელი წავიდა, სანჩესი კი გუნდში დარჩა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, მადრიდის "რეალში" ერთი წელი გაატარა, სამმართველო სფეროში ადგილი გაიმყარა, ფეხი კარგად მოიკიდა, ახლა კი სურს ზინედინ ზიდანთან ერთად შექმნას ძლევამოსილი კლუბი, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში ევროპულ ფეხბურთში საკუთარ ჰეგემონიას დაამყარებს.
მადრიდის "რეალის" მმართველი გუნდი
როგორც ხედავთ, მადრიდის "რეალის" სამმართველო შტაბში ძირეული ცვლილებები მოხდა. თანამდებობა რამოდენიმე პიროვნებამ დატოვა, ვაკანტური ადგილები კი მათმა შემცვლელებმა შეავსეს. ამჟამად, ზიდანი მოურინიოსთან ერთად ლოს ანჯელესში იმყოფება, სადაც ისინი საერთო ენის გამონახვას ცდილობენ. რაოდენ სასაცილოდაც არ უდნა ჟღერდეს, ამჟამად ზინედინი შეგირდია, მოუს შეგირდი, რომელმაც კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს...

ფაქტია, რომ ანხელ სანჩესი უმეტეს დროს სარეკლამო კამპანიებს უთმობდა, ხორხე ვალდანო კი კანტერანოებს არ სწყალობდა... ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ჟოზე მოურინიომ გუნდში დააბრუნა კლუბის აღზრდილი ხოსე კალეხონი, ხოლო რამოდენიმე კანტერანო პირველ გუნდში გადმოიყვანა. პორტუგალიელი მათ საშუალებას აძლევს თავი ამხანაგურ შეხვედრებში გამოიჩინონ. "რეალში" დიდებული ბიჭები მოდიან, რომელთაც უდიდესი პოტენციალი აქვთ...


By Kevlish... dle 10.1

  • kevlisha
  • 23 ივლისი 2011
  • 2934

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)