კრიშტიანოსა და მესის დაპირისპირება მხოლოდ ახლა იწყება

სანამ კრიშტიანო რონალდო ბრწყინავს წინასასეზონო სამზადისისას, მესის ამ დრომდე ვერ მოუნელებია, რომ მისი ნაკრები ასე უსუსური ბავშვივით გამოვარდა კოპა ამერიკიდან.
მესის შესაშური ჯერ-ჯერობით არაფერი სჭირს პორტუგალიელისა, რადგან ბოლო ორი წელია, რაც საუკეთესო ფეხბურთელად მას ასახელებენ.
თუმცა ამ სეზონში შესაძლოა ყველაფერი რონალდოს სასარგებლოდ შემობრუნდეს...


კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალედ გამოიყურება წინასასეზონო სამზადისისას. მან ''ჩივასის'' წინააღმდეგ ჰეთრიკი შეასრულა და სეზონს საოცარ ფორმაში ეგებება. გოლის გატანის ალღო მას უფროდაუფრო ემატება.
ლეო მესი კი არამარტო, არგენტინული მედიის კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა, არამედ სრულიად ურუგვაის დასაცინიც გახდა.

ლოს ანჯელესის სამზადისი დადებითად მოქმედებს რონალდოზე. იგი არამარტო კარგ ფორმაშია, მისი იმიჯი დღითიდღე უმჯობესდება. წლევანდელი სეზონი ალბათ ყველაზე კომფორტული იქნება პორტუგალიელისთვის, იგი ლიდერის სახით, დამშვიდებული და ფიზიკურად კარგად მომზადებული გაუძღვება გუნდს სანტიაგო ბერნაბეუზე...

წინა წლებისგან განსხვავებით, რონალდო ბევრად ჩამოყალიბებული ჩანს. იგი იშვიათად შედის ვინმესთან კომფლიკტში და ცდილობს თამაშით დაამტკიცოს თავისი ძალა.
მოურინიომ თითქოს დააღვინა კრიშტიანო, მიუხედავად იმისა, რომ გართობას და ქალებს მის პირად ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, მაინც ვფიქრობ, რომ რონალდო გაიზარდა. გაიზარდა როგორც ფეხბურთელი და გაიზარდა როგორც, კაცი...
ამით იმის თქმა მინდა, რომ ''რეალის'' 7 ნომერი ახალ სეზონს ოპტიმალურ ფორმაში, კარგი ფსიქოლოგიური განწყობით ეგებება.

რაც შეეხება მესის, იგი იმდეგაცრუებულია. არგენტინის კრახი თითქოსდა მას დაბრადლა, არადა მართლა არ ყოფილა გუნდის აქილევსის ქუსლი მიმდინარე კოპაზე. ლოგიკურად ლეო გადაღლილი და არც თუ ისე კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ეგებება სეზონს, რაც ბარსას თამაშზე ასახვას ჰპოვებს.

ჩვენ დაგვრჩენია დაველოდოთ სეზონის დაწყებას. რონალდოსა და მესის მდგომარეობა კი ალბათ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში უკეთ გამოჩნდება.
ამ დაპირისპირებაში გამარჯვება კი ''რეალს'' შესაძლოა თილისმასავით გამოადგეს და ასახვა ჰპოვოს ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში.

es.eurosport.yahoo.com - ზე გამოკითხვაც კი მიმდინარეობს, კითხვებით:
1. ფიქრობთ, რომ მესიზე უარყოფითად იმოქმედებს კოპა ამერიკაზე წარუმატებლობა ?
2. არის კრიშტიანო რონალდო მზად დაიბრუნოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი ?
dle 10.1

  • Neymmar
  • 22 ივლისი 2011
  • 3852

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)