სერხიო: «ეს წელი მძიმე გამოდგა»

კანალესის მომავალი ჯერ კიდევ არ არის ნათელი. ფეხბურთელს აქვს შემათავაზებები, მაგრამ მას ვერ გადაუწყვეტია - სად გადავიდეს, თუმცა ერთი ფაქტია - მას სურს თამაში ესპანეთში.


კანალესი ჩავიდა მადრიდში, როგორც ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატისა, თუმცა ეს წელი სერხიოსათვის მძიმე გამოდგა.

«ეს წელი მძიმე გამოდგა. ის ვინც ვერ იღებს სათამაშო პრაქტიკას, ის უბედურია, მაგრამ მე ყოველთვის ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ»

ასევე, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ის დარჩება მადრიდში, მხოლოდ მოურინიოს წყალობით.

«როდესაც გავიგე, რომ არ შემეძლო მივმაგრებოდი ძირითადს, მოურინიოს ვუთხარი, რომ მსურდა გუნდის დატოვება, თუმცა მან მე არ გამიშვა, მითხრა, რომ დიდ იმედს ამყარებდა ჩემზე. ასევე მან დამაიმედა, რომ თუ არ წავიდოდი, მოვიგებდი ერთ ტიტულს მაინც, და ზამთარში მე დავრჩი»

«და უცებ - ყველაფეროი შეიცვალა. მოურინიო თითქმის არ მესაუბრებოდა, ასე გაგრძელდა სეზონის ბოლომდე»

«მსურს, რომ ჩემი ბედი გადაწყდეს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა მე მსურს დარჩენა ესპანეთში»

მაგრამ ასევე, სერხიომ განაცხადა, რომ ამჟამად მხოლოდ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონაზე ფიქრობს.

«ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ წარმატებას ამ ტურნირზე. ჩვენ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდად გვთვლიან, თუმცა გამარჯვება იქნება ძალიან რთული»

სტატია მომზადებულია «DefensaCentral.Com» - ზე დაყრდნობით dle 10.1

  • MoraTa
  • 21 ივლისი 2011
  • 1897

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)