"რონალდუს თავდაჯერებულობა ეხმარება ითამაშოს მოწოდების სიმაღლეზე''

ანგარიშით 3-0 მატჩის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიო აღტაცებას ვერ მალავდა. იგი გაესაუბრა მედიის წარმომადგენლებს.


''კრიშტიანო საოცარი ფეხბურთელია. მისი თავდაჯერებულობა ეხმარება გუნდს ითამაშოს მოწოდების სიმაღლეზე. მას ყოველთვის სურს გოლის გატანა და ხშირად გააქვს კიდეც. რონალდოს სურს გაიტანოს ბევრი გოლი, რათა მისი სულისკვეთება გადაედოს მთელ გუნდს და სეზონის დასაწყისს ბრწყინვალე ფორმაში შევხვდეთ.

ეს თამაში ჩვენთვის კარგი ვარჯიში გამოდგა. მე წლებია ჩამოვდივარ აქ, რათა შევეჭიდო ამერიკულ და მექსიკურ კლუბებს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მათთან თამაში არა არის ადვილი,მათთან თამაშები გამოირჩევა აგრესიულობითა და პროფესიონალიზმით. სწორედ ესაა რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ არ გვსურს, იოლი გასეირნებანი, ჩვენ გვსურს კონკურენტუნარიანი დაპირისპირება.

კოენტრაო ირიცხება ჩვენს გუნდში, რადგან მას ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. დღეს მან განსხვავებულ ამპლუაში ითამაშა, ცენტრალურ ნახევარმცველად. გრანერო, ალონსო და ხედირა მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაშობენ, რაც განასხვავებს მათ პორტუგალიელისგან. ის უნივერსალია და ძალიან მომწონს. მე ვარწმუნებდი გუნდის დირექტორებს, რომ კოენტრაო მართლაც, ძალიან საჭირო ფეხბურთელი იქნებოდა ჩვენთვის. მასში გადახდილი 25 მილიონი კი მანდვილად ღირდა. მე მსურდა რომ მას მხოლოდ 45 წუთი ეთამაშა, თუმცა იძულებითი ცვლილების გამო ის ადრე შევიდა მოედანზე.

შაჰინს ტრავმა აქვს, თუმცა იმედია იგი გუნდს მალე შეუერთდება. ჩინეთისთვის ის უკვე ალბათ მზად იქნება. ხედირას და ჩაბის მცირე ტრავმები აღენიშნებათ, თუმცა არა სერიოზული. პეპეს და ვარანეს კარგად შეუძლიათ შეითავსონ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია, რაც გუნდისთვის საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ფორვარდის ყოლა არ გვაწყენდა, თუმცა ნამდვილად ვერ დავაძალებ ხელმძვანელობას იყიდოს ვინმე. ჩვენი გუნდი სწორედ ისეთია, როგორიც გვსურდა სეზონის წინ.

მე მხიბლავს ახალგაზრდული გუნდის ყოლა, სადაც ძირითადი ნაწილი 20-21 წლისაა. მე მირჩევნია ფეხბურთელს განვუმარტო, რომ მასთან მუშაობას არ ვაპირებ, ვიდრე დავპირდე რამეს. გარაიმ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე პოფესიონალია. ის გადავიდა ძალიან კარგ გუნდში და ქვეყანაში სათამაშოდ. იმედი მაქვს, რომ არგენტინელი ''ბენფიკასთან'' ერთად დიდ წარმატებებს მიაღეწვს


წყარო: www.realmadrid.com dle 10.1

  • Neymmar
  • 21 ივლისი 2011
  • 2755

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)