საუზმეზე მექსიკური "ჩილი"

 
უკვე დასრულდა მადრიდის რეალის რიგით მეორე სეზონისწინა მოსამზადებელი შეხვედრა. 2011 World Football Challenge-ის ტურნირის ფარგლებში, ბლანკოსის შემდეგი მოწინააღმდეგე, რომელსაც სამეფო კლუბი ამხანაგურად გაეჯიბრა, მექსიკური „ჩივასი“ იყო.

( იხილეთ ინფორმაცია ტურნირის შესახებ „Wikipedia“-ზე)


 


სანამ შეხვედრაზე დვაიწყებდე საუბარს, პარალელი მინდა გავავლო გუადალახარულ "ჩივასაა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის, რომელიც ბლანკოსის პირველი მოწინააღმდეგე იქნება წლევანდელ ლა-ლიგაში. როგორც მოგეხსენებათ ბილბაოელთა ტრადიციაა, რომ გუნდში მხოლოდ ბასკები თამაშობენ, ანალოგიურად ჩივასშიც მხოლოდ იმ ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაში, რომელთაც მექსიკური წარმოშობა აქვთ. საამაყოა, როცა დღევანდელ ფეხბურთში მსგავს ტრადიციებს ინარჩუნებენ გუნდები.



საუზმეზე მექსიკური "ჩილი"


პირველ ტაიმში თამაში არც ისე საინტერესო გამოდგა. ცოტა მომენტი იქმნებოდა, გამამწვავებელი გადაცემები არ გამოდიოდათ ფეხბურთელებს. მაგრამ შესვენების შემდეგ სხვა გუნდი ვიხილეთ (საუბარია რეალზე). გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა მაგრამ ბურთის გატანას ვერ ახერხებდა 70-ე წუთამდე. დიახ პირველი გოლი 70-ე წუთზე გავიდა, როდესაც ბენზემას გამჭოლ გადაცემას რონალდუ კარგად დახვდა საჯარიმოში - 1:0.

სულ რაღაც სამ წუთში, მეორე გოლი გავიდა მექსიკელების კარში. 76-ე წუთზე ჩიჩარიტოს ძმებმა პეპე შეაჩერეს წესების დაღვევით საჯარიმოში. რონალდუმ მათ ეს არ აპატია და თანამემამულის დაჩაგვრისთვის გოლის გატანა არ აკმარა და ბაედც გაუხია - 2:0. ავღნიშნოთ, რომ ამ სამ წუთიან მონაკვეთშიც ქონდა რეალს გოლის გატანის შანსი.

წერტილი კი ამ ყველაფერს ისევ რონალდუმ დაუსვა 82 წუთზე. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კარგად მოთამაშე ოზილი საჯარიმოში, ამჯერადაც კარგად შევიდა. შესანიშნავად შენიშნა რონალდუ, რომელიც მცველებს გაქცეოდა, ჩვენთვის საამაყო თურქ-გერმანელმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინა და თავისთვის სუსტი მარჯვენა ფეხით უზუსტესი გადაცემით მონახა რონალდუ, რომელსაც თავის მხრივ ამ დისტანციიდან გოლის გატანა არ გაჭირვებია - 3:0.


რა შეგვიძლია დავამატოთ ამ ყველაფერს, გუნდი ნელ-ნელა იკრეფს ძალებს. ამჯერად მოწინააღმდეგე დაცვით თამაშს თამაშობდა და ცდილობდა მადრიდელებისთვის თავისუფალი ზონები არ დაეტოვებინა.
რეალის აღზრდილებს საკმაო დრო მიეცათ სათამაშოდ, მაგალითად ნაჩომ მთელი ტაიმი სრულად ჩაატარა. გუნდი კარგად ათამაშებდა პასებს და ბევრი კარგი კომბინაციაც შემოგვთავაზეს, მოკლედ - გაღვიძებად ღირდა!

ახლა კი ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დაველოდოთ, შემდეგ მატჩს...



2011 წლის 21 ივლისი, ხუთშაბათი, 7:00 თბილისის დროით

2011 World Football Challenge

სან-დიეგო (აშშ). „Qualcomm Stadium“. 38211 მაყურებელი (ტევადობა - 68498)




მთავარი მსაჯი: რიკარდო სალაზარი (აშშ)

გოლები: რონალდუ (0-1) 73′, რონალდუ (0-2) 76′ (პენ.), რონალდუ (0-3) 82′.

"რეალი": ადანი ( კასილასი 45′) - არბელოა (ნაჩო 45′), ვარანი (ალბიოლი 45′), კარვალიო (პეპე 45′), მარსელო (ხორხე კასადო 84′) - გრანერო, კოენტრაო - ოზილი (ხესე 82′), კაკა (კალეხონი 45′), რონალდუ ბენზემა (ხოსელუ 78′).

"ჩივასი": მიჩელი; მეხია, პონსე (ლედისმა, 75), ესპარზა, რეინოსო (მაგალონი, 55); დე ლუნა, არუხო, ბაეზი (კასტილიო, 86), ფაბიანი; არელიანო (სანჩესი, 79), მედინა

გაფრთიხლებები: მეხია (36), კოენტრაო (40), არელანო (44), რონალდუ (56)


I ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელი: რაფაელ ვარანი
I I ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელი: რონალდუ
მატჩის გმირი: რონალდუ



სტატისტიკა:

საუზმეზე მექსიკური "ჩილი"


 




  dle 10.1

  • khmala
  • 21 ივლისი 2011
  • 2678
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)