მოურინიო შესაძლოა გახდეს მიზეზი, გვარდიოლას გუნდიდან წასვლისა

მისი სამწვრთნელო კარიერა განსაკუთრებულია და გზად ვერავინ აღუდგება. ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის შიდა ჩემპიონატები. ამ ტურნირებში გამარჯვება მისი ჩვევა გახდა. გასული 11 წლის განმავლობაში მან დაამტკიცა, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. 2009-2010 წლებში მან არნახულ წარმატებას მიაღწია, მოიგო ყველა შესაძლო ტურნირი. ამიტომაც 2010 წელს ფლორენტინო პერესმა ფსონი მოუზე გააკეთა და ''რეალში'' მოიწვია "the special one''


მისი მოსვლისთანავე გუნდში პროგრესი შეიმჩნეოდა. პირველ რიგში, ნათელი მოჰფინა ფაქტს, რომ მთავარი ავტორიტეტი გუნდში ისაა. მან შეძლო და უბრალო ფეხბურთელები ერთ სეზონში ვარსკვლავებად აქცია. ოზილი, დი მარია და სხვები მსოფლიომ გაიცნო როგორც უნიჭიერეს შემსრულებლებად. მოურინიოს კოზირი ის არის, რომ ფეხბურთელებს მეგობრებად აღიქვამს და მისდამი გულგრილიც არავინ რჩება. ყველა კლუბში სადაც მან იმუშავა, დღესაც მის ხსენებაში არიან, დღესაც ენატრებათ. დაწყებული ფეხბურთელიდან, დამთავრებული მედ მუშაკით, ჟოზე ყველასთან იდეალურ ურთიერთობას ამყარებს. ერთხელ მან განაცხადა : ''ფეხბურთელები პირველ რიგში კაცები არიან და არ შეიძლება მათ ისე მოექცე, როგორც ბავშვებს, მე მათთვის უფროსი მეგობარივით ვარ. ''

პირველ სეზონში ჟოზემ შეძლო და გუნდი ნახევარ ფინალში გაიყვანა, რაც წარმოუდგენლად უჭირდა გასული წლების განმავლობაში სამეფო კლუბს. მოიგო ესპანეთის სამეფო თასი, რომელიც 18 წელი არ ჰქონდა ''რეალს'' მოგებული. მართალია, ლა ლიგაში ''ბარსასთან'' წააგო, თუმცა ეს წაგებაც ღირსეული იყო და იმედის მომცემი, რომ შემდეგი სეზონი თეთრების ტრიუმფით დასრულდება. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ''განსაკუთრებული'' წარმატებებს მეორე სეზონიდან აღწევს.



მთავარი პრობლემა, პეპ გვარდიოლა

დარწმუნებული ვარ, რომ როცა ჟოზე მოურინიომ გადაწყვიტა ''რეალის'' გაწვრთნა მას არ ეფიქრა ''ბარსას'' ფაქტორზე, რომელიც გასული 2 სეზონის განმავლობაში იდეალურ გუნდად ჩამოყალიბდა. კატალონიელების ვერ დამარცხება, შესაძლოა მისთვის პატივის შემლახავი ყოფილიყო.

ჟოზეს მთავარი მოწინააღმდეგე არა ''ბარსელონა'', არამედ თვით პეპ გვარდიოლაა, რომელმაც მისი კლუბის ისტორიაში ალბათ საუკეთესო გუნდი შექმნა.
ჟოზე მოურინიო კი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელმაც კატალონიელების ოცნების გუნდს ბოლო მოუღოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ პეპ გვარდიოლა იძულებული იქნება დატოვოს ''ბარსა''

3 სეზონია პეპი არნახულ წარმატებებს აღწევს. ვერავინ წარმოიდგენდა თუ იგი, ამ დონემდე ავიდოდა. მიუხედავად ყველაფროსა, ეს ჰეგემონია დიდხანს ვერ გაგძელდება. გვარდიოლას თავადაც გაუჭირდება მოტივაცია, მითუმეტეს ფეხბურთელებისა.
ჟოზე მოურინიო, ''პორტოს'' მწვთნელობის შემდეგ, ორი წელი ვინმეს ჩრდილ ქვეშ არ ყოფილა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ წლევანდელი წელი სწორედ პორტუგალიელის უპირატესობით წარიმართება, რამაც შესაძლოა გვარდიოლას აბარგებას შეუწყოს ხელი. ბევრის აზრით, თუ ''რეალმა'' ''ბარსას'' წელს ჩამოართვა პირველი გუნდის სტატუსი, პეპი იძულებული იქნება დატოვოს კლუბი, რათა პრესტიჟი შეინარჩუნოს...

ცოდნისთვის, პეპი გახდა მიზეზი, შუსტერის, ხუანდე რამოსის და პელეგრინის ''რეალიდან''გაშვებისა. ვნახოთ გახდება თუ არა ''განსაკუთრებული'' გვარდიოლას ''ბარსადან'' წასვლის მიზეზი



სტატია მომზადებულია es.eurosport.yahoo.com - ის მიხედვით dle 10.1

  • Neymmar
  • 21 ივლისი 2011
  • 5266

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)