უარი ძაგოევს

მოსკოვის "ცსკა"–მ უარყო ხმები იმის შესახებ, თითქოს მათი წამყვანი ნახევარმცველი ალან ძაგოევი ზამთარში "რეალის" ფეხბურთელი გახდებოდა.


მოსკოვური კლუბის დირექტორმა სერგეი აქსენოვმა ამ ინფორმაციას სისულელე უწოდა.

რამდენიმე ხნის წინ ესპანური გამოცემა AS იუწყებოდა, რომ 2010 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძაგოევი "სამეფო კლუბის" წევრი გახდებოდა.

პირველად მადრიდელებმა "ცსკა"–ს ფეხბურთელზე დაინტერესება 2008 წლის შემოდგომაზე დაადასტურეს. მაშინ ცხადდებოდა, რომ "ბლანკოსისთვის" ძაგოევი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა.

ამ ფეხბურთელის გადაბირებაზე "ჩელსიმაც" განაცხადა პრეტენზია, მაგრამ ლონდონელებს ტრანსფერების განხორციელების უფლება 2011 წლის იანვრამდე შეუზღუდეს და სწორედ ამიტომ ძაგოევისთვის ბრძოლაში "რეალი" უკონკურენტოდ დარჩა.

რუსეთის ჩემპიონატში "ცსკა"–ს რიგებში ძაგოევმა ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა. რუსეთის ნაკრებში კი ოთხი მატჩი ჩაატარა.


ინფორმაციის წყარო: Eurosport.com dle 10.1

  • faqo
  • 23 სექტემბერი 2009
  • 3656
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)