ალბიოლი : "ვარანეს დიდი პოტენციალი აქვს"

ალვარო არბელოასთან ერთად პრესკონფერენციაზე რაულ ალბიოლიც იმყოფებოდა, რომელმაც სხვადასხვა თემა მიმოიხილა...


"შარშანდელი მომზადების დროს ჩვენ ლოს ანჯელეს გალაქსის დავუპირისპირდით და თამაში ძალიან გაგვიჭირდა, მას შემდეგ ეს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ წლევანდელმა შეხვედრამ ცხადჰყო, რომ უფრო იოლად მოვიგეთ, ეს ჩვენ პროგრესზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ წინასასეზონო მომზადება ახლა დაიწყო, ყველაფერი წესის მიხედვით და დაჩქარებული ტემპით მიდის, ყველა მომდევნო შეხვედრას პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ."

"ვარანეს დიდი პოტენციალი აქვს, თანაგუნდელები მას ყველანაირად ვეხმარებით, რომ ადაპტაცია დროულად გაიაროს და გუნდის დახმარება შეძლოს. ის მალე მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება."

"ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომზადებას წარმატებულად ჩაიაროს და ოპტიმალურ ფორმამდე მივიდეთ."

"ძალიან რთულად შეიძლება იმის გაგება, რომ მოთამაშე დაგაკლდება, საბედნიეროდ ლაზარეთში ბევრი ფეხბურთელი არ იმყოფება. რიკარდო კაკამ პირველი შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა და ვარჯიშებზეც ბოლომდე იხარჯება, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან ბრაზილიელს ბევრის გაკეთება შეუძლია."

"სეზონი ძალიან გრძელია და გუნდი გადაიღლება, მაგრამ ჩვენ თითო პოზიციაზე ორი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავს და შევძლებთ ერთმანეთის ჩანაცვლებას და ყველანაირი პრობლემის დაძლევას."

"შარშანდელ სეზონში ბევრჯერ მივიღე ტრავმა და ბევრი უსიამოვნება გადავიტანე, მაგრამ მაინც ვახერხებდი გუნდის დახმარებას, წელს უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებ, ინტენსიურად ვვარჯიშობ და ვცდილობ ფორმაში დროულად ჩავდგე." dle 10.1

  • Hala
  • 19 ივლისი 2011
  • 1844

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)