კოპა ამერიკამ ცხადჰყო,რომ ნეიმარი არაა მზად ევროპაში სათამაშოდ

ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა საუბრები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. მისთის კოპა ამერიკა დასრულდა,ასე რომ უკვე უნდა გადაწყდეს მისი ბედი. goal.com-ზე წავაწყდი სტატიას, რომელშიც ჟურნალისტი რობინ ბაირნერი ბრაზილიელი ვუნდერკინდის მომავალზე საუბრობს...


ნეიმარი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. მისდამი ინტერესს "რეალი" და "ბარსელონა" იჩენს. ახლა,როცა ნეიმარის ბრაზილიისთვის კოპა ამერიკა დასრულდა, ნათელი ხდება,რომ მისი ბედი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო,რომ რომელიმე კლუბმა შეიძინოს იგი.

არგენტინაში ჩატარებულ ტურნირზე ნეიმარმა გამოაჩინა მისი ახალგაზრდული გულუბრყვილობა. მის ნებისმიერ მოძრაობასა თუ ბურთის მიღებაში ჩანდა გამოუცდელობა. ასევე მის თამაშში "ეგოიზმი" იგრძნობოდა. ძალიან იშვიათად აკეთებდა გადაცემას, ამის გამო კი ხშირად კარგავდა ბურთს. გადამწყვეტ მომენტებში კი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, ნეიმარზე კარგის თქმაც შეიძლება. კოპა ამერიკაზე მან რამდენჯერმე ძალიან საინტერესო მომენტი შეჰქმნა. მეტოქეს ლამაზად ატყუებდა, ასევე შეასრულ საჯარიმო დარტყმაც, მართალია არ გავიდა, მაგრამ მაინც კარგად გააკეთა ეს. ეკვადროის კარში კი ორი გოლი გაიტანა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ კმარა,რომ ითამაშო ისეთი მენტალიტეტის კლუბებში,როგორიცაა "რეალი" და "ბარსელონა". ესპანეთის ამ ორ გრანდში ერთმა დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება უდიდეს პრობლემები შეუქმნას როგორც კლუბს,ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელსაც. ეს ისეთი კლუბებია, სადაც შეცდომებს არ პატიობენ. ამიტომ, როცა "რეალში" ან "ბარსაში" თამაშობ, უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო შენზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მართალია ნეიმარი დიდ ფეხბურთში არც თუ ისე დიდი ხანია გამოდის, მაგრამ უკვე ყველასთვის ნათელია,რომ მას ინდივიდუალური თამაში ხიბლავს. ეს მისი მოედანზე ყოფნის დროსაც დასტურდება. ეს ხშირ შემთხვევაში გუნდისთვის დამღუპველი შეიძლება გახდეს, მითუმეტეს "რეალისთვის" და "ბარსელონასთვის".

ვთქვათ და ნეიმარი გადავიდა ჟოზე მოურინიოს "რეალში", ვინ უნდა ჩაანაცვლოს მან? ნეიმარი ცხადია არ დათანხმდება,რომ სათადარიგო სკამზე იჯდეს. ამჟამად "რეალში" იმყოფება რონალდო, იგუაინი, ბენზემა, კაკა, ოზილი და დი მარია. ეს არის 6 უმაღლესი დონის ფეხბურთელი, რომლებიც უკვე "რეალს" შეწყობილნი არიან, ადაპტაციაც გავლილი აქვთ და სრულიად საფუძვლიანად აქვთ პრეტენზია ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე.

ნეიმარი კი მართლაც არ არის ისეთი დონის,რომ რომელიმე მათგანს კონკურენცია გაუწიოს. თუ სამქე საქმეზე მიდგა, "რეალს" შეიძლება არა მისი დონის, მაგრამ არც ნაკლები ჰყავს სერხიო კანალესი. ამ დროს კი ჩნდება შემდეგი კითხვა - შეძლებს ნეიმარი,რომ თავისი კარიერა განავითაროს "რეალში"? - რა თქმა უნდა , არა!

ნეიმარის ფასი მის ასაკთან შედარებით ძალიან მაღალია. ასევე მას აქვს კარგი რეპუტაცია(უფრო სწორად გაპიარებულია - ავტ.). ეს ყოველივე კანალესს არ აქვს. პორტუგალიელ მწვრთნელს ესპანელი უკვე ჰყავს გუნდში, მას ადაპტაციაც გავლილი აქვს და საჭიროების შემთხვევაში სარგებლობის მოტანაც შეუძლია გუნდისთვის. (პირადად მე სერხიო კანალესზე ყოველივე ზემოთ ხსენებულს არ ვეთანხმები)

როგორც ჩანს, "რეალში" მას მომავალი ვერ ექნება. "ბლანკოსთან" შედარებით "ბარსაში" უფრო ექნება თავის გამოჩენის თავი, მაგრამ არც კატალონიაში იქნება მისთის გზა ია-ვარდით მოფენილი. "ბლაუგრანას" სრულიად ჩამოყალიბებული შემადგენლობა ჰყავს, თითოეული ფეხბურთელი დამსახურებულად არის ძირითადში და თითოეულ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკკეთესონი არიან მსოფლიოში, თუ არა საუკეთესონი.

ნეიმარს უკვე ადარებენ მესისა და რონალდოს, მაგრამ ეს არასწორია. როცა პორტუგალიელი 19 წლის იყო, ის უკვე "მნაჩესტერში" გამოდიოდა და ბევრად წარმატებით ვიდრე ნეიმარი. სანაკრებო კარიერაც მშვენიერი ჰქონდა. ასე რომ, ჯერ სრულიად უსაფუძვლოად აყენებენ ბრაზილიელს დიდი ფეხბურთელების გვერდით. ვინ იცის, წლების მერე მას რა მონაგარი ექნება...

ნეიმარმა საკუთარი გზა თვითონ უნდა მოძებნოს. უნდა შეარჩიოს ისეთი კლუბი, სადაც მას მომავალი ექნება. ანდა უნდა დარჩეს "სანტოსში" და მომავალ სეზონში დაამტკიცოს ის,რომ ღირსია ევროპულ გრანდებში ითამაშოს.

დანიელ ედვარდსი - goal.com-ის სამხრეთ ამერიკის ზონის ედიტორი:

"არ არსებობს დავა იმაზე,რომ ნეიმარი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ კოპა ამერიკამ დაადასტურა,რომ იგი სრულიად არ არის მზად ითამაშოს არა "რეალსა" ან "ბარსაში", არამედ ზოგადად ევროპაში. მე მჯერა,რომ ერთ დროს ის მოსფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, მაგრამ ჯერ მისთვის ადრეა ევროპაში წასვლა. ის უნდა დარჩეს "სანტოსში"."



სტატიის ავტორი: wishmaster
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)