სატრანსფერო ოპერაციები7 აგვისტომდე უნდა დასრულდეს

 
ჟოზე მაურინიოს სურს, რომ შემადგენლობის ფორმირება 7 აგვისტოსთვის უკვე დასრულებული იყოს.

მას უკვე განსაზღვრული აქვს, თუ რომელ ფეხბურთელების იმედი უნდა ქონდეს მომავალ სეზონში. სანამ 11 ივლისს ლოს-ანჯელესში წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრებოდა, მან კანალესის, ლასის, დრენტეს და პედრო ლეონის მადრიდში დატოვებით ნათლად გამოხატა, რომ მათზე იმედებს აღარ ამყარებს. ახლა მაურინიომ უნდა დააფიქსიროს ზღვრული ვადა, რომელამდეც მოცემულმა ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ გუნდი.


7 აგვისტომდე, როდესაც გუნდი დაბრუნდება ჩინეთის ტურიდან, თეთრების მწვრთნელს სურს, რომ ეს ოთხი ფეხბურთელი და გაგო უკვე სხვა გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ, ესპანეთის სუპერთასამდე 1 კვირით ადრე, გუნდს უკვე საბოლოო სახე ექნება მიღებული, რომელიც სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაურინიო აშშ-ში იმყოფება, იგი მუდმივად ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ რაც ვალდებებასზე ხდება. განსაკუთრებით იმ ფეხბურთელების ვარჯიშზე, რომლებიც მადრიდში დარჩნენ.

ხუთივე ფეხბურთელი, რომლებზეც "განსაკუთრებული" იმედებს აღარ ამყარებს, სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფება. კანალესი ამჟამად 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების განკარგულებაში იმყოფება და თუ გუნდს დატოვებს, სურს რომ ესპანეთში განაგრძოს კარიერა.

რაც შეეხება გაგოს, კარგად გამოავლინა თავი მიმდინარე კოპაზე და ხელმძღვანელობა სავარაუდოდ გადახედავს დამოკიდებულებას გაგოს მიმართ. განიხილება ისიც, რომ მან კარიერა ისევ რეალში გააგრძელოს.

პედრო ლეონის სიტუაცია ბურუსით არის მოცული. მან დიდი ხანია იცის რომ მაურინიოს გეგმებში არ შედის, მაგრამ მაინც არ აპირებს გუნდის დატოვებას. პედრომ რამდენიმე საინტერესო წინადადებაც უარყო და კლუბში დარჩენა სურს.

როისტონ დრენტეს საკითხი დღემდე ღიად არის. დრენტემ ადრე უკვე განაცხადა, რომ არ სურს კარიერის ბენფიკაში გაგრძელება და "ერკულესში" ჩავარდნილი სეზონის შემდეგ მისი შეძენით უკვე არცერთ კლუბს აღარ არის დაინტერესებული.

რაც შეეხება კლუბის პოზიციას. თუ დრენტეს გაყიდვა პრიორიტეტულად ითვლება, იგივეს ვერ ვიტყვით ლასზე. გუნდში მიიჩნევენ, რომ მას შეუძლია გააძლიეროს გუნდის ნახევარდაცვა, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თვითონ ფეხბურთელს სურს გუნდიდან წასვლა. ასე რომ, გუნდს, რომელსაც ლასის ჩაგდება მოუნდება ხელში 18 მლნ. ევროს გადახდა მოუწევს.

რაც არ უნდა მოხდეს, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მაურინიოს იმედი აქვს, რომ მის განკარგულებაში 5 ფეხბურთელით ნაკლები იქნება.

წყარო: Marca.com dle 10.1

  • khmala
  • 18 ივლისი 2011
  • 3140
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)