ხუან როდრიგესი: "კოენტრაოს გადმოსვლა არბელოას დაჩრდილავს"

ესპანელმა ექსპერტმა, ხუან როდრიგესმა ფაბიო კოენტრაოს ტრანსფერზე ისაუბრა და მისი აზრით, პორტუგალიელი ფეხბურთელის "გამადრიდელება" პირველ რიგში ალვარო არბელოას შეუქმნის პრობლემებს...


"ფაბიო ძალიან პროდუქტიული და სწრაფი ფეხბურთელია, მის ხილვას ნებისმიერი გუნდი ისურვებდა საკუთარ რიგებში, რადგან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მას უკვე ეტყობა ვარსკვლავური ნიშნები, საკუთარ პოზიციაზე იგი შეუდარებელია და დარწმუნებული ვარ საკუთარ სიტყვას სამეფო კლუბშიც იტყვის."

"პორტუგალიელის ტრანსფერი პირველ რიგში ალვარო არბელოას შეუქმნის პრობლემებს, რადგან ესპანელი მცველი სწორედ მის პოზიციაზე გამოიყურება კარგად. ოფიციალურად თუ მივყვებით ალვარო სერხიო რამოსის შემცვლელად მოიაზრება, მაგრამ მე ხშირად მინახავს იგი დაცვის მარცხენა ფლანგზე მარსელოს ნაცვლად. არბელოა სათადარიგო ფეხბურთელია, მაგრამ იგი უკვე რამდენიმე სეზონია "ბლანკოსში" გამოდის და არც სათამაშო დრო აკლია, რადგან სხვადასხვა მიზეზთა გამო იგი სასტარტოში ხშირად ხვდება."

"კოენტრაოს გუნდში მოსვლით რამოსის ან მარსელოს არყოფნის შემთხვევაში არბელოა ვეღარ მოახერხებს სასტარტოში მოხვედრას, რადგან ფაბიოს დაცვის მარჯვენა ფლანგზეც კარგად შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც, გამოდის რომ ალვაროს სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდება, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან ამ ფეხბურთელს მადრიდის "რეალი" ძალიან უყვარს, რად ღირს მხოლოდ იმის თქმა, რომ იგი კანტერანოა და მთელი ბავშვობა მადრიდში აქვს გატარებული."

"ვფიქრობ, ჟოზე მოურინიოს ფაბიო სათადარიგოთა სკამისთვის არ შეუძენია და პორტუგალიელი ფეხბურთელი სასტარტოსთვის იქნება გამოყენებული, მაგრამ არამგონია მან შეძლოს მარსელო ვიეირას შემადგენლობიდან ამოვარდნა, რადგან ბრაზილიელი წლიდან წლამდე ძალიან დიდ პროგრესს აჩვენებს და გუნდის განუყოფელ ნაწილად ითვლება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, კოენტრაოს ადგილის მოძებვნის შემთხვევაშიც კი არბელოას ცოტა შანსი ექნება, რადგან დარწმუნებული ვარ რამოსის და მარსელოს დაზიანების ან ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მათ პოზიციაზე სწორედ ფაბიო გადაინაცვლებს და მის ადგილს სხვა დაიკავებს და არა არბელოა, რომელსაც ძალიან კარგად შეუძლია გუნდის ღირსების დაცვა." dle 10.1

  • Hala
  • 18 ივლისი 2011
  • 2359

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)