სეზონი იწყება

მადრიდის ”რეალი”, ახალ ფეხბურთელებთან ერთად, 2011/2012 წლების სეზონის პირველ მატჩს, ლოს ანჯელეს ”გალაქსისთან” გამართავს...


ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ჟოზე მოურინიომ, გუნდში საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები მოიყვანა და გუნდი კიდევ უფრო გაახალგაზრდავა. სამეფო კლუბი მზად არის, დაიწყოს ახალი სეზონი ახალ ფეხბურთელებთან ერთად.

კოენტრაო, ვარანე და კალეხონი - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა თამაშის ნახვის საშუალებაც, სამეფო კლუბის ინჩადას, ”გალაქსისთან” მატჩში შეეძლებათ. ძალიან საწყენია, რომ ნური შაჰინი ივლისის ბოლომდე გამოაკლდა გუნდს და ვერ მიიღებს მონაწილეობას მთელი ტურნეს ნახევარში.

ამერიკული გუნდი, მადრიდულისგან განსხვავებით საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება. ლოს ანჯელესურმა კლუბმა, უკვე დიდი ხანია დაიწყო სეზონი და 12 მატჩში ჯერ-ჯერობით მარცხი არ უწვნია, რაც ძალიან სერიოზული შედეგია ბექჰემისა და დონოვანის გუნდისთვის. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მადრიდის ”რეალს” არ ელის იოლი გასეირნება ამერიკაში.

აღსანიშნავია, რომ ”გალაქსი” სხვა ამერიკული გუნდებისგან განსხვავებით, ვარსკვლავური შემადგენლობით გამოირჩევა. როგორც მოგეხსენებათ, გუნდის რიგებს ავსებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც, ლენდონ დონოვანი და დევიდ ბექჰემი არიან.

სამეფო კლუბის მსგავსად, ”გალაქსიც” საკმაოდ ტიტულოვანია, ასე, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ, ჩვენ ვიხილავთ ძალიან საინტერესო და სანახაობრივ დაპირისპირებას.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)