გრანერო : "ეს გუნდი ჩემთვის ყველაფერია"

ესტებან გრანერომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც რამდენიმე ფაქტი მიმოიხილა და ასევე დასძინა, რომ სამეფო კლუბში მისთვის ყველაფერი კარგად მიდის და მომავლის იმედი აქვს...


"ბრწყინვალე გუნდში ვთამაშობ და გასულ წელსაც ვთამაშობდი, აქ ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენ დიდი გეგმები და იმედები გვაქვს, პოლიტიკა არ იცვლება და ურყევად მიდის წინ. მადრიდის "რეალი" ტიტულებზე ორიენტირებული გუნდია და სწორედ ამიტომ ვატარებთ ამხელა სამუშაოებს."

"გალაქსის უპირატესობა ის არის, რომ მათ ჩატარებული აქვთ თამაშები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ და ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რადგან აქ ჩამოსვლისას გულშემატკივრები დიდი სიყვარულით დაგვხვდნენ, ჩვენი ვალია ნამდვილი სანახაობის დადგმა. თამაშის მოგებას ვაპირებთ და საქმეს სერიოზულად ვუყურებთ."

"კარგია, რომ ჟოზე მოურინიომ ახალგაზრდა კანტერანოებს ტურნეზე წამოსვლის საშუალება მისცა, ისინი ჩვენთან ერთად უდიდეს გამოცდილებას იღებენ."

"დიდი ხანია "ბლანკოსში" ვირიცხები, ახალგაზრდულ გუნდშიც დიდი დროის მანძილზე ვიყავი, მაგრამ მსგავსი სახის პრეცენდენტი არ მახსოვს, არცერთ მწვრთნელს 5 კანტერანოსთვის შანსი არ მიუცია, ეს ნამდვილად პირველად მოხდა და მოხარული ვარ, "კასტილიელები" თავს მშვენივრად წარმოაჩენენ."

"რიკარდო კაკა ბედნიერია, იგი ფორმაში შედის და ტრავმა აღარ აწუხებს, როგორც გასულ სეზონში, მისი იმედი ყველას აქვს, რადგან ბრაზილიელი ფეხბურთელი ნამდვილი ტალანტია და გუნდისთვის უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია, მასთან ერთად მუშაობა მახარებს." dle 10.1

  • Hala
  • 16 ივლისი 2011
  • 1745

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)