'' ჩვენ არ გვაქვს უფლება შევაფასოთ სატრანსფერო პოლიტიკა'' – ხაბი ალონსო

ლოს ანჯელესში ყოფნისას ჟურნალისტები გაესაუბრენ ''რეალის'' ნახევარმცველს ხაბი ალონსოს, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა


რა როლი აკისრია ზიდანს გუნდში ?
ის შემართებას გადმოგვცემს ფეხბურთელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ლოს ანჯელესში ყოფნა პოზიტიურად აისახება ჩვენზე.
გქონდათ დრო გაგეანალიზებინათ ''გალაქსის'' თამაში ?
შარშან ჩვენ შევხვდით მათ და საკმაოდ კარგად ვიცნობთ ამ გუნდს. მათ ჰყავთ ბრწყინვალე გუნდი და ფეხბურთელები ,როგორიცაა : დონოვანი, ბექჰემი, ხუან პაბლო ანხელი და სხვ. ეს უბრალო თამაშია და არა გადამწყვეტი.

როგორ წარმოგიდგენიათ კოენტრაო ნახევარდაცვაში ?
მასზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. მას აქვს კარგი ტემპი და უნივერსალია, ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ერთად დიდ წარმატებებს მოვუტანთ.

შაჰინზე რას გვეტყვით ?
სამწუხაროდ მან ტრავმა მიიღო. ის ძალიან ნიჭიერია და ნახევარდაცვაში ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.

რა სარგებლის მოტანა შეუძლია შეერთებული შტატების ტურნეს ?
ჩვენ ვეცნობით უამრავ ადამიანს, გულშემატკივრებს ეძლევათ შანსი ახლოს გაგვიცნონ, ჩვენ ამ მოგზაურობით შეიძლება მცირე წვლილი შევიტანოთ ფეხბურთის განვითარებაში.

წლის ბოლოს თუ აღმოჩნდება, რომ ვერც ერთ თასს ვერ დაეუფლებით, ეს კრახი იქნება თქვენთვის ?
თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ ჩვენ შევეცდებით არ დავეცეთ და უფრო მეტი შემართებით დაველოდოთ შემდეგ სეზონს და უკვე შემდეგ სეზონში ვეცადოთ თასების აღებას.
როგორ შეაფასებდით ''რეალის'' სატრანსფერო პოლიტიკას ?

სატრანსფერო გადაწყვეტილებებს იღებს მწვრთნელი პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ კი უფლება არ გვაქვს შევაფასოთ ისინი, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს.



წყარო :Www.as.com dle 10.1

  • Neymmar
  • 16 ივლისი 2011
  • 1940

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)