Grande Madridistas: რაული და რობერტო კარლოსი

 


რამოდენიმე დღის წინ (14 ივლისს), გაიმართა ამხანაგური შეხვედრა მახაჭყალის "ანჟი"-სა და გერმანულ "შალკე 04"-სშორის.


ეს შეხვედრა, ჩვენთვის ქართველი მადრიდისტებისთვის, ორი რამით იყო საინტერესო, პირველი იმით რომ ამ თამაშში მონაწილეობა მიიღო რეალის ორმა ცოცხალმა ლეგენდამ რაულმა და რობერტო კარლოსმა და მეორე - სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ მატჩში, ამ ორი დიდებული ფეხბურთელის გვერდით, შეუცვლელად ითამაშა ქართველმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა..


 


      წარმატებები ვუსურვოთ ნუკრის და მოდით მაინც პირველ მიზეზს დავუბრუნდეთ.

      საინტერესოა, რამოდენიმე წლის წინ რომელიმე მათგანი, მაინც თუ წარმოიდგენდა, რომ შეხვედრა ავსტრიის პატარა ქალაქის ერთ-ერთ პატარა სტადიონზე მოუწევდათ და არცერთს არ ეცმეოდა რეალის ფორმა... სავარაუდოდ, არა...

      ისინი ერთმანეთის მხარდამხარ მადრიდის რეალში 11 წელი (!) თამაშობდნენ.

      მატჩის დაწყების წინ რობერტო კარლოსს კითხვა დაუსვეს
.


- რამდენი ხანია არ შეხვედრილხართ ერთმანეთს?

- ჩემი რეალიდან წასვლის დღიდან, 2007-ში. ჩვენ ორივემ დავტოვეთ ესპანური ფეხბურთი, ასე რომ   ლოგიკურია, რომ ჩვენი შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე ხდება...


      რაც შეეხება რაულის მდგომარეობას, მასაც არანაკლები პატივიცემით ეპყრობიან შალკეში, ვიდრე კარლოსს მახაჭყალურ გუნდში, თუმცა კარლოსისგან განსხვავებით პრეზიდენტობა მისთვის არავის შეუთავაზებია, პირიქით ბოლო დროს უფრო აქტუალური ხდება კითხვა, შეძლებს კი 34 წლის რაული ისევ სასარგებლო იყოს გუნდისთვის ახალ სეზონში. მიუხედავად ყველაფრისა საქმე მაინც იქით მიდის, რომ რაული სავარაუდოდ შეასრულებს თავის კონტრაქტს.

      თამაშის განმავლობაში რაულს და რობერტო კარლოსს არ დაუწყიათ იაფფასიანი სცენების გათამაშება, მატჩის წინა ვარჯიშისას თვალის ჩაკვრები, და გასახდელში ერთმანეთის ძებნა, მაგრამ შესვენების დროს როცა ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ, მეგობრულად გადაეხვივნენ ერთმანეთს და ასე გაეშურნენ გასახდელისკენ. (ვიდეო)

      რაც შეეხება მატჩს 3:1 დასრულდა შალკეს გამარჯვებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველი ბურთი მე-8 წუთზე გაიტანა ასევე ყოფილმა მადრიდისტამ, კლაას იან ჰუნტელაარმა.


 



  dle 10.1

  • khmala
  • 16 ივლისი 2011
  • 2925
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)