პრიმერას 10_იანი

პრიმერას 10_იანი


წლის საუკეთესო 10 ფეხბურთელი___(პრიმერა დივიზიონი)


პრიმერას 10_იანი


1) "რე­ა­ლი"- კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ

ძნელია მისი თამაშით გულგრილი დარჩე და არ გაიხსენო მისი უნიკალური რეკორდი. 41 გო­ლი - ასე­თი შე­დე­გის გა­მე­ო­რე­ბა ხომ ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში რო­ნალ­დუს სხვა­დას­ხ­ვა პო­ზი­ცი­ა­ზე უწევ­და თა­მა­ში. მის მი­ერ გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი ფეხ­ბურ­თის ნე­ბის­მი­ერ გულშემატკივარს განაცვიფრებს. 41 გო­ლი­დან 29 მან მარ­ჯ­ვე­ნა ფე­ხით გა­ი­ტა­ნა, 8 - მარ­ცხე­ნა­თი, 4 კი - თა­ვით. (ეს ისე სრული სტატისტიკა). იმედია მომავალშიც გვიჩვენებს ასეთ შედეგს.

პრიმერას 10_იანი


2) "ბარ­სე­ლო­ნა"- ლი­ო­ნელ მე­სი

მე­სი თა­ვი­სი თა­ო­ბის ერთ–ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია, თუ საუკეთესო არა. თითქოს მას ესმოდეს ბურთის. მას შემ­დეგ, რაც გვარ­დი­ო­ლამ მე­სის პო­ზი­ცია შე­უც­ვა­ლა და პლე­ი­მე­ი­კე­რად ათა­მა­შებს.მან ურეკორდოთ ეს სეზონი მაინც არ დაამთავრა და 18 შედე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა, რაც ნამდვილად რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მე­სი თავის გე­ნი­ა­ლუ­რობას ყოველთვის ამტკიცებს. ხოლო რაც შეეხება "კოპა ამერიკას" აქ მას იღბალი ნამდვილად არ სწყალობს.

პრიმერას 10_იანი


3) "რე­ა­ლი"- მე­სუთ იოზი­ლი

მიუხედავად, ახალი სეზონისა, ახალი ქვეყნისა თუ გუნდისა მესუთი ადვილად ადაპტირდა და შექმნა სახე, რომელიც ყოველ ქომაგს სურს იხილოს მოედანზე. მან მადრიდელთა გულები უკვე დაიპყრო და საჩუქრად ქომაგთაგან ზიდანის დარობა ერგო. შეიძლება ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასეა "რეალის" ქომაგთა თვალში მესუთი მომავალი შემცვლელია ზიდანისა. არა და მანამდე ზიდანის მემკვიდრედ ყველა ბენზემას თვლიდა.

პრიმერას 10_იანი


4) "ვი­ლი­ა­რე­ა­ლი"- ჯუ­ზე­პე რო­სი

ბორ­ხა ვა­ლე­რას­თან დამერწმუნეთ, რომ ის "ვი­ლი­ა­რე­ა­ლის" ნამდვილ ლი­დე­რად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მიღწევებს: 36 მატ­ჩ­ში 18 გო­ლი გა­ი­ტა­ნა. მის წარ­მა­ტე­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ მის შე­ძე­ნას "ბარ­სე­ლო­ნა" აპი­რებს.

პრიმერას 10_იანი


5) "ატ­ლე­ტი­კო"- სერ­ხიო აგუ­ე­რო

აგუ­ე­რო უმაღ­ლე­სი კლა­სის ფეხ­ბურ­თე­ლია. თუმ­ცა, 2009-10 წლე­ბის სე­ზონ­ში მას გო­ლე­ბი ვე­ღარ გაჰ­ქონ­და. ახ­ლა­ხან დასრულებულ სე­ზონ­ში კი 20 გო­ლი გა­ი­ტა­ნა და "მადრიდის რეალის" მესვეურთა ყურადღება მიიპყრო. ხოლო ამჟამად "კოპაზე" ასპარეზობს და როგორც იუწყებიან კუნი მადრიდს ვ ერ აცდება. აგუ­ე­როს­თ­ვის "ატ­ლე­ტი­კო" უკ­ვე პა­ტა­რა კლუ­ბია. არ­გენ­ტი­ნელს გრან­დ­ში სჭირ­დე­ბა გა­დას­ვ­ლა.

პრიმერას 10_იანი


6) "ბარ­სე­ლო­ნა"- ხა­ვი

ხა­ვი, კატალონიელთა "სული და გული", მუ­დამ მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მა­შობს. სტა­ბი­ლუ­რო­ბა მი­სი მთავარი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვისებაა. 2010 წელს ხა­ვი წარდგენილი იყო წლის კა­ტა­ლო­ნი­ე­ლის პრე­მი­ა­ზეც კი. კატალონიელთა კაპიტანს დაძაბული სეზონი ელის წინ.

პრიმერას 10_იანი


7) "ბარ­სე­ლო­ნა"- ან­დ­რეს ინი­ეს­ტა

ინიესტა მართლაც, რომ შესანიშნავი ფეხ­ბურ­თე­ლია. მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში მან 8 გო­ლი შეაგდო მეტოქეთა კარის ბადეში. ასე­თი შედე­გი­ა­ნი სე­ზო­ნი ინი­ეს­ტას "ბარ­საელონაში" ჯერ არ ჰქო­ნია. ინიესტა "ესპანიოლის" თავკაცმა ასე დაახასიათა: "რო­გორც ფეხ­ბურ­თელს, ათი ბა­ლით შე­ვა­ფა­სებ­დი. ხოლო რო­გორც ადა­მი­ა­ნს, ის დამიჯერეთ, რომ შე­უ­ფა­სე­ბე­ლია".

პრიმერას 10_იანი


8) "ვი­ლი­ა­რე­ა­ლი"- ბორ­ხა ვა­ლე­რო

"ვი­ლი­ა­რე­ალ­ში" გა­ტა­რე­ბულ სა­დე­ბი­უ­ტო სე­ზონ­ში ის გუნ­დის ერთ–ერთ ლი­დე­რად იქ­ცა. ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი ბრწყინ­ვა­ლედ ხე­დავს მინ­დორს და თა­ნა­გუნ­დე­ლებს კარგ გა­და­ცე­მებს უკეთებს. ვა­ლე­რო მი­იწ­ვეულ იქნა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­ში და არც თუ უსაფუძვლოდ, თუ გავითვალისწინებთ, მის წინა სეზონს.

პრიმერას 10_იანი


9) "ბარ­სე­ლო­ნა"- ვიქ­ტორ ვალ­დე­სი

უდაოა, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე იკერ კა­სი­ლი­ა­სია, მაგ­რამ ამ სე­ზო­ნის მი­ხედ­ვ­თი "რე­ა­ლის" კა­რის და­რაჯს ვიქ­ტორ ვალ­დეს­მა დაჯაბნა. შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ "ბარ­სე­ლო­ნას" მე­კა­რე­ო­ბა ად­ვი­ლია, თუმ­ცა სულ ასეც არ გახლავთ. "ბარსელონას" მცვე­ლე­ბის ერ­თი შეც­დო­მა და ვალ­დესს წა­მის მე­ა­თე­დებ­ში სჭირ­დე­ბა სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა, რომ გუნ­დი ხი­ფა­თის­გან იხ­ს­ნას. გან­ვ­ლილ სე­ზონ­ში ვიქ­ტორ­მა 32 მატ­ჩ­ში მხო­ლოდ 16 გო­ლი გა­უშ­ვა და უკვდავი ესპანელი მეკარის ზა­მო­რას პრი­ზი მო­ი­გო.

პრიმერას 10_იანი


10) "ატ­ლე­ტი­კო"- ხო­სე ან­ტო­ნიო რე­ი­ე­სი

წელს რეიესმა უდაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და კიდევ ერთხელ გაახარა, "ატლეტიკოს" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის, კიკე სანჩეს ფლორესის გული. სწო­რედ ფლო­რეს­მა შეძ­ლო რე­ი­ე­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ასი პრო­ცენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს­პა­ნუ­რი მე­დია კი დელ ბოს­კეს­გან რე­ი­ე­სის ნაკ­რებ­ში აყ­ვა­ნას მოითხოვს. რაც შე­ე­ხე­ბა ფლო­რესს, გუნდიდან წას­ვ­ლის შემ­დეგ გა­ნაცხა­და, რომ რე­ი­ესს აუცი­ლებ­ლად გა­და­იყ­ვანს თა­ვის ახალ გუნ­დ­ში.


დაინტერესება პრიმერას ირგვლივ კიდევ უფრო იზრდება ხალხში. ასე, რომ მოვემზადოთ მომავალი სეზონისთვის და იმედი ვიქონიოთ, გვჯეროდეს, რომ ამ ათეულს "რეალის" ფეხბურთელები შეავსებენ.
dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)