გაგოს ფასი 10 მილიონამდე მერყეობს

მსოფლიო პრესა ხშირად ახსენებს მადრიდის "რეალის" არგენტინელ ნახევარმცველ ფერნანდო გაგოს, ახალგაზრდა ფეხბურთელს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ, რადგამ ჟოზე მოურინიოს მის პოზიციაზე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს...


გავრცელებული ინფორმაციით ფერნანდოს შეძენით ინგლისური მანჩესტერ "სიტი" და იტალიური "ნაპოლი" ინტერესდება. ასევე ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლასანა დიარასა და სამეფო კლუბს შორის ურთიერთობაში სერიოზული ხარვეზებია, ფრანგი მოთამაშე ამერიკულ ტურნეშიც არ იმყოფება და იგი მადრიდში ვარჯიშით კმაყოფილდება, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბლანკოსში" 10 ნომრიანი მაისური ძალიან მალე გათავისუფლდება.

გაგოს გაშვებასთან დაკავშირებით მოურინიო არაფერს ამბობს, მაგრამ თუკი გუნდმა დიარა გაყიდა, მაშინ დიდი შანსია, რომ ფერნანდო მომავალ სეზონშიც "რეალის" რიგებში ვიხილოთ, რადგან სამი ხედირასა და ხაბი ალონსოს შემცვლელი გუნდს აუცილებლად სჭირდება, ლასის და გაგოს ერთად გაშვება კი საყრდენის რგოლისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

დღეს პრესაში კიდევ ერთი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თუკი გაგომ გუნდი დატოვა შესაძლოა ლასანა დარჩეს, მაგრამ ფერნანდოს მსურველმა დაახლოებით 10 მილიონი ევროთი უნდა გაითხელოს ჯიბე, სხვა შემთხვევაში არგენტინელის გადაბირება ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.

ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი პრობლემა. დიარა გარანტიებს ითხოვს, მას სასტარტო შემადგენლობის წევრობა სურს და სწორედ ამიტომ ცდილობს გუნდის დატოვებას, ფრანგის განცხადებით მას ურჩევნია სხვა გუნდის მაისური ეცვას და რეგულარულად მოედანზე იყოს.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. სავარაუდოდ გაგო და ლასი გუნდს ერთად არ დატოვებენ. dle 10.1

  • Hala
  • 15 ივლისი 2011
  • 1894

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)