აკადემიის აღზრდილი 4 მეკარე პირველ გუნდში

1985-1986 წლების სეზონის შემდეგ "რეალში" პირველად დაფიქსირდა ის ფაქტი,რომ გუნდის ოთხივე მეკარე აკადემიის აღზრდილია...


ამჟამად ლოს ანჯელესში ჟოზე მოურინიოს 4 მეკარე ჰყავს წაყვანილი. ესენი არიან: კასილასი, ადანი, ტომას მეხიასი და ხესუსი. ოთხივენი "ბლანკოსის" აკადემიის მიერაა აღზრდილი. პირველმა მათგანმა უკვე "რეალში" 420 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო, ასევე მოიგო უამრავი გუნდური თუ პირადი ტიტული. დანარჩენი სამი კი დებიუტანტია. უკანასკნელად "რეალში" 4 კანტერანო მეკარე 1985-1986 წლების სეზონში იყო: აგუსტინი, ოჩოტორენა, გარსია რემონი და მიგელ ანგელი.

ის ფაქტი,რომ გუნდში 4 კანტერანო მეკარეა იმაზე მიუთითებს, რომ "რეალი" საუკეთესო ადგილია,რომ გახდე კარგი მეკარე. "ეს უნიკალურია ფეხბურთისთვის. სხვაგან არ არის ისეთი შემთხვევა,როცა გუნდში ოთხივე მეკარე აკადემიის მიერაა აღზრდილი. პირველი მათგანი მოსფლიოს საუკეთესო მეკარეა, მეორეს დებიუტი წინა წელს შედგა და წარმატების გზაზეა დამდგარი, ხოლო დანარჩენი ორი ჯერ სრულიად გამოუცდელია." - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

იკერ კასილასი ახალგაზრდა მეკარეებისთვის მაგალითი უნდა იყოს. მისი დებიუტი "ლა ლიგაში" 1999 წლის 12 სექტემბერს შედგა ბილბაოში "სან მამესზე" "ატლეტიკის" წინააღმდეგ და მას შემდეგ "რეალის" უცვლელ მეკარედ იქცა. კასილასმა მოიგო:2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ "ლა ლიგა", ერთხელ "კოპა დელ რეი", 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ერთხელ უეფას სუპერთასი, ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების მაისურით.

ანტონიო ადანი ამჟამად კლუბის მეორე მეკარეა. მან აკადემიაში 13 წელი გაატარა და მისი დებიუტი 2010 წლის 8 დეკემბერს შედგა "ოსერთან" ჩემპიონთა ლიგაზე. მას გოლი არ გაუშვია. მან ასევე ითამაშა "ლა ლიგაში" სამი მატჩი - "ლევანტესთან", "ხეტაფესა" და "ესპანიოლთან" და ერთხელ ისევ "ლევანტესთან" "კოპა დელ რეის" 1/8 ფინალში. მას არცერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. საერთო ჯამში ანტონიომ 411 წუთი ითამაშა(269 "ლა ლიგაში", 94 "კოპა დელ რეიზე" და 48 ჩემპიონთა ლიგაზე). მას ასევე მოგებული აქვს ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი 2006 წელს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში.

ტომას მეხიასმა და ხესუსმა თითო-თითოჯერ ითამაშეს გასულ სეზონში. პირველმა მათგანმა "ხეტაფესთან", ხოლო მეორემ "ალმერიასთან". ორივე მათგანს აკადემიაში 10-10 წელი აქვს გატარებული. dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)